Spot the Pigeon
| Spot the Pigeon | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| EP — | ||||
| გამოცემის თარიღი | 20 მაისი, 1977 | |||
| ჩაიწერა | სექტემბერი - ოქტომბერი, 1976 | |||
| ჟანრი |
პოპ-როკი პროგრესული როკი | |||
| ხანგრძლივობა | 13:22 | |||
| ლეიბლი | Charisma | |||
| პროდიუსერი | დეივიდ ჰენჩელი, ჯენესისი | |||
| ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
| მიმოხილვების ქულები | |
|---|---|
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
Spot the Pigeon — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის პირველი EP, რომელიც გამოვიდა 1976 წელს. მასში შესული სამი სიმღერა არის ალბომ Wind & Wuthering-ის ჩაწერის შემდეგ დარჩენილი მასალა. სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯგუფი თვლიდა, რომ ისინი არ ერგებოდნენ ალბომს.
რადგან პირველი სიმღერა, „Match of the Day“ ეძღვნებოდა საფეხბურთო გუნდებს, ალბომი ბრიტანული ჩარტის #14 ადგილზე მოხვდა. მიუხედავად ამისა, აშშ-ში გამოცემამ არ გაამართლა და Atlantic Records-მა იგი კანადაში გაავრცელა.
ალბომი არასოდეს გამოცემულა CD-ზე და ცალკეული სახით არსებობს მხოლოდ გრამფირფიტაზე, ხოლო 2000 წელს სამივე სიმღერა შეიტანეს კრებულში Genesis Archive 2: 1976–1992.
გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო „Match of the Day“, რომელშიც კოლინზი სტადიონზე იჯდა. ცნობილია, რომ ეს ვიდეო დაკარგულია.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი: ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი/მაიკ რეზერფორდი, გარდა მითითებულისა
| მხარე 1 | ||
|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
| 1. | „Match of the Day“ | 3:24 |
| 2. | „Pigeons“ | 3:12 |
| მხარე 2 | ||
|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
| 1. | „Inside and Out“ (ბენქსი/კოლინზი/ჰეკეტი/რეზერფორდი/ჰეკეტი) | 6:45 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტონი ბენქსი - კლავიშები
- ფილ კოლინზი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ვოკალი
- მაიკ რეზერფორდი - გიტარა, ბასი
- სტივ ჰეკეტი - გიტარა