Trespass (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Trespass
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 ოქტომბერი, 1970
ჩაიწერა ივნისი-ივლისი 1970
ჟანრი
ხანგრძლივობა 42:56
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Impulse!, ABC, MCA, Geffen (აშშ) Phillips (არგენტინა)
პროდიუსერი ჯონ ენტონი
ჯენესისი — ქრონოლოგია
From Genesis to Revelation
(1969)
Trespass
(1970)
Nursery Cryme
(1971)
სინგლები ალბომიდან Trespass
  1. „The Knife“
    გამოცემის თარიღი: მაისი 1971

Trespass (ქართ. გადალახვა) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც ჩაიწერა და გამოიცა 1970 წელს. ეს არის ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი გიტარისტ ენტონი ფილიპსის და დრამერ ჯონ მეიჰიუს მონაწილეობით. Trespass-ში გამოირჩევა ხალხური მუსიკით გაჯერებული პროგრესული როკი, რითაც ეს ალბომი წინამორბედისგან განსხვავდება. ჯგუფმა ამ ალბომით წარმატებულად გააცნო თავი ამერიკას, სადაც From Genesis to Revelation არ გამოცემულა.

Trespass იყო ჯენესისის ერთ-ერთი პირველი ალბომი, რომელიც ლონდონის Trident Studios-ში ჩაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში კომერციული წარმატება არ ჰქონია, 1984 წელს მოხვდა ჩარტის #98 პოზიციაზე. განსხვავებული ისტორია მას ჰქონდა ბელგიურ ჩარტში, სადაც #1 პოზიციამდე მიაღწია. ამას მოჰყვა ჯგუფის პირველი ბელგიური კონცერტებიც, 1971 წლის მარტში. კომპოზიციები, წარმოდგენილი მეორე ალბომზე, გამოირჩევა ხანგრძლივობით, ხოლო საერთო ჟღერადობა არის მშვიდი, პასტორალური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთწლიანი კონცერტების შემდეგ, ძირითადად ღამის გამოსვლების სახით, როდესაც ჯგუფმა საბოლოოდ დატოვა Decca, მუსიკოსებმა გაიცნე ტონი სტრეტონ-სმითი, რომელმაც ჯენესისს დაეხმარა Charisma-თან კონტრაქტის გაფორმებაში. 1970-იანისთვის ჯენესისმა უკვე შექმნა საკმარისი მასალა, რომ ორი ალბომი შეევსო. წევრების აზრით, იყო რამდენიმე სუსტი კომპოზიცია "Everywhere is Here," "Grandma," "Little Leaf," "Going out to Get You," "Shepherd," "Moss," "Let Us Now Make Love," და "Pacidy". მათ საბოლოოდ ჩაწერაზე უარი თქვეს იმ დროისთვის, როდესაც ენტონი ფილიპსმა ჯგუფი დატოვა. [1] ტონი ბენქსი Archive 1967-75-ში აღნიშნავს, რომ "Let Us Now Make Love" ფილიპსის სტილში ჟღერდა და ალბომისთვის აღარ ჩაწერეს, ვინაიდან თვლიდნენ, რომ სინგლისთვის ივარგებდა, თუმცა ენტონის მოულოდნელი წასვლის შემდეგ ჯგუფი დაშლის პირას იდგა და ალბომის წარუმატებლობამაც ყველა დაარწმუნა, რომ სიმღერის დასრულება არ ღირდა. შედეგად, BBC Nightride-ისთვის ჩაწერილი ვარიანტი რჩება ერთადერთ ვერსიად.

მიუხედავად იმისა, რომ ჯენესისის სიმღერების დიდი ნაწილი იწერებოდა მთელი ჯგუფის მიერ, 1985 წლის ინტერვიუში მაიკ რეზერფორდი ამბობდა, რომ Trespass იყო ჯგუფის ერთადერთი ალბომი, რომელზეც ყოველი სიმღერა დაიწერა ყველა წევრის მიერ თანაბრად - ყოველ შემდეგ ალბომზე ამა თუ იმ სიმღერის ავტორი იყო ერთი ან ორი ცალკე წევრი, ხოლო ჯგუფის სხვა მონაწილეები შედარებით მცირე წვლილით გამოირჩეოდნენ.[2] კოლექტივი აგრეთვე უკმაყოფილო იყო ჯონ მეიჰიუს შესრულებით, ამიტომ მოგვიანებით ახალი დრამერი იპოვა - ფილ კოლინზი.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანის ავტორია პოლ უაიტჰედი, რომელმაც აგრეთვე იმუშავა ჯგუფის შემდეგი ორი ალბომის დიზაინზე. უაიტჰედმა დაასრულა გარეკანი, მაგრამ ჯგუფმა სიმღერების სიას დაამატა „The Knife“. ვინაიდან გარეკანი აღარ ეხმაურებოდა ალბომის თემას, მათ მხატვარს სთხოვეს სურათის შეცვლა. მაგრამ მან ასეთ შემოთავაზებაზე უარი თქვა. ამიტომ, მუსიკოსებმა შესთავაზეს ნახატის ნამდვილი დანით გაჭრა.[3] შედეგად მიღებული გამოსახულება, ნამდვილი დანით, ფოტოსურათის სახით გადაიღეს, მაგრამ ოთახში დამონტაჟებული გამოსახულების გამო იგი ლურჯად გამოჩნდა.

შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic2/5 stars[4]
Rolling Stone(არაკეთილგანწყობილი)[5]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[6]

Trespass მუსიკალურ პრესას ფაქტობრივად არ შეუმჩნევია. ალბომის 1974 წლის გამოცემასთან დაკავშირებით Rolling Stone-ში დაიბეჭდა მეტად მოკლე, მაგრამ უარყოფითი განხილვა: „იგი მერყევია, არ არის დახვეწილი, დაჰკრავს თანდაყოლილი მოწყენილობა, მისი მოსმენისგან უნდა შეიკავოს თავი ყველამ, გარდა ჯენესისის შეშლილი მოყვარულებისა“.[5] Allmusic-ის მიერ მოგვიანებით გამოცემული მიმოხილვა ოდნავ უფრო ლმობიერი აღმოჩნდა: „ალბომი უფრო მეტად საინტერესოა იმით, თუ რაზე მიანიშნებს და არა იმით, თუ რას ქმნის“. მათივე აზრით, გიტარების ხმა მიქსში იმდენად დაწეულია, რომ ისინი თითქმის შეუმჩნეველია, ამიტომ დომინირებს ბენქსის კლავიშებიანები, რაც გამაღიზიანებელია, ვინაიდან ბენქსის მნიშვნელოვანი როლი „ყველას ჯენესისში არ აქვს გააზრებული“.[4]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი, პიტერ გებრიელი და ენტონი ფილიპსი

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Looking for Someone“7:06
2.„White Mountain“6:45
3.„Visions of Angels“6:51
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Stagnation“8:45
2.„Dusk“4:15
3.„The Knife“8:55

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტონი ბენქსი: ორგანი, აკუსტიკური და ელექტრონული ფორტეპიანოები, მელოტრონი (2, 3 და 4), აკუსტიკური გიტარა, ბეკ-ვოკალი
  • პიტერ გებრიელი: წამყვანი ვოკალი, ფლეიტა, აკორდეონი (2), დიდი ბარაბანი, დაირა
  • ჯონ მეიჰიუ: დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ბეკ-ვოკალი
  • ენტონი ფილიპსი: ელექტრონული გიტარა, აკუსტიკური გიტარა, ციმბალი, ბეკ-ვოკალები
  • მაიკ რეზერფორდი: ბას-გიტარა, აკუსტიკური გიტარა, ნეილონის სიმებიანი გიტარა, ჩელო (2), ბეკ-ვოკალი
სხვა პერსონალი
  • ჯონ ენტონი – პროდიუსერი
  • რობინ ჯეფრი კეიბლი – ინჟინერი
  • ნიკ დეივისი – ხმის მიქსი (2008 წლის გამოცემა)
  • ტონი კაზინსი – მასტერინგი (2008 წლის გამოცემა)

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Trespass ბრიტანეთში თავდაპირველად გამოიცა 1970 წლის ოქტომბერში, ლეიბლზე Charisma. იმავე ლეიბლზე იგი ხელახლა გამოიცა 1974 წელს. უცნობი მიზეზით, აშშ-ში Trespass პირველად გამოვიდა an Broadcasting Company|ABC]]-ის ჯაზ-ლეიბლზე Impulse!. წამყვანმა ABC Records-მა იგი 1974 წელს ხელახლა გამოსცა. მას შემდეგ, რაც MCA Records-მა ABC შეიძინა, ალბომი MCA-ზე გამოვიდა. 2003 წელს MCA შთანთქა Geffen Records-მა, რომელიც მანამდე ჩრდილოეთ ამერიკაში პიტერ გებრიელის სოლო ალბომებს უშვებდა. Virgin Records, რომელსაც ჯენესისის ალბომების აშშ-სა და კანადის ფარგლებს გარეთ გამოცემის უფლება აქვს, ამჟამად Universal-ზე არის Geffen-ის ფილიალი, ამიტომ Trespass ჯენესისის ერთადერთი ალბომია, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე დისტრიბუტორი ჰყავს.

ალბომის SACD/DVD გამოცემა (ახალი 5.1 და სტერეო მიქსებით) გამოვიდა 2008 წლის 11 ნოემბერს.

ბრიტანული გრამფირფიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charisma Records CAS 1020 (1970): პირველი გამოცემა, გასაშლელი კონვერტი მხატვრობით და კრედიტებით. ცალკე ახლავს ტექსტებიანი ფურცელი.
  • Charisma Records CAS 1020 (1974): ხელმეორე გამოცემა, Mad Hatter-ის სტიკერით, გასაშლელი კონვერტი მხატვრობით და კრედიტებით. ცალკე ახლავს ტექსტებიანი ფურცელი.

აშშ გრამფირფიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ABC/Impulse AS-9205 (1970): პირველი გამოცემა, გასაშლელი კონვერტი მხატვრობით, ტექსტებით და კრედიტებით. შავი სტიკერი წითელი წრით და ოთხი "i!" ლოგოთი.
  • ABC ABCX-816 (1974): ხელმეორე გამოცემა, შავი სტიკერი, გასაშლელი კონვერტი.
  • ABC ABCX-816 (1976): ხელმეორე გამოცემა, ფერადი სტიკერი, გასაშლელი კონვერტი.
  • MCA MCA-37151 (1981): ბიუჯეტური გამოცემა. გასაშლელი კონვერტი არ აქვს.

Trespass-ის აშშ გამოცემებში პირველ მხარეს არასწორად არის მითითებული ყოველი სიმღერის ხანგრძლივობა, როგორც 7:00.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Negrin, David. An Interview with Anthony Phillips. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 21 December 2011.
  2. Neer, Dan (1985). Mike on Mike [interview LP], Atlantic Recording Corporation.
  3. (2010) Mountains Come Out of the Sky: The Complete Illustrated History of Prog Rock. Backbeat Books, გვ. 72. ISBN 978-0-8793-0991-6. 
  4. 4.0 4.1 Eder, Bruce. (2011 [last update])Trespass – Genesis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 10 September 2014.
  5. 5.0 5.1 Fletcher, Gordon. (1 August 1974) Genesis: Trespass : Music Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2011.
  6. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8.