The Knife (სიმღერა)
„The Knife“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ჯენესისი | ||||
ალბომიდან Trespass | ||||
გამოსვლის თარიღი | 1971 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 8: 57 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Charisma Records/Virgin Records (ბრიტანეთი) MCA (აშშ/კანადა) | |||
პროდიუსერი | ტონი ბენქსი, პიტერ გებრიელი | |||
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
The Knife — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა და სინგლი [1] ალბომიდან Trespass. მისი საკონცერტო ვერსია ჟღერს ალბომზე Genesis Live (1973). სინგლის მეორე მხარეს არის ჩაწერილი სიმღერის მეორე ნაწილი. სინგლი ჯგუფისთვის წარუმატებელი იყო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად კომერციული წარუმატებლობისა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნომერი კონცერტების დროს და სრულდებოდა ბისზე. ერთ-ერთი ასეთი შესრულებისას, გებრიელი გადმოვარდა სცენიდან და მოიტეხა მუხლი.
უკანასკნელად სიმღერა შესრულდა 1982 წლის 2 ოქტომბრის კონცერტზე, რომელზეც ჯენესისის იმდროინდელ შემადგენლობას შეუერთდნენ პიტერ გებრიელი და სტივ ჰეკეტი.
სინგლის გარეკანზე გამოსახულები არიან გებრიელი, რეზერფორდი, ბენქსი, კოლინზი და სტივ ჰეკეტი. საინტერესოა, რომ სტუდიურ ვერსიაში უკანასკნელი ორი არ უკრავს, მაგრამ სინგლის გამოსვლის დროისთვის ორივე უკვე იყო ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Knife
- The Knife, ნაწილი 2