The Mama Tour
Genesis Live – The Mama Tour | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
ვიდეო - ჯენესისი | ||||
გამოცემის თარიღი |
1985 (ვიდეოკასეტა) ნოემბერი 2009 (DVD) | |||
ჩაიწერა | თებერვალი 1984, ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 102:11 | |||
ლეიბლი | Virgin Records | |||
რეჟისორი | ჯიმ იუკიჩი | |||
ჯენესისის ვიდეოები – ქრონოლოგია | ||||
|
Genesis Live – The Mama Tour — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის 1984 წლის ვიდეო, რომელიც ასახავს იმავე წლის თებერვლის კონცერტს ბირმინგემის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში. ფილმის რეჟისორია ჯიმ იუკიჩი.
ვიდეოფილმში შეტანილი სიმღერების უმრავლესობა აღებულია ალბომიდან Genesis - „Mama“, „That's All“, „Illegal Alien“, „It's Gonna Get Better“ და ორნაწილიანი პიესა „Home by the Sea/Second Home by the Sea“.
ალბომიდან Abacab სრულდება სიმღერები „Keep It Dark“ და სასათაურო, Abacab. ამის გარდა, ჯგუფი უკრავს უფრო ადრეულ სიმღერებს, რომელთა ნაწილიც სიმღერების კომპილაციური ალბომის სახით სრულდება. იგივე ტიპის კრებული სრულდებოდა 1986-1987 და 2007 წლის ტურნეებზე.
ვიდეოფილმის გარეკანი დაფუძნებულია სინგლის „Mama“ და ალბომის Genesis ყდებზე.
Genesis Live - The Mama tour იყო ჯგუფის მეორე ოფიციალური ვიდეოფილმი, კონცერტის Three Sides Live შემდეგ. ფილმის DVD ვერსია გამოიცა კომპილაციის Genesis Movie Box 1981–2007 შემადგენლობაში.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Abacab
- That's All
- Mama
- Illegal Alien
- Home by the Sea
- Second Home by the Sea
- Keep It Dark
- It's Gonna Get Better
- In the Cage/The Cinema Show/...In That Quiet Earth/The Colony of Slippermen
- Afterglow
- Drum Duet
- Turn It On Again (Medley)
- DVD
- The Making Of The Mama Album
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯიმ იუკიჩის ვიდეოგრაფია დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine.