ჯენესისი
ჯენესისი | |
---|---|
ჯენესისი 2022 წელს. მარცხნიდან: დენიელ პირსი, დერილ სტერმერი, მაიკ რეზერფორდი, ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, ტონი ბენქსი, ნიკ კოლინზი და პატრიკ სმითი. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | გოდელმინგი, სურეი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
პროგრესული როკი არტ როკი სიმფონიური როკი ფოლკ როკი პოპ-როკი სოფტ-როკი |
აქტიური |
1967–1998 2006–დღემდე (უმოქმედო) (გაერთიანებები: 1982, 1999, 2000) |
ლეიბლ(ებ)ი | Virgin, Charisma, Decca, EMI, London (ამერიკა/იაპონია), Atlantic (აშშ/კანადა), Atco (აშშ/კანადა), Vertigo (ევროპა/აზია) |
წევრები |
ტონი ბენქსი მაიკ რეზერფორდი ფილ კოლინზი |
ყოფილი წევრები |
პიტერ გებრიელი ენტონი ფილიპსი კრის სტიუარტი ჯონ სილვერი ჯონ მეიჰიუ მიკ ბერნარდი სტივ ჰეკეტი რეი უილსონი |
საიტი | |
ჯენესისი ვიკისაწყობში |
ჯენესისი (ინგლ. Genesis) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1967 წელს. მასში შედიან: დამაარსებლები ტონი ბენქსი (კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბასი, გიტარა), აგრეთვე ფილ კოლინზი (ვოკალი, დასარტყმელი საკრავები), რომელიც ჯენესისს 1970 წელს შეუერთდა. ყოფილმა წევრებმა, რომელთა შორის არიან პიტერ გებრიელი (ვოკალი, ფლეიტა), სტივ ჰეკეტი (გიტარები) და ენტონი ფილიპსი (გიტარები) ასევე შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი ჯგუფის ადრეული წლების შემოქმედებაში. ჯენესისი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად, მსოფლიო მასშტაბით ალბომის დაახლოებით 130 მილიონი გაყიდული ასლით.[1]
1960-იანი წლების მიწურულს, პირველი ალბომის გამოცემისას, ჯენესისის მუსიკა ჯგუფის წევრები და თავად მსმენელები პოპ-ექსპერიმენტად თვლიდნენ, რაშიც იგულისხმებოდა მელოდიური პოპი, რომელსაც იგი ასრულებდა.[2] მოგვიანებით, ერთი წლის განმავლობაში (დაწყებული მეორე ალბომით, რომელიც 1970 წლის შუა პერიოდში გამოვიდა) ჯენესისი გარდაიქმნა პროგრესული როკის შემსრულებელ ჯგუფად, რომლის მუსიკა შეიცავდა სიმღერის რთულ სტრუქტურებს და გულმოდგინედ დამუშავებულ ინსტრუმენტულ ფრაგმენტებს. მათი კონცერტები იქცა თეატრალიზებულ ექსპერიმენტებად, ნოვატორული სასცენო დიზაინებით, პიროტექნიკით, ექსტრავაგანტური კოსტიუმებით და სცენაზე მოთხრობილი ამბებით. ამ მეორე ფაზას ახასიათებდა ხანგრძლივი გამოსვლები, სადაც, მაგალითად, სრულდებოდა 23 წუთიანი „Supper's Ready“ და 1974 წლის კონცეპტუალური ალბომი The Lamb Lies Down on Broadway. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის მუსიკალური მიმართულება კვლავ შეიცვალა, იქცა რა ორიენტირებულად უფრო მეტად პოპ-მუსიკაზე და კომერციულად ხელმისაწვდომად. შედეგად ჯენესისს ჰქონდა აშშ-ს საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი პირველი სინგლი, „Follow You Follow Me“, ბრიტანეთში პირველი #1 ალბომი Duke და აშშ-ში ერთადერთი #1 სინგლი „Invisible Touch“.
თავისი არსებობისას ჯენესისმა პერსონალის რამდენიმე ცვლილება განიცადა. სცენის შიშის გამო ენტონი ფილიპსი ჯგუფიდან 1970 წელს წავიდა. 1975 წელს ფილ კოლინზი, იმ პერიოდში ჯენესისის დრამერი, ახალი ვოკალისტის ხანგრძლივი ძიების შემდეგ წამყვანი ვოკალისტის სახით პიტერ გებრიელს ჩაენაცვლა. წამყვან ვოკალზე მისი კონცენტრირების გამო ტურნეს მსვლელობისას დასარტყმელ საკრავებზე უკრავდნენ ბილ ბრუფორდი და ჩესტერ თომპსონი, ხოლო კოლინზი მათ დრო და დრო ხანგრძლივი ინსტრუმენტული პასაჟებისას უერთდებოდა. 1977 წელს ჯგუფი დატოვა გიტარისტმა სტივ ჰეკეტმა. მას შემდეგ, რაც ჯენესისიდან 1996 წელს კოლინზი წავიდა, რეზერფორდმა და ბენქსმა მოიყვანეს რეი უილსონი (სტილტსკინი). მასთან ერთად ჩაიწერა 1997 წლის ალბომი Calling All Stations, რასაც მოჰყვა უვადო შესვენება. 2007 წელს ბენქსი, კოლინზი და რეზერფორდი გაერთიანდნენ და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 20 თარიღიანი ტურნე გამართეს, რომის Circo Massimo-ს ჩათვლით, სადაც ისინი 500 000 მსმენელის წინაშე გამოვიდნენ. 2010 წელს ჯენესისი გახდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი. ჯგუფის მომავალი უცნობია. კოლინზმა შეწყვიტა მუსიკალური საქმიანობა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა დაბრუნების შესახებ[3], ხოლო სხვა წევრები სოლო პროექტებზე მუშაობენ. ბენქსმა 2012 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფი დასრულდა.
ისტორია
ადრეული წლები (1967–69)
ქრონოლოგია | |
---|---|
1967 | გებრიელი, ბენქსი, ფილიპსი, რეზერფორდი, სტიუარტი |
1968 | გებრიელი, ბენქსი, ფილიპსი, რეზერფორდი, სილვერი |
1969 | გებრიელი, ბენქსი, ფილიპსი, რეზერფორდი, მეიჰიუ |
1970 | გებრიელი, ბენქსი, ბერნარდი, რეზერფორდი, კოლინზი |
1971 | გებრიელი, ბენქსი, ჰეკეტი, რეზერფორდი, კოლინზი |
1975 | კოლინზი, ბენქსი, ჰეკეტი, რეზერფორდი 1 |
1977 | კოლინზი, ბენქსი, რეზერფორდი 2 |
1997 | უილსონი, ბენქსი, რეზერფორდი 3 |
1999 | ჯგუფი არ იყო მოქმედი |
2006 | კოლინზი, ბენქსი, რეზერფორდი 2 |
|
ჯგუფი 1967 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც პიტერ გებრიელი და ტონი ბენქსი სწავლობდნენ ჩარტერჰაუსის სკოლაში (გოდელმინგი, სურეი). სასკოლო ჯგუფებიდან Garden Wall და The Anon წარმოქმნილ ჯენესისში თავდაპირველად შედიოდნენ: პიტერ გებრიელი (ვოკალები), ენტონი ფილიპსი (გიტარა), ტონი ბენქსი (კლავიშებიანები), მაიკ რეზერფორდი (ბასი და გიტარა) და კრის სტიუარტი (დასარტყმელი საკრავები).[4] ჯგუფი (სტიუარტის გარდა) თავდაპირველად ჩამოყალიბებული იქნა სიმღერების შექმნის მიზნით, მაგრამ საკონცერტო გამოსვლები დაგეგმილი არ ჰქონია. თუმცა იმ დროს სულ უფრო და უფრო მეტი ჯგუფი წერდა საკუთარ სიმღერებს და ახალგაზრდა გუნდი გამოუცდელი სიმღერების ავტორებით არავის აინტერესებდა.[5]
ჩარტერჰაუსში აგრეთვე სწავლობდა ჯონათან კინგი, რომელიც 1968 წელს დაესწრო სკოლაში გამართულ ერთ-ერთ კონცერტს. მოგვიანებით ერთ-ერთმა სტუდენტმა მას გადასცა ფირი სიმღერებით, რომლებიც ჯგუფმა ჩაწერა და კინგს ისინი იმდენად მოეწონა, რომ ხმისჩამწერ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება განიზრახა. კინგი თავად იყო სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, რომელსაც ჰიტ-სინგლი, „Everyone's Gone to the Moon“ ჰქონდა. მან ჯგუფს Genesis დაარქვა (მანამდე არსებული ვარიანტის Gabriel's Angels მაგივრად[6]), იხსენებდა რა მოგვიანებით, რომ მისი აზრით, „ეს იყო კარგი სახელწოდება...აღნიშნავდა ახალი ჟღერადობის საწყისს და ახალ შეგრძნებას.“
შედეგად ჩაწერილი იქნა ალბომი From Genesis to Revelation, რომელიც Decca Records-ზე 1969 წლის მარტში გამოვიდა. ამ სესიების დროს სტიუარტს დასარტყმელი საკრავებზე ჩაენაცვლა ჯონ სილვერი. ჩაიწერა სიმღერების ციკლი, რომელზეც გავლენა იქონია ბი ჯიზის პოპ-მუსიკის სტილმა (იგი კინგის ერთ-ერთი საყვარელი კოლექტივი იყო). კინგმა სიმღერები კონცეპტუალური ალბომის სახით შეკრა და პროდიუსერული სამუშაოს შესრულებისას დაამატა სიმებიანი ორკესტრის არანჟირება. პირველი სინგლი, „The Silent Sun“ გამოვიდა 1968 წლის თებერვალში. ალბომი ცუდად იყიდებოდა და ჯენესისი დაშორდა როგორც Decca-ს, ასევე ჯონათან კინგს.[7] დღემდე კინგი ფლობს საავტორო უფლებებს ამ ალბომის სიმღერებზე და იგი არაერთხელ გამოსცა სხვადასხვა სახელწოდებით, მაგალითად In the Beginning, Where the Sour Turns to Sweet, Rock Roots: Genesis, ...And the Word Was და, უკანასკნელ პერიოდში, The Genesis of Genesis. ცნობილია, რომ ჯგუფი არ ფლობს მასზე უფლებებს და არაერთხელ იქნა შეცბუნებული მისი გამოცემით.[8]
სილვერს მოგვიანებით, ალბომის Trespass ჩაწერამდე ჩაენაცვლა ჯონ მეიჰიუ. ჯენესისმა Charisma Records-თან გააფორმა კონტრაქტი.[9] დაინტერესება მისი მუსიკით გამოიწვია ცოცხალმა გამოსვლებმა, სადაც ჟღერდა მისი ჰიპნოზური, ბნელი და შთამბეჭდავი მელოდიები. ამ შესრულებებმა მიიქციეს ლეიბლის დამაარსებელ ტონი სტრეტონ-სმითის ყურადღებაც.[5] გებრიელმა მოგვიანებით დაუკრა ფლეიტაზე კეტ სტივენსის ალბომზე Mona Bone Jakon, სიმღერაში „Katmandu“.
Trespass, რომელშიც შეტანილი იქნა ადრეული საკონცერტო გამოსვლების დროს შესრულებული სიმღერების სტუდიური ვერსიები, იქცა ჯგუფის 1970-იანი წლების ალბომების ერთგვარ თარგად - ხანგრძლივი პიესებით, რომლებიც ახლოს იყო პროგრესული როკ-ჯგუფების King Crimson, Yes, Camel, Hawkwind და Gentle Giant შემოქმედებასთან, ხშირად მოკლე, უფრო მისაწვდომი და ხშირად იუმორით გაჯერებული ნომრებით. Trespass-ში პროგრესული როკის ელემენტები ჟღერდა, როგორიც იყო გულმოდგინედ დამუშავებული არანჟირებები და ცვლილებები რიტმში, როგორიც, მაგალითად, შეინიშნება „The Knife“-ში.
ავადმყოფობისა და სცენის შიშის გამო ფილიპსმა ჯგუფი 1970 წლის ზაფხულში დატოვა.[10] მოგვიანებით მან ჩაწერა მრავალი სოლო ალბომი, ხოლმე ჯენესისის სხვა წევრების მონაწილეობით. ფილიპსის წასვლამ რეზერფორდსა და ბენქსს დარტყმა მიაყენა და ჯგუფი საკუთარი მომავლის შესახებ დააეჭვა. თუმცა, მათ გადაწყვიტეს კვლავ გაეგრძელებინათ. მეიჰიუს დასარტყმელი საკრავებზე ჩაენაცვლა ფილ კოლინზი ჯგუფიდან Flaming Youth, ხოლო გიტარისტის სახით ფილიპსის მაგივრად ჯგუფში თავდაპირველად მიკ ბერნარდი მოვიდა, შემდეგ კი, 1970 წლის ოქტომბერში სტივ ჰეკეტი (Quiet World) გამოჩნდა.
კლასიკური პერიოდი (1971–75)
კოლინზისა და ჰეკეტის სტუდიური დებიუტი შედგა 1971 წელს Nursery Cryme-ზე, რომელშიც შეტანილია „The Musical Box“ და კოლინზის პირველი წამყვანი ვოკალური შესრულება „For Absent Friends“-ის სახით. ეს სიმღერა აგრეთვე იყო პირველი, რომელიც კოლინზმა და ჰეკეტმა ჯგუფის შემადგენლობაში დაწერეს და პირველი ჯონ ენთონის პროდიუსერობით. ალბომის ჩაწერისას[11] დაქირავებული და გათავისუფლებული იქნა ორი ხმის ინჟინერი, სანამ ჯგუფს ჯონ ბერნსი შეუერთდებოდა. ამას მოჰყვა სამ ალბომიანი წარმატებული თანამშრომლობა ბერნსსა და ჯგუფს შორის. სიმღერებში „Seven Stones“ და „The Fountain of Salmacis“ ბენქსმა გამოიყენა მელოტრონი, რომელიც აგრეთვე ჟღერდა King Crimson-ის სადებიუტო, 1969 წლის In the Court of the Crimson King-ში. აგრეთვე 1971 წელს გებრიელმა და კოლინზმა მონაწილეობა მიიღეს კოლინ სკოტის ალბომის ჩაწერაში, ბევრ სხვა პროგრესულ როკ-მუსიკოსთან ერთად. ალბომის გამოშვების შემდეგ ტურნეს ფარგლებში ჯენესისი გამოდიოდა ჯგუფებთან Lindisfarne, Van Der Graaf Generator და String Driven Thing.
შემდეგი ალბომი, Foxtrot გამოვიდა 1972 წლის ოქტომბერში. მასში შეტანილია, როგორც მათ უწოდებენ, ჯგუფის „ყველაზე სრულყოფილი ნამუშევრები“ [12]. საგულისხმოა „Supper's Ready“, 23 წუთიანი მრავალნაწილიანი ეპიკური კომპოზიცია. ართურ კლარკის გავლენით დაწერილი „Watcher of the Skies“-ის მსგავსი კომპოზიციებით გამყარდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორებისა და შემსრულებლების რეპუტაცია. გებრიელის ნაირფეროვანი და თეატრალიზებული სასცენო გამოსვლები, კოსტუმების უამრავმა და გულმოდგინე შეცვლამ და სიმღერების სურრეალისტურმა წარდგენებმა ჯენესისი წარმატებული საკონცერტო შემსრულებლად აქციეს.[13]
1973 წლის ზაფხულში ჰეკეტი, კოლინზი და რეზერფორდი მუშაობდნენ სხვა პროგრესულ როკ-მუსიკოსებთან ჯგუფის ფარგლებს გარეთ. კოლინზი და ჰეკეტი (ჯონ უეტონის მონაწილეობით) გამოჩნდნენ Yes-ის ყოფილი გიტარისტ პიტერ ბენქსის სადებიუტო სოლო ალბომზე Two Sides of Peter Banks, სიმღერაში „Knights (Reprise)“. ბენქსი და კოლინზი უკრავდნენ ჯაზ-ფიუჟენ ჯგუფში Zox & The Radar Boys. რეზერფორდმა, კოლინზმა და ფილიპსმა დაიწყეს მუშაობა უკანასკნელის სადებიუტო სოლო ალბომზე The Geese & the Ghost, კერძოდ სიმღერებზე „Silver Song“, „Only Your Love“ და „Master of Time“.
საკონცერტო ალბომი Genesis Live, ჩაწერილი Foxtrot-ის შემდეგ ჩატარებული ტურნეს ფარგლებში, 1973 წელს, გამოვიდა ჯენესისის შემდეგი სტუდიური ალბომის გამოჩენამდე.[11]
Selling England by the Pound გამოვია 1973 წლის ნოემბერში და დადებითად იქნა მიღებული კრიტიკოსებისა და მოყვარულების მიერ.[14] გებრიელს მოსწონდა სახელწოდება, რომელიც იმ პერიოდში ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის სლოგანის იმიტირება იყო, რაც ეხმაურებოდა დამკვიდრებულ მოსაზრებას, თითქოს ჯენესისი აშშ-ზე ორიენტირებული ხდებოდა.[15] ალბომში შეტანილია „Firth of Fifth“ და„I Know What I Like“, რომლებიც საკონცერტო გამოსვლების ნაწილად იქცა, ხოლო უკანასკნელი გახდა მათი პირველი ჩარტებში წარმატებული სინგლი, მოხვდა რა ბრიტანეთის ჩარტების #17 პოზიციაზე.
ამ პერიოდში ჰეკეტი იქცა ერთ-ერთ პირველ გიტარისტად, რომელიც ელექტრონულ გიტარაზე დაკვრისას იყენებდა ტეპინგის ტექნიკას, რომელიც მოგვიანებით ედი ვან ჰელენის მიერ იქნა უფრო წარმატებულად შემოღებული. ჰეკეტი აგრეთვე იყენებდა „სვიპ-პიკინგს“, რომელსაც 1980-იან წლებში პოპულარობა ინგვი მალმსტინმას მოუტანა.[16] ეს ტექნიკები გამოყენებული იქნა „Dancing with the Moonlit Knight“-ში. ამავე პერიოდში ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი ტონი სმითთან, რომელიც შემდგომში ჯგუფის სიმღერებს კომპანია Hit & Run Music Publishing-ის მეშვეობით გამოსცემდა.
1974 წელს ჯენესისმა ჩაწერა ორმაგი კონცეპტუალური ალბომი The Lamb Lies Down on Broadway, რომელიც გამოვიდა 18 ნოემბერს. წინა ალბომების ხანგრძლივ სიმღერებთან შედარებით The Lamb Lies Down on Broadway არის უფრო მოკლე სიმღერების კომპილაციური ალბომი, რომელშიც სიმღერები ერთმანეთს უერთდება. ალბომში მოთხრობილია რაელის, ნიუ-იორკის მაცხოვრებელი პუერტო-რიკოელის სულიერი თავგადასავალი, თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებისთვის.[17] მოგზაურობისას რაელი ხვდება რამდენიმე საოცარ პერსონაჟს, რომელთა შორის არიან მოლიპული ადამიანები და ლამია. გებრიელის თქმით, რაელის ამბავზე გავლენა იქონია ალეხანდრო ხოდოროვსკის „თხუნელამ“.
ალბომს მოჰყვა მსოფლიო ტურნე, რომლის ფარგლებში გაიმართა 102 კონცერტი, გებრიელის თანმხლები ანოტაციებით. შესასრულებელი მასალის ასეთი არჩევანის შესახებ ჯგუფმა მოგვიანებით ინანა, ვინაიდან პროგრამის ხანგრძლივობის გამო ისინი ვერ უკრავდნენ უფრო ადრეული მასალის დიდ რაოდენობას და ასრულებდნენ სიმღერებს, რომლებიც ცოცხლად არც თუ კარგად გამოსდიოდათ.[5] საკონცერტო გამოსვლებისას ჯენესისმა პირველად გამოიყენა ლაზერული განათება და სხვა ეფექტები, რომელთა ნაწილი ჰოლანდიელმა თეო ბოტსხუეივერმა ააგო. სპეციალურად შემუშავებული პულტი აკონტროლებდა ლაზერულ განათებას, რითაც გებრიელიც მაყურებელზე სხვადასხვა ფერების პროეცირებას ახდენდა.
ამბიციური The Lamb Lies Down on Broadway-ს შექმნამ დაძაბა ურთიერთობები ჯგუფის წევრებს, განსაკუთრებით ბენქსსა და გებრიელს შორის, რომლებიც ჩარტერჰაუსის პერიოდიდან მეგობრობდნენ.[4] გებრიელი იყო ალბომის ტექსტების ავტორი, გარდა „The Light Dies Down on Broadway“-სა, რომელიც გებრიელის სტუდიაში არყოფნის პერიოდში ბენქსმა და რეზერფორდმა დაწერეს). ჯგუფის სხვა წევრები მუსიკის ავტორები იყვნენ, გარდა „Counting Out Time“-ის და „The Chamber of 32 Doors“-ის, რომელიც მთლიანად გებრიელის მიერ დაიწერა.
