კრის მარტინი
| კრის მარტინი | |
|---|---|
|
კრის მარტინი 2023 წელს | |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | კრისტოფერ ენტონი ჯონ მარტინი |
| დაბ. თარიღი | 2 მარტი, 1977 |
| დაბ. ადგილი | ექსეტერი, დევონი, ინგლისი |
| ჟანრ(ებ)ი | როკი, ალტერნატიული როკი, ფორტეპიანო როკი |
| საქმიანობა | ვოკალისტი, პროდიუსერი, მუსიკოსი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა, მანდოლინა, კლარნეტი, ჰარმონიკა, ბას გიტარა, ორგანი, ზარები, კლავიშებიანი საკრავები |
| აქტიური | 1996–დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Parlophone, Capitol Records |
| მეუღლე | გვინეტ პელტროუ |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | Coldplay.com |
| კრის მარტინი ვიკისაწყობში | |
კრისტოფერ ენტონი მარტინი (დ. 2 მარტი, 1977 ) — როკ-ჯგუფ Coldplay-ს წამყვანი ვოკალისტი, ზოგჯერ კი წამყვანი გიტარისტი და პიანისტი. მისი ყოფილი მეუღლეა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი გვინეთ პელტროუ.
ცხოვრების ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისი დაიბადა ექსეტერში, დევონში და იყო ყველაზე უფროსი ხუთ ბავშვს შორის. მისი მამა, ენტონი მარტინი, არის ყოფილი ბუხჰალტერი, ხოლო დედა, ელისონ მარტინი მუსიკის მასწავლებელია.[1][2] მარტინმა თავდაპირველად განათლება ექსეტერის კათედრალურ სკოლაში მიიღო.[3] სწორედ იქ ჩამოაყალიბა მან თავისი პირველი ჯგუფი, The Rocking Honkies, რომელშიც ნიკ რეპტონი და აივენ გრონოუ შედიოდნენ. ჯგუფის პირველი საკონცერტო გამოსვლა მსმენელებს არ მოეწონა.[4] ექსეტერის სკოლის შემდეგ მარტინი მოხვდა ბიჭების დამოუკიდებელ, შერბორნის სკოლაში. იქ მან გაიცნო Coldplay-ს მომავალი მენეჯერი ფილ ჰარვი. შემდგომში კრისი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში გადავიდა. ის ანტიკური სამყაროს ისტორიასა და ბერძნულ და ლათინურ ენებს სწავლობდა. ამ სასწავლებელში მან გაიცნო Coldplay-ს მომავალი მუსიკოსები, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და გაი ბერიმენი[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კრის მარტინი“ ვიკისაწყობში.- Coldplay.com
- კრის მარტინი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-10. ციტირების თარიღი: 2008-12-10.
- ↑ http://www.guardian.co.uk/music/2003/dec/07/popandrock
- ↑ http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-203666/The-genteel-Mr-Paltrow.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-13. ციტირების თარიღი: 2011-03-28.
- ↑ http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/1183008.stm
| |||||||||||||||||||||||||||||