სტივ ჰეკეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივ ჰეკეტი

სტივ ჰეკეტი 2016 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1950 (1950-02-12) (74 წლის)
პიმლიკო, ლონდონი, ინგლისი
დაბ. ადგილი ლონდონი[1]
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
კლასიკური როკი
საქმიანობა ვოკალისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ჰარმონიკა, ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 1970 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Charisma, Camino, Charisma, Chrysalis (აშშ), Epic (აშშ), Lamborghini, Start, Wolfwork, Blue Plate/Caroline (აშშ), InsideOut
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Gibson Les Paul
საიტი hackettsongs.com
სტივ ჰეკეტი ვიკისაწყობში

სტივენ რიჩარდ ჰეკეტი (ინგლ. Stephen Richard "Steve" Hackett; დ. 12 თებერვალი 1950) — ბრიტანელი კომპოზიტორი და გიტარისტი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ჯენესისის წევრი, რომელშიც იგი უკრავდა 1970 - 1977 წლებში. 1977 წლის შემდეგ იგი წერს საკუთარ ალბომებს და მართავს სოლო-კონცერტებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეკეტი დაიბადა ლონდონში და სწავლობდა სლოუნის სკოლაში, ჩელსიში.

ბავშვობიდან მას ჰქონდა ინტერესი უამრავი ინსტრუმენტის მიმართ. თავდაპირველად, 12 წლამდე მისი გატაცება იყო ტუჩის ჰარმონიკა, მაგრამ 12 წლის ასაკიდან იგი დაინტერესდა გიტარით და დაიწყო აკორდების შესწავლა. იგი ცდებს ატარებდა გამებთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დადიოდა მასწავლებელთან. დიდი გავლენა მუსიკოსის გემოვნების ჩამოყალიბებაზე იქონიეს ბახის ნაწარმოებმა და მარიო ლანცას სიმღერებმა. მისივე თქმით, ყველაფერი, რაც დღემდე დაუწერია, მათი გავლენით არის შექმნილი.

კარიერის პირველი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეკეტი უკრავდა ორ ჯგუფში - Canterbury Glass და Sarabande. ორივე ჯგუფი უკრავდა როკ-მუსიკას პროგრესული როკის ელემენტებით. პირველად სტივის ჩანაწერი გამოიცა 1970 წელს - იმ პერიოდში იგი იყო ჯგუფ Quiet World-ის წევრი, რომელშიც მისი უმცროსი ძმა, ჯონ ჰეკეტი უკრავდა (ფლეიტა). ჯგუფმა გამოსცა ერთი ალბომი The Road და ჰეკეტმა დატოვა კოლექტივი.

გაზეთში მან განათავსა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მუსიკოსი ეძებს ჯგუფს, რომელშიც იგი დაუკრავს სტანდარტული მუსიკალური ფორმების ფარგლებს გარეთ გამავალ მუსიკას. ამით დაინტერესდა პიტერ გებრიელი, რომელიც დაუკავშირდა ჰეკეტს და მოიწვია ჯგუფში, ყოფილი გიტარისტის, ენტონი ფილიპსის მაგივრად. 1970 წლის დეკემბერში ჰეკეტი შეუერთდა ჯენესისს.

ჯენესისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენესისში ჰეკეტმა შექმნა საკუთარი ჟღერადობა, რომელიც გავრცელდა ჯგუფის მუსიკაზე და 70-78 წლების ჯენესისი აქცია უნიკალურ მოვლენად მუსიკალურ სამყაროში. სცენაზე ჰეკეტი არასოდეს იდგა - იგი ყოველთვის იჯდა სცენის მარცხენა მხარეს, სკამზე.

ჯენესისთან ერთად ჩაწერილი სტივის პირველი ალბომი იყო Nursery Cryme (1971). კომპოზიციები The Musical Box და The Return of the Giant Hogweed, ამ ალბომის ცენტრალური პიესები, აღსანიშნავია წინ წამოწეული სტივის სოლოებით. ჯენესისში ყოფნისას დაწერილი სხვა ცნობილი კომპოზიციებია: Firth of Fifth, Horizons, Dancing with the Moonlit Knight და Firth of Fifth.

