ემილი ბრონტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემილი ბრონტე
Emily Brontë by Patrick Branwell Brontë restored.jpg
დაბ. თარიღი 30 ივლისი 1818(1818-07-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი თორნტონი, ინგლისი[9]
გარდ. თარიღი 19 დეკემბერი 1848(1848-12-19)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [11] [8] (30 წლის)
გარდ. ადგილი ჰაუორტი, ინგლისი
დასაფლავებულია დასავლეთ იორკშირი
ფსევდონიმი Ellis Bell[9]
საქმიანობა მწერალი, პოეტი[9] და რომანისტი[9]
ენა ინგლისური ენა[1]
ეროვნება ინგლისელები
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ჟანრი fiction literature და პოეზია
Magnum opus ქარიშხლიანი უღელტეხილი და Poems by Currer, Ellis, and Acton Bell
ხელმოწერა Brontë sisters' signatures as Currer, Ellis and Acton Bell.jpg

ემილი ბრონტე (ინგლ. Emily Jane Brontë , დ. 30 ივლისი, 1818, თორნტონი, იორკშირის საგრაფო — გ.19 დეკემბერი, 1848, ჰაუორთი) — ინგლისელი პოეტი, რომან „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილი ბრონტე 1818 წლის 30 ივლისს მოევლინა ქვეყანას სოფელ თორნტონში, იორკშირის საგრაფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ინგლისში მარია ბრანუელისა და პატრიკ ბრონტეს ოჯახში. ექვსი დედმამიშვილიდან მეხუთე იყო. ორი უფროსი და მარია და ელიზაბეთი ბავშვობაშივე გარდაეცვალა. 1820 წელს ემილის უმცროსი დის, ენის, დაბადებიდან მოკლე ხანში ოჯახი რვა მილის მოშორებით, ჰაუორთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პატრიკი მუდმივ ვიკარად დაინიშნა. აქვე ეზიარნენ ბავშვები ლიტერატურის ხელოვნებას. 1821 წლის სექტემბერში დედის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ემილი 3 წლის იყო, უფროსი დები მარია, ელიზაბეთი და შარლოტი პასტორ უილსონის ქალთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც გოგონებმა ის ძალადობა და სიდუხჭირე განიცადეს, რაც მოგვიანებით შარლოტმა თავის ჯეინ ეარში აღწერა.

ექვსი წლისა რომ შესრულდა, ემილიც დებს შეუერთდა, თუმცა მცირე ხნით. როდესააც სკოლას ტიფის ეპიდემია მოედო, მარია და ელიზაბეთი დაავადდნენ, მარიას სავარაუდოდ ტუბერკულოზიც ჰქონდა; ამიტომ ის შინ გაგზავნეს, სადაც აღესრულა კიდეც. მოგვიანებით, 1825 წლის ივნისში, ემილის შარლოტსა და ელიზაბეთთან ერთად სკოლის დატოვებამ მოუწიათ. შინ დაბრუნებიდან მოკლე ხანში ელიზაბეთი გარდაიცვალა.

ემილიმ და ენმა, ძმა ბრენდუელისა და უფროსი და შარლოტს მსგავსად, „ინგლისური ციკლის“ რომანტიკულ ნაწარმოებებს რომ ქმნიდნენ, საკუთარი წარმოსახვითი სამყარო, გონდალი შექმნეს, რომელიც მათი პოეტური შთაგონების წყაროდ იქცა.

ემილი 1848 წლის 19 დეკემბერს 30 წლის ასაკში გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა. მას ღრმად სწამდა, რომ სუსტი ჯანმრთელობა მათი ოჯახური პირობებით იყო გამოწვეული; სანიტარული ნორმების არარსებობამ და მკაცრმა კლიმატმა განაპირობა მისი დების დაავადმყოფება და ნაადრევი გარდაცვალებაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Emily Brontë, Charles Simpson
  • In the Footsteps of the Brontës, Ellis Chadwick
  • The Oxford Reader’s Companion to the Brontës, Christine Alexander & Margaret Smith

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 BD Gest'
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 140.
  10. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118638017 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.

კატეგორია:დაბადებული 30 ივლისი კატეგორია:გარდაცვლილი 19 დეკემბერი