Just a Job to Do

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Just a Job to Do“ — ჯგუფ ჯენესისის სიმღერა ალბომიდან Genesis. მაიკ რეზერფორდის თქმით, მოხდა ისე, რომ ამ სიმღერის მთავარ თემად იქცა იგივე, რაც მოგვიანებით იყო პიტერ გებრიელის შემოქმედების თემა, კერძოდ, მის სიმღერაში „We Do What We're Told“.

ჯგუფთან საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სიმღერა არის უბრალო ჯაშუშზე, რომელიც სადაზვერვო სამსახურებისათვის მუშაობს. ამას ხაზს უსვამს ალბომის გარეკანის ბუკლეტში ამ სიმღერის ტექსტის გასწვრივ გამოტანილი კომიქსის სტილის პერსონაჟი, რომელიც ჯაშუშს ჰგავს.

ჯგუფის მიერ სიმღერა კონცერტებზე არ შესრულებულა. 2011 წელს მას საკუთარ კონცერტებზე უკრავდა დერილ სტერმერი, ჯენესისის დამატებითი გიტარისტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]