From Genesis to Revelation
From Genesis to Revelation | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
სტუდიური ალბომი - ჯენესისი | ||||||||||
გამოცემის თარიღი | მარტი, 1969 | |||||||||
ჩაიწერა | აგვისტო, 1968 | |||||||||
ჟანრი | არტ როკი | |||||||||
ხანგრძლივობა | 43: 25 | |||||||||
ლეიბლი |
Decca (ბრიტანეთი) London (აშშ) | |||||||||
პროდიუსერი | ჯონათან კინგი | |||||||||
ჯენესისი – ქრონოლოგია | ||||||||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Classic Rock | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Rolling Stone Album Guide | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
From Genesis to Revelation — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1969 წლის მარტში. მისი პროდიუსერია ჯონათან კინგი, რომელიც დარჩა ჯგუფთან დღემდე.
ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველ ეტაპზე ჯგუფში შედიოდნენ პიტერ გებრიელი, ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი და ენტონი ფილიპსი. სესიური მუსიკოსის სახით კოლექტივში ჩნდებოდა სხვადასხვა მოწვეული პიროვნება, რომელიც უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. თავდაპირველად ასეთი იყო კრის სტიუარტი - მისი მონაწილეობით ჩაიწერა ჯგუფის სინგლი The Silent Sun - რომელსაც კომერციული წარმატება არ ჰქონია. იგივე ბედი ხვდა წილად სამი თვის შემდეგ გამოცემულ სინგლს A Winter's Tale. ჯენესისში დასარტყმელ საკრავებზე დაახლოებით ამ პერიოდის შემდეგ უკრავდა ჯონ სილვერი.
წარუმატებლობის გამო, პროდიუსერმა ბიჭებს შესთავაზა, პირველი ალბომის სიმღერები ბიბლიის თემებზე აეგოთ. 1968 წლის აგვისტოში დაიწერა ამ კომპოზიციების ნაწილი. მოგვიანებით ყველაფერი პროფესიონალურად ჩაიწერა სტუდიაში, რასაც ორკესტრიც დაემატა. ჯონათან კინგის ინიციატივით, მოხდა სიმღერების გაერთიანება, ისე რომ მათ შორის პაუზა თითქმის არ იყო. დისკი ამრიგად კონცეფტუალურ სახეს ატარებდა.
From Genesis to Revelation-ის ჟღერადობა ახლოს არის ჯენესისის უფრო გვიანდელ შემოქმედებასთანაც. როდესაც იგი ჩაიწერა, წევრთა ასაკი მერყეობდა 16-დან 18 წლამდე. მიუხედავად ამისა, მათი უმეტესობა თავს უკვე პროფესიონალებად თვლიდა - დაძაბული სტუდიური გრაფიკისა და იმ შრომის გამო, რომელიც მათ ჩადეს ამ ფირფიტის ჩაწერაში. ამასთან, ჯგუფი წლების შემდეგ ასევე დადებით შეფასებას აძლევდა ნაშრომს. მაგალითად, ტონი ბენქსი თვლიდა, რომ In the Wilderness საუკეთესო სიმღერაა, მიუხედავად სიმებიანი ორკესტრისა.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყველა სიმღერის ავტორები: ტონი ბენქსი, პიტერ გებრიელი, ენთონი ფილიპსი, მაიკ რეზერფორდი, გარდა მითითებულისა
მხარე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Where the Sour Turns to Sweet – 3:16
- In the Beginning – 3:47
- Fireside Song – 4:20
- The Serpent – 4:40
- Am I Very Wrong? – 3:33
- In the Wilderness – 3:33
მხარე 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- The Conqueror – 3:42
- In Hiding – 2:40
- One Day – 3:22
- Window – 3:35
- In Limbo – 3:32
- Silent Sun (გებრიელი/ბენქსი) – 2:15
- A Place to Call My Own – 2:00
- 1990 წლის გამოცემის დამატებითი დისკი
- A Winter's Tale - 3:31
- One-Eyed Hound - 2:31
- პირველი და მეორე სიმღერის გამოცემა დაგეგმილიყო იყო სინგლი Silent Sun შემდეგ.
- That's Me - 2:38
- სინგლიდანSilent Sun.
- Silent Sun (სინგლის ვერსია) - 2:12
- Image Blown Out - 2:11
- She is Beautiful - 3:46
- Try a Little Sadness - 3:18
- Patricia - 3:05
- 5-8 კომპოზიციები ასევე შეტანილია კრებულში Genesis Archive 1967-75.
- ინტერვიუ 1 - 1:03
- ინტერვიუ 2 - 3:51
- ინტერვიუ 3 - 1:54
- ინტერვიუ 4 - 3:57
- ინტერვიუ 5 - 1:03
- ინტერვიუ 6 - 2:19
- ინტერვიუ 7 - 0:50
- ინტერვიუ 8 - 1:35
- ინტერვიუ 9 - 4:25
- ინტერვიუ 10 - 0:58
- ინტერვიუ ჯონათან კინგთან
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პიტერ გებრიელი – ვოკალი, ფლეიტა, პერკუსია
- ენტონი ფილიპსი – გიტარა, ვოკალი
- ტონი ბენქსი – ორგანი, გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, ვოკალი
- მაიკ რეზერფორდი – ბას გიტარა, გიტარა, ვოკალი
- ჯონ სილვერი – დასარტყმელი საკრავები, ვოკალი, გარდა სიმღერის Silent Sun
- კრის სტიუარტი – დასარტყმელი საკრავები სიმღერაში Silent Sun
- აგრეთვე სიმებიანი ორკესტრი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Eder, Bruce. Allmusic review. AllMusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2011.
- ↑ Hotten, Jon (მარტი 2012). „Genesis - From Genesis to Revelation“. Classic Rock (168): 107.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8.