გრიგორიანული კალენდარი
გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი — ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წლის 4 ოქტომბერს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება).
გრიგორიანული კალენდრის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გრიგორიანულ კალენდარში წლის ხანგრძლივობა 365,2425 დღეს (365 დღეს, 5 საათს, 49 წუთსა და 12 წამს) შეადგენს. ჩვეულებრივი წელიწადი შედგენა — 365, ნაკიანი კი — 366 დღისგან.
შედარებისათვის, იულიუსის კალენდრის წლის ხანგრძლივობა 365,25 დღეა, ხოლო ტროპიკული წელიწადის — 365.24217 დღე.
სხვაობა იულიუსის კალენდარსა და ტროპიკულ კალენდრებს შორის 11 წუთი და 13.9 წამია, ხოლო გრიგორიანულ კალენდარსა და ტროპიკულს შორის — 25,9 წამი.
გრიგორიანული კალენდარი | იულიუსის კალენდარი | |
---|---|---|
ხანგრძლივობა | 365 დღე, 5 საათი, 49 წუთი და 12 წამი (365,2425 დღე) | 365 დღე, 6 საათი (365,25 დღე) |
ტროპიკული წელი | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) |
სხვაობა | 25,9 წამი (0.00033 დღე) | 11 წუთი და 13.9 წამი (0,00783 დღე) |
განსხვავება იულიუსისა და გროგორიანულ კალენდერებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გრიგორიანული კალენდრის შემოღების მომენტში, მათ შორის სხვაობას 10 დღე შეადგენდა. დროის გასვლასთან ერთად კვლავ იზრდებოდა აღნიშნული სიდიდე და 1900 წლის 14 მარტიდან სხვაობამ 13 დღე შეადგინა.
ცხრილში წარმოდგენილია თითოეული ახალი დამატებული დღის მოქმედების პერიოდი წლების მიხედვით:
დღეთა სხვაობა | პერიოდი (იულიუსის კალენდრით) | პერიოდი (გრიგორიანული კალენდრით) |
---|---|---|
10 | 5 ოქტომბერი 1582 — 29 თებერვალი 1700 | 15 ოქტომბერი 1582 — 11 მარტი 1700 |
11 | 1 მარტი 1700 — 29 თებერვალი 1800 | 12 მარტი 1700 — 12 მარტი 1800 |
12 | 1 მარტი 1800 — 29 თებერვალი 1900 | 13 მარტი 1800 — 13 მარტი 1900 |
13 | 1 მარტი 1900 — 29 თებერვალი 2100 | 14 მარტი 1900 — 14 მარტი 2100 |
14 | 1 მარტი 2100 — 29 თებერვალი 2200 | 15 მარტი 2100 — 15 მარტი 2200 |
15 | 1 მარტი 2200 — 29 თებერვალი 2300 | 16 მარტი 2200 — 16 მარტი 2300 |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1582 წლის 5 ოქტომბერს რომის პაპმა გრიგორის დროს იულიუსის კალენდარს მიამატა 10 დღე და გამოცხადდა 15 ოქტომბრად. თუ XVI საუკუნის გასულს განსხვავება იულიუსისა და გრიგოროლის კალენდრებს შორის იყო 10 დღე, 1900 წლიდან განსხვავება გმოიხატება 13 დღით. პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). 1752 წლის 2 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.
რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისთვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.
ახალი სტილის საკითხი ქართულ მართლამადიდებლურ ეკლესიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1917 წელს მოხდა რევოლუცია. საკანონმდებლო ორგანოებში დაისვა კალენდრის საკითხიც. 1918 წლის 14 აპრილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კირიონს მოუვიდა ტელეფონოგრამა: „აპრილის 13 მიღებულ იქმნა კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ახალი დროთა აღრიცხვის შესახებ; აპრილის 18 უნდა ცნობილ იქმნას მაისის პირველად. აღდგომა იდღესასწაულება მაისის 5 (ძვ. სტ. 22 აპრილს). ამის მიხედვით მოძრავი დღესასწაულები წაიწევიან წინ 13 დღით. ინებეთ სათანადო განკარგულება“. ტელეფონოგრამა მოსმენილ იქმნა საკათალიკოზო საბჭოში.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 270.
- „საქართველოს საეკლესიო კალენდარი 1976 წლის“, გვ. 139-140