1975 წელს მან, პირველმა ჯენესისის წევრებიდან, გამოსცა საკუთარი სოლო ალბომი Voyage of the Acolyte, რაც იმის აღსანიშნავი იყო, რომ ჰეკეტს აღარ ჰყოფნიდა ჯენესისის ფარგლები.

1977 წლის სტუდიური ალბომის Wind & Wuthering და ტურნეს შემდეგ მან დატოვა ჯენესისი, რადგანაც გრძნობდა, რომ ჯგუფში დარჩენილი რეზერფორდი, ბენქსი და კოლინზი უფრო მსუბუქი მუსიკისკენ იხრებოდნენ და თანდათან უარს ამბობდნენ ექსპერიმენტებზე. მან ჩაწერა მეორე ალბომი Please Don't Touch! (1978), რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო.

გაერთიანებები ჯენესისთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური შემადგენლობით, საკონცერტო მიზნით ჯგუფი შეიკრიბა მხოლოდ 1982 წელს, კონცერტისათვის, რომელშიც პიტერ გებრიელიც მონაწილეობდა.

1998 წელს, ჯენესისის იუბილე აღინიშნა ფოტო სესიითა და ერთობლივი სადილით. შეკრების მთავარი მიზეზი იყო კრებული Genesis Archive 1967–75, რომელშიც შეტანილი იქნა ჯგუფის საარქივო მასალა. ჰეკეტმა აგრეთვე ჩაწერა ახალი სოლო სიმღერისათვის The Carpet Crawlers, რომელიც ახალი მიქსის სახით გამოიცა 1999 წელს.

2006 წლის აპრილში კოლინზისგან ცნობილი გახდა, რომ 2005 წელს ჯგუფის ხუთივე წევრი კვლავ შეხვდა ერთმანეთს და განიხილა მომავალში ერთობლივი ტურნეს გამართვის შესაძლებლობა. 2006 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჯენესისი მართავს ტურნეს ისევ დერილ სტერმერთან და ჩესტერ თომპსონთან ერთად და გებრიელი/ჰეკეტი არ მონაწილეობენ ამ ტურნეში.

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე სოლო ალბომის Please Don't Touch! შემდეგ სტივმა გააგრძელა ექსპერიმენტები პროგრესული როკის ჟანრთან. შემდეგი ალბომები იყო Spectral Mornings და Defector. ორივემ წარმატებულად მოიარა აშშ და ბრიტანული ჩარტები. ევროპული ტურის შემდეგ სტივი დაუბრუნდა სტუდიას და ჩაწერა ალბომი Cured (1981). სტივი თავად გახდა იმ მოვლენის მსხვერპლი, რასაც გაურბოდა - მის ახალ ალბომში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის პოპ მუსიკა. აშშ-ში იგი წარუმატებელი იყო, მაგრამ ევროპამ მას დადებითი შეფასება მისცა.

1980-იანებში გამოიცა სტივის ალბომები Bay of Kings და Momentum, რომლებიც აგებული იყო გიტარაზე. ევროპულმა ტურნემ უამრავი მაყურებელი მოიზიდა, რაც უცნაური იყო მუსიკოსისათვის, რომელიც კლასიკურ გიტარაზე უკრავდა.

ამასთან, ჰეკეტი კვლავ განაგრძობდა პროგრესული როკის ჟანრში მუშაობას - ამაზე ნათლად მოწმობენ დისკები Cured (1981), Highly Strung (1982) და Till We Have Faces (1984). აქედან უკანასკნელში სტივის მუსიკას დაემატა ბრაზილიური პერკუსია.

1986 წელს მან შექმნა ჯგუფი GTR, რომელშიც სტივ ჰაუც უკრავდა. მათ გამოსცეს ალბომი, მაგრამ სტივი პარალელურად საკუთარ პროეტზეც მუშაობდა. ნეო კლასიკური მუსიკის გავლენით მან დაწერა ალბომი A Midsummer Night's Dream, რომელშიც კარგად გამოვლინდა მისი გიტარაზე დაკვრის ნიჭი.

სტივის ძმა ჯონ ჰეკეტი ეხმარებოდა მას რამდენიმე ალბომის ჩაწერაში და უკრავდა ფლეიტაზე. იგი ასევე უკრავს 2000 წლის დისკზე Sketches of Satie.

სოლო დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]