სხვა სამყაროს ჟღერადობით, სინთეზატორის თანმიმდევრული ხმები და დამსხვრეული შუშის ყულფები სიმღერაში „The Waiting Room“, ისევე, როგორც ვოკალური ეფექტები „The Grand Parade of Lifeless Packaging“, პირობითი სახელით „ინოსიციფირებები“, ეკუთვნოდა ბრაიან ინოს (Roxy Music). ერთხელ, როდესაც ბენქსი ავად იყო და შინ დარჩა, გებრიელსა და ინოს შორის შედგა შეთანხება, რომ კოლინზი ბრაიანს დაეხმარებოდა სიმღერის „Mother Whale Eyeless“ (ალბომიდან Taking Tiger Mountain (By Strategy)) ჩაწერაში, ხოლო ინო The Lamb Lies Down On Broadway-ზე იმუშავებდა.[18] კოლინზი აგრეთვე გამოჩნდა ინოს ალბომზე Another Green World. ბენქსი მოგვიანებით თვლიდა, რომ ინო არ უნდა მიეთითებინათ ალბომზე თანაავტორებს შორის.
ტურნეს მსვლელობისას გებრიელმა განუცხადა ჯგუფის სხვა წევრებს, რომ გადაწყვიტა მისი დატოვება[19]. მიზეზად მოჰყავდა გაუცხოება სხვა წევრებთან, სირთულეები ცოლთან და პირველი შვილის დაბადება (უკანასკნელი მოგვიანებით აისახა მის სიმღერაში „White Shadow“, ალბომიდან 1978 წლის ალბომიდან). თუმცა, იგი გრძნობდა პასუხისმგებლობას ტურნეს ბოლომდე დასრულების წინაშე. მოყვარულებს მან მუსიკალური პრესის მეშვეობით მისწერა ღია წერილი სათაურით Out, Angels Out. წერილში ახსენილი იყო, რომ „მანქანა, აშენებული ჩვენ მიერ, როგორც თანამშრომლობა, რათა სიმღერები შეგვექმნა, იქცა ჩვენს მმართველად და შეგვამწყვდია წარმატებაში, რომელიც გვსურდა. მან იქონია გავლენა ურთიერთობებსა და მთელი ჯგუფის სულზე. მუსიკა არ ამოწურულა და მე კვლავ პატივს ვცემ დანარჩენ მუსიკოსებს, მაგრამ ჩვენი როლები გართულდა.“ [20] კოლინზი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ჯგუფის სხვა წევრები „არ იყვნენ გაოგნებულნი პიტერის წასვლით, ვინაიდან მანამდე ამის შესახებ უკვე ვიცოდით.“ ჯგუფმა გადაწყვიტა გებრიელის გარეშე გაგრძელება.[21] გებრიელის პირველი სოლო ალბომი შეიცავს ჰიტ-სინგლს „Solsbury Hill“, რომელშიც ჯგუფიდან წასვლა ირიბად არის ნახსენები.
ოთხი კაცისგან შემდგარი ჯგუფი (1976–77)
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა მოისმინა 400 სხვადასხვა ვოკალისტი, რათა გებრიელის შემცვლელი აერჩია. ფილ კოლინზი, რომელიც მანამდე ბეკ-ვოკალებს ასრულებდა, განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი.[22] როდესაც ჯგუფი აპირებდა მომავალი ალბომის ვოკალების ჩაწერას, არც ერთი არსებული სავარაუდო შემცვლელი არ მოეწონა. კოლინზის მცდელობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვოკალი კარგად ერგებოდა მუსიკას, მაგრამ რჩებოდა მეორე პრობლემა - როგორ უნდა ემუშავათ კონცერტებზე. მანამდე კოლინზი ითავსებდა ბეკ-ვოკალისტისა და დრამერის როლს და არ იყო დარწმუნებული, რამდენად შესძლებდა დასარტყმელი საკრავების დატოვებას და სცენის წინა ნაწილზე გადმოსვლას.[23] ახალი პროდიუსერის, დეივიდ ჰენჩელის მიერ შეიქმნა ნათელი ჟღერადობის მქონე ჩანაწერი. მუსიკის ერთ-ერთი ისტორიკოსი მოგვიანებით ფიქრობდა, რომ „კოლინზი უფრო ჟღერდა, როგორც გებრიელი, ვიდრე თავად გებრიელი“.[24] ფილი აგრეთვე შეუერთდა ჯგუფ Brand X-ს, სადებიუტო ალბომზე Unorthodox Behaviour, რომელმაც გავლენა მოახდინა ჯენესისის სიმღერებზე „Los Endos“ და „Wot Gorilla?“.[25]
ალბომის წარმატების მიუხედავად ჯგუფს კვლავ აღელვებდა საკონცერტო შესრულებების პრობლემა, ვინაიდან აღარ ჰყავდათ გებრიელი, რომელიც იცვლიდა კოსტიუმებს და დრამატულ სანახაობებს დგამდა. კოლინზს ესაჭიროებოდა თანაშემწე დრამერი და ეს ადგილი 1976 წლის ტურნეში დაიკავა ბილ ბრუფორდმა (Yes, King Crimson).[26] პირველი საკონცერტო გამოსვლა გებრიელის შესახებ, კოლინზით, როგორც წამყვანი ვოკალისტით, გაიმართა 1976 წლის 26 მარტს, ლონდონში (ონტარიო, კანადა.[27] ამ ტურნეს კადრები შეტანილია 1977 წლის საკონცერტო ფილმში Genesis: In Concert.
იმავე წელს ჯგუფმა ჩაწერა Wind & Wuthering - პირველი ორი ალბომიდან, რომლებიც შეიქმნა ჰილვარენბეეკში (ნიდერლანდები).[4] 1976 წლის დეკემბერში[28] გამოცემული ალბომის სახელწოდება აღებული იქნა ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილიდან“, რომლის უკანასკნელი სტრიქონები გამოყენებული იქნა ალბომის მეშვიდე და მერვე სიმღერების სათაურებში.[25]
ჯენესისის 1977 წლის ტურნეს დროს დრამერი იყო ჯაზ-ფიუჟენ მუსიკოსი ჩესტერ თომპსონი (Weather Report, ფრენკ ზაპა). კოლინზის მიდგომა შოუებისადმი განსხვავდებოდა გებრიელის თეატრალიზებული ტენდენციებისგან და ძველი სიმღერების მისი ინტერპრეტაციები უფრო მსუბუქი იყო. 1982 წელს შედგა დროებით გაერთიანება გებრიელთან (საქველმოქმედო მიზნით) და პიტერმა აღნიშნა, რომ კოლინზი მათ „უკეთესად“ ასრულებდა, თუმცა არა „მის მსგავსად“.[29]
გიტარისტი ჰეკეტი Wind & Wuthering-ის გამოცემისთვის საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანდა[19] და თავს შეზღუდულად გრძნობდა. იგი იყო ჯგუფის პირველი მონაწილე, რომელმაც ჩაწერა სოლო ალბომი, Voyage of the Acolyte (რომელზეც კოლინზი და რეზერფორდიც გამოჩნდნენ) და ისიამოვნა ჩაწერის პროცესით, რომლის საშუალება ჯგუფში არ ჰქონდა. ჰეკეტის ალბომზე კოლინზი მღეროდა სიმღერაში „Star of Sirius“. ჯენესისისთვის დაწერილი ჰეკეტის საავტორო და გამოუყენებელი სიმღერებიდან მასში მოხვდა „Shadow of the Hierophant“. ჰეკეტმა ითხოვა ჯგუფის ახალ ალბომში საკუთარი კომპოზიციებისთვის 1/4 ადგილი, რაც კოლინზის აზრით იყო „ჯგუფის ფარგლებში მუშაობის სულელური მეთოდი“.[30] საბოლოოდ სტივენის კომპოზიციებიდან ალბომზე მოხვდა „Unquiet Slumbers for the Sleepers...“/„...In That Quiet Earth“, „Eleventh Earl of Mar“, ხოლო „Inside and Out“ შეტანილი იქნა EP-ზე Spot the Pigeon. ჰეკეტის/კოლინზის ერთობლივი „Blood on the Rooftops“ ჯგუფს ცოცხლად არასოდეს შეუსრულებია, ხოლო „Please Don't Touch“ მოგვიანებით ჩაიწერა ჩესტერ თომპსონის მონაწილეობით და მოხვდა ჰეკეტის ამავე სახელწოდების ალბომზე. ამ სიმღერის მაგივრად ჯგუფმა ალბომის პირველი მხარის ბოლოს გამოიყენა „Wot Gorilla?“. ჰეკეტმა ჯენესისი დატოვა 1977 წლის ოქტომბერში, როდესაც ჯგუფი მუშაობდა 1976/1977 წლებში საკონცერტო ალბომის Seconds Out ხმის მიქსზე. ჯგუფთან ერთად ჰეკეტის უკანასკნელი ჩანაწერები შეტანილია Spot the Pigeon-ში.
სამკაციანი პერიოდი (1978–79)
ჰეკეტის წასვლის შემდეგ რეზერფორდი სტუდიაში დაკავდა წამყვანი გიტარის პარტიებით. ჯგუფი მიუახლოვდა წონასწორობას შემოქმედებითი წვლილის მხრივ. მათ გადაწყვიტეს ტრიოს სახით არსებობა, რაც დაადასტურეს ალბომის ...And Then There Were Three... (1978) სახელწოდებით. იგი იყო პროგრესული როკ-ეპიკური კომპოზიციებისგან კიდევ უფრო დიდი დაშორება. ალბომიდან გამოცემული „Follow You Follow Me“ ჯენესისის პირველ ამერიკულ რადიო ჰიტად იქცა. მისმა პოპულარობამ ალბომს ჯგუფს აშშ-ში პირველი პლატინის დისკი მოუტანა.[31]
იმ წელს საკონცერტო გამოსვლებისას რეზერფორდი გიტარისა და ბასის პარტიებს დერილ სტერმერთან იზიარებდა. უკანასკნელი მანამდე უკრავდა ფრანგი მევიოლინე ჟან-ლუკ პონტის ინსტრუმენტულ ჯაზ-ფიუჟენ/ჯაზ-როკ ჯგუფში. რეზერფორდი ძირითადად ასრულებდა პიესებს, რომლებიც დაიწერა უკანასკნელი ალბომისთვის, მაგრამ 1978 წლამდე დაწერილი მასალის შესრულება უჭირდა. 1978 წლის ტურნემ მოიცვა ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, შემდეგ კვლავ ჩრდილოეთი ამერიკა და, საბოლოოდ, 1978 წლის ბოლოს, პირველი გამოსვლები იაპონიაში. როგორც წამყვანი ჯგუფი, ჯენესისი პირველად გამოვიდა ნებუორთში (ჰერტფორდშირი), 1978 წლის 24 ივნისს.[32][33] იმავე წლის 29 ივლისს ჯგუფი მეორედ გამოვიდა მედისონ-სკვერ-გარდენზე (ნიუ-იორკი). კონცერტის ბოლო მათ შეუერთდა პიტერ გებრიელიც. ერთად მათ შეასრულეს „I Know What I Like“.[34] ჯენესისი ამ ადგილზე გამოდიოდა ყველა შემდგომ ტურნეზე გარდა 1992 წლისა, როდესაც მათ დაუკრეს ჯაიანტსის სტადიონზე.[35]
1977-1978 წლების ჩაწერებისა და ტურნეების გამო, 1979 წელს ჯგუფმა შეისვენა. კოლინზმა აცნობა კოლეგებს, რომ ცდილობდა, გადაერჩინა ქორწინება, ცოლთან ერთად ვანკუვერში გადასვლით. თუკი ისინი ისურვებდნენ სტუდიაში დაბრუნებას, ფილი უნდა გამოერიცხათ. ბენქსმაც და რეზერფორდმაც გადაწყვიტეს, შეესვენებინათ. ამასობაში ფილი ცდილობდა პირადი პრობლემების გადაწყვეტას და სოლო მასალის ჩაწერას.
სოლო პროექტები, ცვლილებები ჟღერადობაში და ჯენესისის კვლავ გაერთიანება (1980–84)
კოლინზი, ქორწინების გადარჩენის მცდელობის შემდეგ (რომელიც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა), 1979 წლის აგვისტოში დაბრუნდა ბრიტანეთში. 26 აგვისტოს იგი და გებრიელი გამოვიდნენ რედინგის ფესტივალზე, სადაც გებრიელის სადებიუტო საკონცერტო ტურნეს ფარგლებში „The Lamb Lies Down On Broadway“ შეასრულეს. კოლინზი შემოქმედებითად შეჩერებული იყო. ტონი ბენქსმა გამოუშვა ალბომი A Curious Feeling, ხოლო მაიკ რეზერფორდმა - Smallcreep's Day. ბენქსიც და რეზერფორდიც მუშაობდნენ მუსიკაზე ფილმისთვის „ყვირილი“, ხოლო სტივ ჰეკეტმა ამასობაში გამოუშვა Spectral Mornings. საკმარისი დროით და სახლში დამონტაჟებული ტექნიკით, კილინზმა დაიწყო პირველი სოლო ალბომის ჩაწერა, ისევე, როგორც ჯენესისის ახალი ალბომისთვის ორი სიმღერის მომზადება. გარდა ამისა, იგი კვლავ შეუერთდა Brand X-ს და მათი ტურნეს ფარგლებში დასარტყმელ საკრავებზე უკრავდა, ხოლო ალბომზე Product იმღერა სიმღერებში „Don't Make Waves“ და „Soho“.[36] მან აგრეთვე, პიტერ გებრიელთან ერთად, იმუშავა რობერტ ფრიპის ალბომზე Exposure. ამ დროისთვის, როდესაც ენტონი ფილიპსმა 1979 წელს გამოუშვა Sides, ჯენესისის ყველა მიმდინარე და ყოფილი მონაწილე ალბომებს იწერდა ან სხვა ჯგუფებში მუშაობდა.
ჯგუფის სამი წევრი სტუდიაში დაბრუნდა 1979 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. ახალი ალბომი, Duke (1980), ძირითადად წარმოიშვა სოლო მასალიდან. ჯგუფი უფრო მეტად სოლო პროექტების გაერთიანებად იქცა. ასეთი გადანაწილების შედეგად კოლინზის Motown/რიტმ-ენდ-ბლუზური გავლენა იგრძნობოდა, რომელიც არ ჩანდა წინა ალბომებში. Duke იყო ნამდვილი ცვლილება, 1970-იანი წლების პროგრესული როკის ჟღერადობიდან 1980-იანების პოპ-მუსიკამდე.[19] დრამ მანქანის გამოყენება იქცა პოპულარულ ელემენტად ჯენესისის შემდგომ, ისევე, როგორც კოლინზის სოლო ალბომებზე. პირველად მან გაიჟღერა Duke-ში შეტანილ Duchess-ში. უფრო მეტად კომერციული Duke მეინსტრიმულმა მედია საშუალებებმა დადებითად მიიღეს. იგი იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად, ხოლო საკონცერტო გამოსვლებისას პოპულარობა შეიძინეს სიმღერებმა „Misunderstanding“ და „Turn It On Again“. მანქანები, გამოყენებული დასარტყმელი საკრავების ხმების იმიტირებისთვის, აგრეთვე მოხვდა ენტონი ფილიპსის 1981 წლის ალბომში 1984.
Duke-ს მოჰყვა Abacab (1981), რომელშიც შეტანილია თანამშრომლობა Earth, Wind & Fire-ის ჩასაბერების სექციასთან, კომპოზიციაში „No Reply at All“. ალბომის რეპეტიციები გაიმართა სტუდიაში The Farm, რომელიც ჯგუფმა იმ პერიოდში სურეიში ააშენა (მომავალში აქ ჩაიწერა ჯენესისის ყველა ალბომი). ალბომში გამოყენებული დასარტყმელი საკრავების ისეთი ჟღერადობა, რომ მასალა ჟღერდა, როგორც კონცერტზე შესრულებული. მსგავსი ტექნიკა უკვე იყო გამოყენებული პიტერ გებრიელის მიერ სიმღერაში „Intruder“. ფილ კოლინზმა იგი Face Value-ში ჩართო, ხოლო ჯენესისისთვის მასზე პროდიუსერი ჰიუ პეჯემი მუშაობდა.[37] ამ პერიოდში ტურნე Abacab-ზე პირველად იქნა გამოყენებული Vari-Lite-ის განათების სისტემა, რომელიც ჯგუფმა და მისმა მენეჯმენტმა სპეციალურად შეუკვეთეს.
1982 წელს ჯენესისმა გამოსცა ორმაგი საკონცერტო ალბომი Three Sides Live. გრამფირფიტის ამერიკული ვერსია შედგება საკონცერტო მასალის სამი მხარისგან და სტუდიური მასალისგან, რომელშიც შეტანილია „Paperlate“, ჩაწერილი კვლავ Earth, Wind and Fire-ის საყვირებით. ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სტუდიურ მასალას დაემატა მეოთხე მხარე, წინა ტურნეების საკონცერტო მასალით. 1982 წელი დასრულდა გებრიელის მიერ ორგანიზებული კონცერტით Six of the Best, რომელიც გებრიელის WOMAD-ის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა. კონცერტში მონაწილე ჯენესისს შეუერთდნენ გებრიელიც და სტივ ჰეკეტიც.[38] ჰეკეტმა, ჩამოსულმა სამხრეთ აფრიკიდან, დაუკრა ორ სიმღერაში, „I Know What I Like (in Your Wardrobe)“ და „The Knife“.
1983 წლის Genesis იქცა ჯგუფის რიგით მესამე ბრიტანულ #1 ალბომად. მასში შეტანილია რადიო ჰიტები „Mama“ და „That's All“. სიმღერა „Just a Job to Do“ მოგვიანებით გამოყენებული იქნა ABC-ის 1985 წლის სერიალში „The Insiders“. ალბომის უკანასკნელი სინგლი იყო „Taking It All Too Hard“, რომელიც ალბომებზე ორიენტირებული როკ-რადიოსადგურების ეთერში მოხვდა და შემდეგი 20 წლის განმავლობაში სხვა ტიპის სადგურებიც მოიცვა. ალბომს მსოფლიო წარმატება ხვდა წილად.
1984 წელს გებრიელმაც, რეზერფორდმაც და კოლინზმაც ფილმისთვის „ყოველგვარი უცნაურობის მიუხედავად“ ჩაწერეს სიმღერები, ხოლო ტონი ბენქსმა დაიწყო ალბომზე Soundtracks მუშაობა. 1985 წელს რეზერფორდმა, სხვა მუსიკოსებთან ერთად, ჩამოაყალიბა ჯგუფი Mike + The Mechanics, ხოლო ჰეკეტმა სტივ ჰაუსთან ერთად - GTR.
პოპულარობის პიკი და კოლინზის წასვლა (1985–1996)
ჯენესისის ყველაზე გაყიდვადი ალბომი, Invisible Touch გამოვიდა 1986 წელს, როდესაც კოლინზის სოლო კარიერის პოპულარობა პიკური იყო. ალბომიდან გამოიცა ხუთი სინგლი, მოხვედრილი აშშ-ის საუკეთესო ხუთეულში - „Throwing It All Away“, „In Too Deep“, „Tonight, Tonight, Tonight“, „Land of Confusion“ და „Invisible Touch“. სასათაურო სიმღერა მოხვდა აშშ-ის ჩარტების #1 პოზიციაზე, ხოლო ბრიტანეთში მე-15 ადგილზე შეჩერდა. 1986 წლის სექტემბერში ჯენესისმა „Throwing It All Away“ შეასრულა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესში.[39] შემდგომი ტურნეს უკანასკნელ ეტაპზე, 1987 წლის ივლისში, ჯენესისი იქცა პირველ ჯგუფად, რომელმაც უემბლიზე ჩაატარა ზედიზედ ოთხი ბოლომდე გაყიდული კონცერტი.[40] იგი აგრეთვე იყო პირველი შემსრულებელი, რომელმაც გამოიყენა ტექნოლოგია Vari-Lite[41] და ამჟამად სასტადიონი როკ-კონცერტების სტანდარტად ქცეული ხმოვანი სისტემა Prism.
იმავე წლის დასაწყისში გადაცემაში Spitting Image კოლინზმა იხილა საკუთარ თავზე პაროდია. ეს იყო ბრიტანული სატირული სატელევიზიო, რომელშიც თოჯინები ასახავდნენ პოლიტიკოსებსა და ზოგადად, პოპულარულ ადამიანებს. მას იმდენად მოეწონა ასეთი ასახვა, რომ შოუს შემქმნელებს, პიტერ ფლაკსა და როჯერ ლოუ შესთავაზა სიმღერის „Land of Confusion“ ვიდეოზე მუშაობა. ვიდეო წარმოადგენდა ირონიულ კომენტარს ცივი ომის შესახებ. მასში ნათლად იყო ასახული თეორია, თითქოს პოლიტიკოსებს უხარიათ ბირთვული იარაღის მართვის ღილაკის გამოყენება. გარდა ბენქსის, კოლინზისა და რეზერფორდისა, ვიდეოში სუპერმენის ფორმაში გამოწყობილი რონალდ რეიგანის თოჯინა გამოჩნდა. 1987 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე ეს ნამუშევარი ნომინირებული იყო წლის ვიდეოს კატეგორიაში, მაგრამ დამარცხდა პიტერ გებრიელის „Sledgehammer“-თან.[42] გრემის 30-ე ყოველწლიური დაჯილდოებაზე მან საუკეთესო კონცეპტუალური ვიდეოს ჯილდო მიიღო.[43]
„Tonight, Tonight, Tonight“ გამოყენებული იქნა Michelob-ის რეკლამაში (ისევე, როგორც კოლინზის „In the Air Tonight“), ხოლო „In Too Deep“ - ფილმში „მონა ლიზა“.[25] ინსტრუმენტული „The Brazilian“ მოხვდა ანიმაციურ ფილმში „როდესაც ქარი ქრის“, რომელშიც აგრეთვე როჯერ უოტერსის მუსიკა ჟღერს. ეს ინსტრუმენტული კომპოზიცია აგრეთვე მთლიანად ჟღერდა სერიალის Magnum P.I. ეპიზოდში „Unfinished Business“. 1988 წლის Prince's Trust-ის 1988 წლის კონცერტზე, რომელიც როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართა, კოლინზმა და გებრიელმა პირველად დაუკრეს ერთად, 1982 წლის შემდეგ. კოლინზი მთლიანი შოუს განმავლობაში ბენდის დრამერი იყო, ხოლო გებრიელმა შეასრულა „Sledgehammer“. 2007 წლის სექტემბრისთვის მათ ერთმანეთთან აღარ დაუკრავთ, თუმცა 2002 წელს გებრიელის საქორწინო ცერემონიისას გამოვიდნენ.
ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ჯენესისი დაბრუნდა 1991 წლის ალბომით We Can't Dance, რომელიც მათთან კოლინზის უკანასკნელი სტუდიური ალბომი იყო. მასში შეტანილი იქნა ჰიტებად ქცეული სიმღერები „Jesus He Knows Me“, „I Can't Dance“, „No Son of Mine“, „Hold on My Heart“, „Tell Me Why“ და „Never a Time“ (მხოლოდ აშშ სინგლი), ისევე, როგორც უფრო ხანგრძლივი პიესები, „Driving the Last Spike“ და „Fading Lights“. ალბომის პროდიუსერია ნიკ დეივისი. მასში აგრეთვე შეტანილია „Since I Lost You“, რომელიც კოლინზმა მიუძღვნა ერიკ კლეპტონის დაღუპული შვილის, კონორის ხსოვნას. 1993 წელს We Can't Dance ნომინირებული იქნა ბრიტანული მუსიკის ჯილდოზე, საუკეთესო ბრიტანული ალბომის კატეგორიაში.[44] 1993 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე, რომელიც 25 იანვარს გაიმართა, ჯენესისმა მიიღო ჯილდო საუკეთესო პოპ/როკ ჯგუფის ან დუეტის კატეგოიაში.[45]
1996 წლის მარტში კოლინზმა ჯენესისი დატოვა. მიზეზების დასახელებისას მან განაცხადა: „ვგრნობძი, რომ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში მიმართულება უნდა შემეცალა. ამჟამად დავკავდები ფილმები, ჯაზური პროექტებისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი სოლო კარიერის მუსიკით. ჯენესისში მომავალში ბიჭებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ საუკეთესო მეგობრებად დავრჩებით.“ [46]
უილსონის მიერ კოლინზის ჩანაცვლება, ჰეკეტის Genesis Revisited და Calling All Stations (1996–98)
რეზერფორდმა და ბენქსმა განაგრძეს ჯგუფის სახელით გამოსვლა. თუმცა, სჭირდებოდათ რამდენიმე მონაწილე, ვინაიდან ჯგუფმა დაკარგა არა მხოლოდ კოლინზი, არამედ დერილ სტერმერიც და ჩესტერ თომპსონიც. სტერმერი მუშაობდა ფილ კოლინზთან ერთად, მის ალბომზე Dance into the Light და ტურნეებშიც უკრავდა. ტონი ბენქსთან ერთად მან უკანასკნელად Strictly Inc-ზე იმუშაა. თომპსონმა მოითხოვა ჯგუფის სრული წევრობა, რაზეც უარი მიიღო, ამიტომ 19 წლიანი ასოცირება ჯენესისთან დაასრულა. თუმცა, მან იმუშავა სტივ ჰეკეტის ალბომზე Genesis Revisited და შემდგომ ტურნეზე, რომლის ერთ-ერთი კონცერტი მოხვდა DVD-ზე. The Tokyo Tapes. საბოლოოდ, ჯენესისის ახალ ალბომზე დასარტყმელი საკრავების პარტიები განაწილდა ნირ ზიდკიაუს (ისრაელი, სესიური დრამერი) და ნიკ დ'ვირგილიოს (Spock's Beard) მიერ.[10] შესამჩნევი იყო განსხვავება მათი დაკვრის სტილებს შორის - დ'ვირგილიო უფრო ნაზად უკრავდა, ხოლო ზიდკიაუ - საკმაოდ მძიმედ.
ვოკალისტის პოზიციაზე მოსმენები უკანასკნელ ეტაპზე გაიარა ორმა მომღერალმა. ესენი იყვნენ დეივიდ ლონგდონი და ჯგუფ სტილტსკინის ყოფილი ვოკალისტი რეი უილსონი.[47] უილსონი 1997 წლის ივნისში გახდა ჯენესისის ახალი წამყვანი ვოკალისტი. ვოკალისტის ძიებისას ჯგუფის კრიტერიუმზე საუბრისას ბენქსმა აღნიშნა: „გვჭირდებოდა პიროვნება, რომელიც რამდენიმე ფუნქციას შეასრულებდა - ჩვენ მიერ დაწერილ მუსიკასთან ერთად იმპროვიზაციებს შეასრულებდა და სხვა სირთულეებს გადალახავდა, ისევე, როგორც ჯგუფს წარმართავდა.“ უილსონი უმალვე ჩაერთო სიმღერების შექმნის პროცესში. მას მისცეს რამდენიმე უკვე დაწერილი სიმღერა, ხოლო სტუდიაში მუშაობის შედეგად, როგორც თანაავტორი, მითითებული იქნა სამის თანაავტორად.[48]
1997 წელს გამოსული Calling All Stations ევროპაში წარმატებით იყიდებოდა, ხოლო სიმღერა „Congo“ ბრიტანეთში 29-ე პოზიციამდე ავიდა. მსგავსი წარმატება ალბომს ამერიკაში არ ჰქონია, სადაც იგი ბილბორდის 50-ეულშიც ვერ მოხვდა. 1997-1998 წლებში ჯენესისმა გამართა ტურნე ევროპაში. ბენქსს, რეზერფორდსა და უილსონს მის ფარგლებში შეუერთდნენ ზიდკიაუ და გიტარისტი ენტონი დრენანი, რომელიც მანამდე მუშაობდა პოლ ბრეიდისთან და The Corrs-თან. დაგეგმილი ამერიკული ტურნე არ გაიმართა ალბომების სუსტი გაყიდვების გამო. ამის შემდეგ ჯენესისმა უილსონი განუსაზღვრელი ვადით გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები კვლავ ურთიერთობდნენ. 2007 წლის აპრილის ინტერვიუში უილსონმა გამოხატა უკმაყოფილება თავისი გაშების გამო - „სიჩუმეში სიკვდილს ჰგავდა“. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ნანობდა ჯგუფში გატარებულ დროზე, თავს არაკომფორტულად გრძნობდა, როგორც „მუშა კლასის“ ადამიანი უფრო მნიშვნელოვან ბენქსთან და რეზერფორდთან შედარებით. მან აგრეთვე თქვა, რომ კოლინზის ერთ-ერთმა თანაშემწემ უამბო, რომ ფილს „არ სიამოვნებდა, რომ ჯგუფი განაგრძობდა არსებობას“.
ნაწილობრივი გაერთიანებები და შესვენება (1998–2005)
1998 წელს ბენქსი, კოლინზი, გებრიელი, ჰეკეტი, ფილიპსი, რეზერფორდი დ სილვერი შეიკრიბნენ ფოტო სესიისთვის და ახალი ყუთის, Genesis Archive 1967–75 გამოცემისთვის. 1999 წელს ბენქსმა, კოლინზმა, გებრიელმა, ჰეკეტმა და რეზერფორდმა გამოუშვეს სიმღერის „The Carpet Crawlers“ ახალი ვერსია, რომელიც შევიდა კრებულში Turn It On Again: The Hits. 2000 წლის 21 სექტემბერს კოლინზმა, ბენქსმა და რეზერფორდმა მუსიკალური მენეჯერების ფორუმზე ტონი სმითის პატივსაცემად შეასრულეს „I Can't Dance“, „Invisible Touch“, „Follow You, Follow Me“ და „Turn It On Again“.[49] ორიგინალური წევრების დიდი ნაწილი მონაწილეობდა ორი საარქივო თუთის შედგენაში. ამავე პერიოდში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი The Genesis Songbook, რომელშიც ჰეკეტმა, კოლინზმა, რეზერფორდმა და ბენქსმა აკუსტიკურად შეასრულეს ჯენესისის სხვადასხვა პერიოდის სიმღერები.
გაერთიანება და მომავალი (2006-დღემდე)
გაერთიანების შესახებ მრავალი ჭორის შემდეგ ბენქსმა, კოლინზმა და რეზერფორდმა 2006 წლის 7 ნოემბერს ტურნეს Turn It On Again ჩატარების შესახებ გამოაცხადეს - ჯგუფის ჩამოყალიბებიდან თითქმის 40 წლის თავზე. ტურნე ჩატარდა 2007 წლის ზაფხულში და მოიცვა ევროპის 12 ქვეყანა, რასაც მოჰყვა მეორე ეტაპი, ჩრდილოეთ ამერიკაში. ტრიო თავდაპირველად აპირებდა გებრიელის და ჰეკეტის მონაწილეობით The Lamb Lies Down on Broadway-ს დადგმას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გებრიელი ძირითადად თანახმა იყო, მაგრამ ამისთვის თარიღები ვერ შეარჩია. 2012 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ Rolling Stone-ში წარმოდგენილი იყო ინტერვიუ სტივ ჰეკეტთან, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ჯგუფი ძირითადად თანახმა იყო The Lamb Lies down On Broadway-ის შესრულებაზე, მაგრამ გებრიელმა ინტერესი სწორედ მაშინ დაკარგა.[50] მოგვიანებით კოლინზი ამბობდა: „პიტერი ოდნავ სერიოზულად აღიქვამს დაბრუნებას იმასთან, რაც ძირფესვიანად მხოლოდ ხალისია“.[51] ჰეკეტი თანახმა იყო მონაწილეობაზე, მაგრამ ამის გებრიელის გარეშე გაკეთება არ სურდა.[52] ამიტომ კოლინზს, ბენქსს და რეზერფორდს კვლავ სტერმერი და თომპსონი შეუერთდნენ.
2007-2008 წლებში ჯგუფი და მისი პროდიუსერი, ნიკ დეივისი, მუშაობდნენ მთლიანი სტუდიური და ოფიციალური საკონცერტო ალბომების (გარდა From Genesis to Revelation-ის) 5.1 და ახალ სტერეო მიქსებად გადაყვანაში. ყოველი ალბომი საბოლოოდ წარმოდგენილი იქნა ორმაგი დისკის სახით, რომელშიც შეტანილი იქნა მრავალარხიანი ჰიბრიდული Super Audio CD-ები, ისევე, როგორც DVD-Video გამოცემები DTS 24bit/96K და Dolby Digital 24bit/48K 5.1 აუდიო არხებით. DVD-ებს აგრეთვე ახლავს დამატებები - ოფიციალური მუსიკალური ვიდეოები, საკონცერტო გამოსვლები, სატელევიზიო ჩანაწერები, ტურნეს პროგრამები და ახალი ინტერვიუები, რომლებშიც ჯგუფის წევრები დეტალებში განიხილავენ თითოეული ალბომის შექმნას (აშშ-სა და კანადაში გამოიცა ჩვეულებრივი CD-ები და არა SACD ჰიბრიდები). ეს რემასტერები გამოვიდა სამი სხვადასხვა ყუთის სახით - Genesis 1976–1982 (მაისი, 2007), Genesis 1983–1998 (ოქტომბერი, 2007) და Genesis 1970–1975 (ნოემბერი, 2008). თითოეული ალბომი ცალკე სახითაც იყიდებოდა. თითოეულ ყუთს მოჰყვებოდა დამატებითი დისკი ამა თუ იმ პერიოდის იშვიათი ჩანაწერებით.
2007 წლის 12 მაისში ჯგუფი აღინიშნა VH1-ის როკ-მუსიკის მეორე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც აგრეთვე განსაკუთრებული პატივით აღნიშნეს ოზი ოსბორნი, Heart და ZZ Top. ცერემონიაზე მათ მიერ შესრულდა „Turn It On Again“, „No Son of Mine“ და „Los Endos“, ხოლო ჯგუფმა Keane დაუკრა „That's All“.[53] 2007 წლის 11 ივნისს ჰელსინკიში ჯგუფის ტურნე Turn It On Again ოფიციალურად დაიწყო, რასაც მოჰყვა 50-ზე მეტი კონცერტი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დანიაში, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და კანადაში. გერმანიის კონცერტი ევროპასა და ბრიტანეთში რამდენიმე კინოთეატრში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 2007 წლის 7 ივლისს ჯგუფი გამოვიდა ლონდონში, Live Earth-ზე, კონცერტების სერიაზე, რომელიც უპირისპირდებოდა გლობალური დათბობის პრობლემებს.[54]
2007 წლის აგვისტოს ინტერვიუდან კოლინზისგან ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის მიერ ახალი ალბომის ჩაწერა გამორიცხული იყო, ვინაიდან ამისთვის არ იყო დრო და შთაგონება.[55] თუმცა 22 აგვისტოს ბენქსმა განაცხადა: „სამივე ვცდიდით და ვნახავდით, რა იქნებოდა.“ [56]
2 ოქტომბერს Starbucks-მა გამოუშვა კრებული Genesis: 14 From Our Past, რომელშიც შეტანილი იქნა თითო სიმღერა ჯგუფის ყველა ალბომიდან, Trespass-იდან მოყოლებული - გარდა Nursery Cryme-ის. ჯგუფმა გამოუშვა Live over Europe 2007 - ტურნეს შემაჯამებელი ალბომი, რომელშიც შეტანილი იქნა სიმღერები სხვადასხვა კონცერტიდან. გარდა ამისა, ლეიბლ The Music-ის მიერ გამოიცა ყოველი შოუს აუდიო ჩანაწერები პულტიდან.[57] DVD-ის სახით 26 მაისს გამოვიდა 2007 წლის 14 ივლისს რომის Circo Massimo-ში გამართული ვიდეო, When in Rome 2007.
კრებულის Genesis: 1970–1975 აღსანიშნავ ინტერვიუში ტონი ბენქსი საუბრობდა, რომ ჯგუფს სურდა გებრიელთან და ჰეკეტთან გაერთიანება. მან განაცხადა: „ამის შესახებ 'არასოდეს' არ გვითქვამს. მე ვიცი, რომ ფილს ფრიად ესიამოვნება მხოლოდ დრამზე დაკვრა, მისთვის ეს სახალისო იქნება. მაიკი და მე სიამოვნებით გავაკეთებდით ამას. მე ვიცი, რომ სტივსაც (ჰეკეტს) სურს. მე ვფიქრობ, ეს უფრო პიტერზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე სხვაზე.“ თუმცა, კოლინზმა სხვადასხვა ინტერვიუში განაცხადა, რომ სამედიცინო პრობლემების გამო დასარტყმელი საკრავებზე ვეღარ დაუკრავდა. „50 წლის განმავლობაში დაკვრის შემდეგ, უნდა შევჩერებულიყავი. მალების გამო ზურგის ტვინი მიზიანდება, იმ პოზაში, რომელშიც ვუკრავ. ეს დაკვრის წლებმა მოიტანა. ჯოხებს ტკივილის გარეშე ვერც ვიკავებ, ხელმზე ჯოხების მიმაგრება დამჭირვებია.“[58]
2009 წლის 10 სექტემბერს კოლინზმა ჯენესისის ოფიციალური საიტზე გზავნილის გამოქვეყნებითბ განაცხადა, რომ 2007 წლის ტურნეს Turn It On Again მსვლელობისას კისრიდან ამოუვარდა ხერხემლის მალი და ოპერაცია დასჭირდა. ტრავმა და შედეგად ჩატარებული მკურნალობა იქცა იმის მიზეზად, რომ მას აღარ შეეძლო დასარტყმელებსა თუ ფორტეპიანოზე დაკვრა. მიუხედავად ამისა, მან განაცხადა, რომ შესაძლოა, წლების შემდეგ სიტუაცია შეცვლილიყო.
2009 წლის 21 სექტემბერს გამოვიდა Genesis Live 1973–2007, შემდეგი ბოქს-სეტი რემასტერების სერიიდან, რომელშიც შეტანილი იქნა 5.1 მოცულობითი ჟღერაობის მქონე Genesis Live და Seconds Out, ისევე, როგორც Three Sides Live და The Way We Walk - მხოლოდ სტერეო ვერსიების სახით. 2009 წლის 23 ნოემბერს გამოვიდა DVD კრებული Genesis Movie Box 1981–2007, რომელშიც შეტანილი იქნა 1981-1992 წლებში გადაღებული საკონცერტო ფილმები.
2009 წლის 30 ოქტომბერს გამოსულ სტივ ჰეკეტის ალბომის Out of the Tunnel's Mouth ჩაწერაში მონაწილეობდა ენტონი ფილიპსი, რომელმაც დაუკრა სიმღერებში „Sleepers“ და „Emerald and Ash“.
2010 წლის 15 მარტს ჯენესისი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ისინი შეიყვანა Phish-ის გიტარისტმა ტრეი ანასტასიომ. ცერემონიას ესწრებოდნენ კოლინზი, ბენქსი, რეზერფორდი და ჰეკეტი, თუმცა პიტერ გებრიელი მას ვერ დაესწრო, ალბომთან Scratch My Back დაკავშირებული ტურნესთვის მომზადების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჯენესისს ცერემონიაზე არაფერი დაუკრავს, Phish-მა შეასრულა „Watcher of the Skies“ და „No Reply at All“.
2010 წლის სექტემბერში ბილბორდთან საუბრისას კოლინზი ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებდა ჯენესისის მომავალს. „მე ვფიქრობ, ჯენესისი აღარ არსებობს. მე ვერ ვხედავ თავს ჯენესისის მომავალ შოუებზე. არა იმიტომ, რომ არ მომწონს ან არ მსურს. უბრალოდ არ ჯდება ჩემს ცხოვრებაში. გარდა ამისა, მე ფიზიკურად ვეღარ ვუკრავ დასარტყმელი საკრავებზე. ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, ახლა კი ჩემი ცხოვრების სხვა მხარით ვტკბები.“[59]
ოჯახური გარემოებების მითითებით, კოლინზმა 2011 წლის 4 მარტს განაცხადა, რომ მუსიკალური კარიერა დაასრულა.[60]
Rolling Stone-თან 2011 წლის 27 სექტემბრის ინტერვიუში პიტერ გებრიელმა განაცხადა, რომ ჯგუფის კლასიკური შემადგენლობის გაერთიანება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ იმედი ძალიან მცირეა. „ვერ ვიტყოდი, რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ამაზე სანაძლეოს ვერ დავდებთ...თუ იმას აკეთებ, რითაც საზრდოობ, მაშინ ყველაზე ბედნიერი ხარ.“ [61] ჯენესისის მომავლის შესახებ BBC Breakfast-ის ეთერში 2012 წლის 4 მაისს საუბრისას ტონი ბენქსმა თქვა „ვფიქრობ, ალბათ, ამას აღარ გავაკეთებთ. კერძოდ, ფილი სხვა საქმით დაკავდა. ის უკანასკნელი ტურნე სამი ან ოთხი წლის წინ ერთგვარი დამშვიდობების სახით ჩავატარეთ. მისი ჩანაფიქრი ეს იყო.“[62] იგივე შოუში, 2012 წლის 24 ოქტომბერს, სტივ ჰეკეტმა განაცხადა: „ამაზე გვისაუბრია და მე ყოველთვის თანახმა ვარ.“ [62]
ჯენესისმა მიიღო ცხოვრებულის მიღწევების ჯილდო 2012 წლის სექტემბერში, ყოველწლიურ პროგრესული მუსიკის დაჯილდოებაზე. საპრეზენტაციო საღამოს, 5 სექტემბერს ესწრებოდნენ ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი და სტივ ჰეკეტი, რომლებმაც ეს ჯილდო ჯგუფის სახელით მიიღეს.[63][64][65]
2012 წლის 22 ოქტომბერს ჰეკეტმა გამოუშვა ალბომი Genesis Revisited II, მისი ჯენესისში წევრობის პერიოდის 17 სიმღერით. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა ფილ კოლინზის შვილი საიმონ კოლინზი (ჯგუფი Sound of Contact), რომელმაც იმღერა „Supper's Ready“-ს სექციაში „Apocalypse in 9/8“. Rolling Stone-თან ჯგუფის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას ჰეკეტმა განაცხადა: „ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან საეჭვო. ყოველთვის თანახმა ვიყავი. მე უარის მთქმელი არ ვარ.“ [65]
2013 წელს კოლინზმა გერმანულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაბრუნებაზე ფიქრობს: „ვფიქრობ ახალი რამის გაკეთებაზე“. მან აგრეთვე განაცხადა, რომ შესაძლოა, დაბრუნდეს ჯენესისის წევრის სახით. „შეიძლება რამდენიმე კონცერტზე დაკვრა, ჯენესისთან. ყველაფერია შესაძლებელი. ვიმოგზაურებდით ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკაში. იქ ჯერ არ ვყოფილვართ.“[3][66]
Rolling Stone-თან 2013 წლის დეკემბერში საუბრისას პიტერ გებრიელმა განმარტა ჯენესისთან გაერთიანების შესაძლებლობა. „გამორიცხული არასოდეს ყოფილა. თუმცა, ვცდილობ, წარმოვიდგინო, როდის იქნება ჩემი საქმიანობების სიაში ყველაზე უპირატესი.“[67] 2013 წლის 21 აგვისტოს ინტერვიუში ტრეი ანასტასიომ განაცხადა, რომ იმედოვნებდა, რომ გებრიელი The Lamb Lies Down On Broadway-ს Phish-თან ერთად ჰელოუინის დღესასწაულზე, ატლანტიკ-სიტის Boardwalk Hall-ში შეასრულებდა. „პიტერ გებრიელ, ჩვენ შენი ჯგუფი ვართ.“[68]
2013 წლის 29 ოქტომბერს სტივ ჰეკეტმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი Genesis Revisited: Live at Hammersmith, რომელშიც შეტანილია კონცერტი ტურნედან Genesis Revisited II. საკონცერტო ტურნეს დროს, გლაზგოში, მან და რეი უილსონმა ერთად შეასრულეს „The Carpet Crawlers“ და „Entangled“. 2014 წლის მარტში სტივ ჰეკეტმა განაგრძო ტურნე და სიმღერების სიას დაამატა „Lillywhite Lilith“, „The Knife“ და „Squonk“.
პიტერ გებრიელი სოლო შემსრულებლის სახით კრის მარტინის მიერ 2014 წლის 12 აპრილს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ცერემონიის შემდეგ, ჯენესისის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას მან განაცხადა: „მე არასოდეს ვამბობ არასოდეს. უკანასკნელად ეს არ მომხდარა. ვფიქრობ, მცირე შანსი არსებობს, მაგრამ არ მგონია, რომ იგი დიდია.“[69]
2014 წლის შემოდგომაზე გამოდის BBC-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ჯგუფის შესახებ, Together And Apart, გებრიელის, რეზერფორდის, ბენქსის, კოლინზისა და ჰეკეტის მონაწილეობით.
მემკვიდრეობა
ჯენესისი ხშირად იქნა აღნიშნული, როგორც ჯგუფი, რომელმაც გავლენა იქონია პროგრესული როკის ჟანრზე და ჯგუფებზე, რომელთა შორის არიან Sound of Contact,[70] Spock's Beard,[71] Rush,[72] Marillion,[73] IQ,[74] Pendragon,[75] Pallas,[76] აირონ მეიდენი,[77] და Dream Theater.[78][79] Simple Minds-ის ვოკალისტ ჯიმ კერის ცხოვრებაში პირველი კონცერტი, რომელსაც იგი დაესწრო, იყო ტურნეს Foxtrot დროს. გამოსვლა მან აღწერა, როგორც „ყველაზე ძლიერი კონცერტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.“ [80] თავის შთაგონებად ჯენესისი აგრეთვე დაასახელა ჯგუფმა Elbow[81] and Coheed and Cambria.[82] არსებობს რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ჯენესისის სიმღერებს ასრულებს. აქედან აღსანიშნავია ReGenesis და The Musical Box. უკანასკნელი ცნობილია ჯენესისში პიტერ გებრიელის წევრობის პერიოდის კონცერტების სრული ვიზუალური ელემენტების ადაპტირებით და ორიგინალურ კომპოზიციების მაქსიმალურაც ზუსტი შესრულებით.
ფილ კოლინზი იყო პირველი შემსრულებელი, რომელმაც ჯენესისის სიმღერა სტუდიურ ალბომზე ქავერ-ვერსიის სახით წარადგინა. ეს იყო „Behind the Lines“, ალბომიდან Face Value.[83] კონცერტებზე ჯენესისის სიმღერებს ასრულებდნენ ჯგუფის სხვა წევრებიც. გებრიელი ასრულებდა სიმღერებს „The Lamb Lies Down on Broadway“ და „Back in NYC“. ჰეკეტი საკუთარ კონცერტებზე ხშირად ასრულებდა ჯგუფის სიმღერებს[25], ხოლო 2013-2014 წლებში ტურნეს Genesis Revisited II ფარგლებში ასრულებდა პროგრამას, რომელიც ძირითადად ჯენესისის სიმღერებისგან შედგებოდა. რეზერფორდი სიმღერას „I Can't Dance“ ასრულებდა ჯგუფთან Mike + The Mechanics ერთად. კოლინზი ჯენესისის სიმღერებს The Phil Collins Big Band-თან ერთად უკრავდა. რეი უილსონი ასრულებდა ჯგუფის ყველა პერიოდის სიმღერებს. გარდა ამისა, იგი ასრულებდა ჯგუფის წევრების სოლო კომპოზიციებსაც. დერილ სტერმერი ჯენესისის სიმღერებს საკუთარ კონცერტებზეც უკრავდა.
ჯეფ ბაკლის მიერ ჩაწერილი „Back in NYC“ გამოვიდა გარდაცვალების შემდგომ გამოცემულ 1998 წლის Sketches for My Sweetheart the Drunk-ზე. იგივე სიმღერა 2005 წელს სინგლის b-მხარეზე გამოსცა ჯგუფმა And You Will Know Us by the Trail of Dead. ბრაზილიურმა პაუერ მეტალ ჯგუფმა Angra „Mama“ 2002 წელს ჩაწერა. შვედურ მელოდიურ დეზ მეტალ ჯგუფ In Flames-ს ჩაწერილი აქვს „Land of Confusion“, ისევე, როგორც Disturbed-ს, ალბომზე Ten Thousand Fists. დისკო-პოპ ჯგუფ Alcazar-ს (შვედეთი) „Land of Confusion“-ს ფრაგმენტები შეტანილი აქვს სიმღერაში „This is the World We Live in“. Dream Theater-ს „Turn It On Again“ შეტანილი აქვს პოპურიში „The Big Medley“. 2007 წელს საიმონ კოლინზის მიერ გამოცემული იქნა „Keep It Dark“-ის ქავერ-ვერსია. იგი ჩაწერილია დეივ კერზნერთან ერთად. საიმონმა და დეივმა მოგვიანებით, ჯენესისის შთაგონებით ჩამოაყალიბეს პროგრესული როკ-ჯგუფი Sound of Contact. სტივ ჰეკეტის 2012 წლის ალბომზე Genesis Revisited II კოლინზი და კერზნერი ასრულებენ ვოკალურ და კლავიშებიანების პარტიებს.[84]
ჯგუფის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2010 წელს შეყვანისას ტრეი ანასტასიომ (Phish) ჯენესისის აღნიშნა საკუთარ თავზე მისი გავლენა. „მე მათ წინაშე მარად ვალში ვარ.“[85]
ჯენესისის საკონცერტო დადგმებმა გავლენა იქონიეს Cirque du Soleil-ზე. ვიქტორ პილონი, შოუების Midnight Sun და Delirium შემქმნელი ამბობდა: „ახალს არაფერს ვიგონებთ. ჯენესისი ამას წლების წინ აკეთებდა. ჩვენ უბრალოდ ახალ ტექნოლოგიას ვიყენებთ.“ [86]
გარეკანების გაფორმება
ჯგუფის ყდებზე გამოტანილი მხატვრული ნამუშევრები ხშირად ასახავს ალბომის სიმღერების შინაარს. პირველი ალბომის, From Genesis to Revelation შემთხვევაში ასე არის - მისი ყდა თავიდან ბოლომდე შავია და ახლავს გოთიკური შრიფტით შესრულებული წარწერები. სამი შემდგომი ალბომის გარეკანის ავტორია Charisma Records-ის გრაფიკოსი პოლ უაიტჰედი. დეტალურად დატვირთულია ალბომის Foxtrot გაფორმება. აქ არის: ქალის ტანსაცმელში ჩაცმული მელია (პოლ უაიტჰედი ამტკიცებდა, რომ ამ პერსონაჟის შთაგონება იყო ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერა Foxy Lady).[87]
ალბომის Selling England by the Pound გარეკანი ბეტი სუონვიკის მიერ იქნა დახატული. პიტერ გებრიელმა იხილა ორიგინალური ნახატი, რომელსაც The Dream ერქვა. მან სუონვიკს სთხოვა გარეკანის ალბომისთვის ოდნავ შეცვლა. სუონვიკმა ნახატს დაამატა გაზონის მთიბავი მამაკაცი, სიმღერიდან „I Know What I Like (In Your Wardrobe)“ [88]
მას შემდეგ, რაც უაიტჰედი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, ჯენესისმა ითანამშრომლა Hipgnosis-თან. მათ მიერ მომზადდა ალბომის The Lamb Lies Down on Broadway გარეკანი, რომელზეც გამოსახულია ალბომის პერსონაჟი რაელი, სხვადასხვა მოქმედებაში.
ალბომის A Trick of the Tail გაფორმებაში გამოყენებულია მისი სიმღერების პერსონაჟები. ალბომით Duke დაიწყო ახალი პერიოდი ჯენესისის გარეკანების გაფორმებაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მათ ქმნიდა Bill Smith Studios. ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ალბომის Invisible Touch გრაფიკაში გამოყენებულია სახელოსნოს Assorted Images ნამუშევრები. We Can't Dance-ის ხალისიანი სურათების ავტორია ფელისიტი ბოუერსი. Calling All Stations და Turn It On Again: The Hits ეკუთვნის დიზაინ სტუდიას Wherefore Art?.
შემადგენლობა
დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები
- From Genesis to Revelation (1969)
- Trespass (1970)
- Nursery Cryme (1971)
- Foxtrot (1972)
- Selling England by the Pound (1973)
- The Lamb Lies Down on Broadway (1974)
- A Trick of the Tail (1976)
- Wind & Wuthering (1976)
- ...And Then There Were Three... (1978)
- Duke (1980)
- Abacab (1981)
- Genesis (1983)
- Invisible Touch (1986)
- We Can't Dance (1991)
- Calling All Stations (1997)
ჯგუფის წევრების დისკოგრაფიები
- ტონი ბენქსის დისკოგრაფია
- ბილ ბრუფორდის დისკოგრაფია
- ფილ კოლინზის დისკოგრაფია
- ნიკ დ'ვირგილიოს დისკოგრაფია
- პიტერ გებრიელის დისკოგრაფია
- სტივ ჰეკეტის დისკოგრაფია
- ენტონი ფილიპსის დისკოგრაფია
- მაიკ რეზერფორდის დისკოგრაფია
- დერილ სტერმერის დისკოგრაფია
- ჩესტერ თომპსონის დისკოგრაფია
- რეი უილსონის დისკოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
- ჯენესისის ოფიციალური საიტი
- ჯენესისის მოყვარულთა საიტი
- ჯგუფისა და მისი წევრების დისკოგრაფია, დეტალური განხილვით დაარქივებული 2020-02-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ Perrone, Pierre (2009-04-20). „John Mayhew: Drummer who played with the fledgling Genesis on 'Trespass'“. London: The Independent. ციტირების თარიღი: 2013-05-13.
- ↑ Drewett, Michael; Hill, Sarah; Kärki, Kimi (2011) Peter Gabriel, From Genesis to Growing Up. Ashgate Publishing, გვ. 44. ISBN 0-7546-6521-6. , Extract of page 44
- ↑ 3.0 3.1 Phil Collins considering a return to music?.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Welch, Chris (1995). The Complete Guide to the Music of Genesis. London: Omnibus Press.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Neer, Dan (1985). Mike on Mike [interview LP], Atlantic Recording Corporation.
- ↑ Tracy, John. "And The Word Was ... GENESIS" genesis-path.net. Retrieved 15 March 2007.
- ↑ King, Jonathan. "In the Beginning". From Genesis to Revelation (sleeve notes). 1993 release
- ↑ Bob Carruthers, Genesis, The Gabriel Era – Uncensored on the Record, Coda Books Ltd, ISBN 1908538732, 9781908538734
- ↑ Cromelin, Richard. "Genesis: Short on Hair, Long on Gimmicks". Rolling Stone, 28 March 1974.
- ↑ 10.0 10.1 Ostrich, Michael "Genesis Frequently Asked Questions List Version 2.6". ProgScape Entertainment, 21 December 1998. Retrieved 23 March 2007.
- ↑ 11.0 11.1 World of Genesis website – John Burns interview. Worldofgenesis.com (2 July 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 21 July 2011.
- ↑ Welch (1995), p. 21
- ↑ "Some New York Times Reviews '72–'74" დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine. . genesis-path.net. Retrieved 23 March 2007.
- ↑ Malamut, Bruce. "Selling England by the Pound" დაარქივებული 2007-06-26 საიტზე Wayback Machine. . Crawdaddy, March 1974. Retrieved 23 March 2007.
- ↑ Bowler, Dray. "Genesis: A Biography". London: Sidwick & Jackson, 1992
- ↑ Rolling Stone Magazine October 22 2012 interview with Steve Hackett
- ↑ Welch, Chris. "Genesis: The Lamb Lies Down On Broadway". Melody Maker, 23 November. 1974.
- ↑ Thomson, 2004 p. 117
- ↑ 19.0 19.1 19.2 Mankowitz, Gered. "Help!". Mojo Magazine, April 2007.
- ↑ "Gabriel, Peter. "Out, Angels Out – an investigation" დაარქივებული 2007-06-18 საიტზე Wayback Machine. genesis-path.net, August 1975. Retrieved 23 March 2007.
- ↑ Welch, Chris. "Peter Gabriel Quits Genesis". Melody Maker, 23 August 1975.
- ↑ Phil Collins | Music Videos, News, Photos, Tour Dates, Ringtones, and Lyrics. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 21 July 2011.
- ↑ "Genesis Archive No. 2". Gelring Limited. Atlantic Recording Corporation, 2000,
- ↑ "Phil Collins". Golden Slumbers, 2005. Retrieved 23 March 2007.
- ↑ 25.0 25.1 25.2 25.3 Scott McMahan, The Genesis Discography, "The scattered pages of a book by the sea…" 1967–1996 დაარქივებული 2006-05-14 საიტზე Wayback Machine. , January 1998
- ↑ "An interview with Bill Bruford" დაარქივებული 2012-09-06 საიტზე Wayback Machine. . World of Genesis.com. Retrieved 23 March 2007.
- ↑ "Genesis – 29 June 1976 – Hamburg – PRRPGS-007". BB Chronicles. Retrieved 23 October 2012
- ↑ Gallo, Armando (1980). I Know What I Like. Los Angeles: D.I.Y Books, გვ. 161. ISBN 0-283-98703-0.
- ↑ Genesis. Inside Genesis 1975–1980. "Classic Rock Legends", 2004
- ↑ "Wind & Wuthering 1977 – Genesis Remember". g2online.co.uk. Retrieved 23 March 2007.
- ↑ RIAA Gold & Platinum database. RIAA. Retrieved 4 December 2011
- ↑ Knebworth House Rock Concerts: The Seventies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2006. ციტირების თარიღი: 25 October 2012.
- ↑ The 1978 Knebworth Concert @ www.ukrockfestivals.com. ციტირების თარიღი: 25 October 2012.
- ↑ "Madison Square Garden Center – Concerts and live performances". nyc-architecture.com. Retrieved 25 October 2012
- ↑ "Billboard 4 July 1992". p.8. Billboard. Retrieved 25 October 2012
- ↑ Brand X: Product Allmusic. Retrieved 4 December 2011
- ↑ Flans, Robyn. Classic Tracks: Phil Collins' "In the Air Tonight" დაარქივებული 2007-03-17 საიტზე Wayback Machine. . Mix, 1 May 2005. Retrieved 25 March 2007.
- ↑ "The 1982 Reunion Show Program Book".genesis-path.net. Retrieved 23 March 2007.
- ↑ 1986 MTV Video Music Awards დაარქივებული 2013-07-17 საიტზე Wayback Machine. MTV.com. Retrieved 4 December 2011
- ↑ "The Waiting Room Online". The Waiting Room, 2005. Retrieved 23 March 2007.
- ↑ "About Vari-Lite". vari-lite.com. Retrieved 23 March 2007.
- ↑ Peter Gabriel, 'Sledgehammer' (1986) – The 30 All-TIME Best Music Videos დაარქივებული 2012-02-28 საიტზე Wayback Machine. .Time. Retrieved 23 October 2012
- ↑ "30th Annual Grammy Awards". Grammy.com. Retrieved 24 October 2012
- ↑ "Genesis: The BRIT Awards" დაარქივებული 2014-10-24 საიტზე Wayback Machine. . Brits.co.uk. Retrieved 10 November 2012
- ↑ "20th American Music Awards". Rock on the Net. Retrieved 23 October 2012
- ↑ Darling, Linda; Silberstein, Scott. "Phil Quits Genesis!" დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine. . Entertainment Wire, 28 March 1996. Retrieved 23 March 2007.
- ↑ "David Longdon exclusive interview"
- ↑ Heatley, Michael. "Dotmusic Talent: GENESIS" (retrieved from the Internet Archive). Dotmusic, 1997. Retrieved 30 April 2007.
- ↑ "Genesis: Let There be Phil დაარქივებული 2007-08-08 საიტზე Wayback Machine. ". vh1.com. Retrieved 23 March 2007.
- ↑ Rolling Stone Magazine October, 22 2012
- ↑ "Press conference, 7 November 2006, Mayfair hotel, London დაარქივებული 8 January 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები ". genesis-news.com. Retrieved 23 March 2007.
- ↑ "[1]".
- ↑ Genesis in Las Vegas last night (VH-1 Rock Honors). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2014-05-27.
- ↑ "Genesis to participate in Live Earth" დაარქივებული 2008-08-12 საიტზე Wayback Machine. . Liveearth.org. Retrieved 25 March 2007.
- ↑ Haagsma, Robert (August 2007). „Turning It on Again“. Record Collector (339). pp. 24–26. ISSN 0261-250X.
- ↑ "Genesis keyboardist remembers Phil Collins' Cdn debut three decades ago". Canadian Press. 22 August 2007.
- ↑ Genesis Live 2007 Encore Series. Themusic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 21 July 2011.
- ↑ „I can never play the drums again, says Phil Collins“. Daily Mail. London. 10 September 2009.
- ↑ Latest Music News, Band, artist, Musician & Music Video News. Billboard. ციტირების თარიღი: 21 July 2011.
- ↑ Wardrop, Murray (3 March 2011). „Phil Collins calls time on music career“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 4 March 2011.
- ↑ Andy Greene. (27 September 2011) Peter Gabriel: Possibility of Genesis Reunion Is Slim | Music News. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 8 October 2011.
- ↑ 62.0 62.1 BBC Breakfast. Interview with Tony Banks. 4 May 2012
- ↑ „Genesis honoured at Progressive Music awards“. BBC News. 6 September 2012. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ „Prog award winners announced“. Planet Rock. 6 September 2012. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ 65.0 65.1 Rolling Stone, 22 October 2012
- ↑ Phil Collins hätte wieder Lust.
- ↑ Is Peter Gabriel's new album finished??. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-06. ციტირების თარიღი: 2014-06-14.
- ↑ Rolling Stone Magazine 21 August 2013
- ↑ Rolling Stone Music, Peter Gabriel on Genesis Reunion, 14 April 2014
- ↑ Simon Collins (Son of Phil Collins of Genesis) Launches New Progressive Rock Band, Sound of Contact. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-01. ციტირების თარიღი: 2014-06-15.
- ↑ Genesis fan site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-03. ციტირების თარიღი: 2014-06-15.
- ↑ Rush: Beyond the Lighted Stage. Rush: Beyond the Lighted Stage. ციტირების თარიღი: 27 July 2011.
- ↑ Interview: Steve Hogarth of Marillion. Mstation.org. ციტირების თარიღი: 17 January 2008.
- ↑ IQ: Peter Nicholls. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2012-02-16.
- ↑ Pendragon website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-21. ციტირების თარიღი: 2012-02-16.
- ↑ Interview with Graeme Murray in Classic Rock, March 2011, Issue 155.
- ↑ Run to the Hills, Mick Wall
- ↑ Bredius, Mark. Jordan Rudess News. Dream Theater – The Offici al Site. Dream Theater. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 17 January 2008.
- ↑ Interview of Jordan Rudess. Aux Portes Du Métal. ციტირების თარიღი: 17 January 2008.
- ↑ Kerr, Jim (14 May 2010). „Jim Kerr: My Six Favourite Albums“. The Express. ციტირების თარიღი: 14 April 2012.
- ↑ Laurence, Alexander. (March 2002) Elbow interview by Alexander Laurence. Freewilliamsburg: The Williamsburg, Brooklyn Based Culture Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 23 June 2013.
- ↑ Torreano, Bradley. Coheed and Cambria. AllMusic. ციტირების თარიღი: 21 July 2011.
- ↑ "Face Value – Phil Collins". Allmusic. Retrieved 23 October 2012
- ↑ Sound of Contact Progressive Rock Band Interview.
- ↑ „Abba receive Hall of Fame honour“. BBC News. 16 March 2010.
- ↑ Vlessing, Etan (March 2006). „Cirque du Soleil's 'Delirium'“. Amusement Business. 118 (5). p. 38. ISSN 0003-2344.
- ↑ Christopulos, Jim. "Paul Whitehead interview". vandergraafgenerator.co.uk. Retrieved on 23 March 2007.
- ↑ Gallo, Armando. I Know What I Like: The Evolution of a Rock Band.
|
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |
- რჩეული სტატიები
- Pages with image sizes containing extra px
- 1967 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფები
- 2007 წელს აღდგენილი ჯგუფები
- ჯენესისი
- არტ-როკ ჯგუფები
- გრემის ჯილდოს მფლობელები
- ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფები
- პიტერ გებრიელი
- ფილ კოლინზი
- ABC Records-ის შემსრულებლები
- Atco Records-ის შემსრულებლები
- Atlantic Records-ის შემსრულებლები
- Charisma Records-ის შემსრულებლები
- Decca Records-ის შემსრულებლები
- Impulse! Records-ის შემსრულებლები
- London Records-ის შემსრულებლები
- Vertigo Records-ის შემსრულებლები
- Warner Music Group-ის შემსრულებლები
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლები