ბილ ბრუფორდი
იერსახე
| ბილ ბრუფორდი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | უილიამ სკოტ ბრუფორდი |
| დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1949 |
| დაბ. ადგილი | სევენოუკსი, კენტი, ინგლისი |
| ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯაზი/ფიუჟენი |
| საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | დასარტყმელი საკრავები, პერკუსია |
| აქტიური | 1968–2009 |
| ლეიბლ(ებ)ი | Polydor, E.G., Voiceprint, Winterfold, Summerfold |
| საიტი | |
| ბილ ბრუფორდი ვიკისაწყობში | |
უილიამ სკოტ „ბილ“ ბრუფორდი (ინგლ. William Scott "Bill" Bruford, დ. 17 მაისი, 1949, სევენოუკსი, კენტი) — ინგლისელი დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მუსიკალური ლეიბლების მფლობელი.[1] იგი იყო ჯგუფ Yes-ის პირველი დრამერი (1968-1972). 1970-იან წლებში გამოდიოდა სხვა ცნობილ ჯგუფებში. 1976 წელს იყო ჯგუფ ჯენესისის დრამერი ტურნეს მსვლელობისას. 1997 წლამდე სხვადასხვა დროს იყო King Crimson-ის დრამერი. შემდგომში მან პროგრესული როკის ჯაზისკენ გადაინაცვლა და წლების მანძილზე იყო საკუთარ ჯგუფ Earthworks-ის ლიდერი. 2009 წლიდან მან შეწყვიტა საჯარო გამოსვლები, მაგრამ კვლავ მართავს ორ ლეიბლს, მონაწილეობს ინტერვიუებში და წერს მუსიკის შესახებ. 2009 წლის დასაწყისში გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bill Bruford: The Autobiography.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური საიტი
- დისკოგრაფია დაარქივებული 2011-07-09 საიტზე Wayback Machine.
- Bruford/Levin Upper Extremities დაარქივებული 2008-12-08 საიტზე Wayback Machine.
- ბილ ბრუფორდი საიტზე MySpace
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bill Bruford. AllMusic. ციტირების თარიღი: 8 October 2011.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||