დიოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახევრგამტარული გამმართველი დიოდის აღნიშვნა

დიოდი — ორელექტროდიანი ელექტრონული ხელსაწყო. ატარებს დენს ერთი მიმართულებით, ანოდიდან კათოდისაკენ. ანოდი მიერთებულია დენის წყაროს დადებით პოლუსთან, კათოდი — უარყოფით პოლუსთან. თანამედროვე ტექნიკაში ძირითადად ნახევარგამტარულ დიოდებს იყენებენ. მათ ამზადებენ ძირითადად გერმანიუმისაგან, ან სილიციუმისაგან.

დანიშნულების მიხედვით დიოდი არსებობს სხვადასხვა სახის: გამმართველი დიოდი, სტაბილიტრონი (ზენერის დიოდი), ტუნელური დიოდი, შუქდიოდი, ფოტოდიოდი, ვარიკაპი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]