Iron Maiden

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აირონ მეიდენი)
Iron Maiden

ზედა: სტივ ჰარისი, დეივ მიურეი;
შუა: ედრიენ სმითი, ბრიუს დიკინსონი;
ქვედა: ნიკო მაკ-ბრეინი, იანიკ გერსი
ბიოგრაფია
წარმოშობა ლეიტონი, ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი
აქტიური 1975–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI, Universal, Sanctuary, Epic, Columbia, Portrait, Capitol
წევრები ბრიუს დიკინსონი
სტივ ჰარისი
დეივ მიურეი
იანიკ გერსი
ედრიენ სმითი
ნიკო მაკ-ბრეინი
ყოფილი წევრები ბლეიზ ბეილი
კლაივ ბერი
პოლ დეი
პოლ დი’ანო
დენის სტრეტონი
დაგ სემპსონი
საიტი
Iron Maiden ვიკისაწყობში

Iron Maiden (სიტყვასიტყვით „რკინის ქალწული“) — ბრიტანული მძიმე მეტალ-ჯგუფი, რომლის ლიდერია მისი დამაარსებელი, ბასისტი და კომპოზიტორი სტივი ჰარისი. კოლექტივი 1975 წელს შეიქმნა და მას შემდეგ 14 სტუდიური და 9 საკონცერტო ალბომი, 4 EP და 8 კრებული გამოუშვა.

Iron Maiden ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის პიონერად ითვლება. ჯგუფმა პოპულარობას 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია და შემადგენლობის არაერთი ცვლილების შემდეგ ჩაწერა პლატინისა და ოქროს ალბომების სერია, მ.შ. ეპოქალური The Number of the Beast („მხეცის რიცხვი“) 1982 წელს. Iron Maiden ყველა დროის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფია მძიმე-მეტალის ჟანრში;საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! მის მიერ გაყიდული ალბომების რაოდენობა 80 მილიონს აჭარბებს.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! კოლექტივის მუსიკალურ მსოფლმხედველობაზე გავლენა მოახდინეს მუსიკალურმა კოლექტივებმა: Thin Lizzy, UFO, Deep Purple და უიშბონ ეშმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონური კოლეჯის, ისტ-ენდის დამთავრების შემდეგ სტივი ბევრ სხვადასხვა როკ-ჯგუფში უკრავდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ განსხვავებული ხედვა ჰქონდა მუსიკაზე, რომლის დაკვრაც უნდოდა. ის მიხვდა,რომ ჯობდა თავისი კოლექტივი შეექმნა. Iron Maiden დაარსდა 1975 წლის ბოლოს. ჯგუფის სახელი ინგლისურიდან თარგმნისას ნიშნავს "რკინის ქალიშვილს". ეს სახელი იყო აღებული ფილმიდან "ადამიანი რკინის ნიღაბში", რომელშიც შუა საუკუნეების სხვადასხვა წამების ხერხზეა საუბარი.

ჯგუფის პირველი შემადგენლობა მოიცავდა ვოლაკისტ პოლ დეის, გიტარისტებს- ტერი რენსს და დეივ სალივანს, დრამერ რონ მეთიუსს, ბასისტ და დამაარსებელ სტივ ჰარისს. მათი პირველივე გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრებმა გაიგეს ბენდზე, რომელსაც ამავე სახელი ერქვა და გადაწყვიტეს დაუყოვნებლივ დაერეგისტრირებინათ თავი ამ სახელით. ჯგუფმა მალევე დაიწყო სხვადასხვა კლუბებში კონცერტების გამართვა, თუმცა ჰონორარები და მასშტაბი მცირე იყო, ჯგუფის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა. იმ დროს Iron Maiden-ის მუსიკა სხვა ბევრ ბენდზე უფრო მძიმე იყო.ასევე კონცერტებზე ვიზუალური ეფექტებისთვის გამოიყენებოდა ე.წ. bubble machine and smoke machine, რაც უფრო და უფრო მეტ თაყვანისმცემელს ჰმატებდა ჯგუფს.

მალევე, მორიგი გამოსვლის შემდეგ პაბში cart and heroes ჯგუფი დატოვა პოლ დეიმ(ვოკალისტმა), რომელმაც Iron Maiden-თან ერთად 26 კონცერტი გამართა. ის წავიდა ჯგუფიდან ჯგუფში უქარიზმობის გამო. ის შეცვალა დენის უილკოკმა,რომელიც იქამდე ჯგუფ "სმილერის" ვოკალისტი იყო. დენისს ჰქონდა ნაკლებად ძლიერი ხმა, მაგრამ ის სცენაზე მეტ არტისტიზმს აჩენდა.ის ხშირად იყენებდა "კაფსულის ფოკუსს". ის იხმევდა ხანჯლის პირს ტუჩებზე და ამავდროულად კაფსულას ხეთქავდა მის პირში, რის შედეგადაც "სისხლი" მოდიოდა. უილკოკთან ერთად "მოსმენებს" გადიოდა დეივ მიულრეიც, რომელსაც სურდა ჯგუფში ყოფილიყო მეორე გიტარისტი. ჯგუფი აანალიზებდა, რომ მას ჟღერადობა უნდა შეეცვალა, რისთვისაც აუცილებელი იყო ახალი წევრების დამატება. ჯგუფში დეივის დამატებით იქნებოდა 6 წევრი, მაგრამ დეივ სალივანს და ტერი რენსს თავიანთი ოჯახების გამოკვება არ შეეძლოთ ამ შემთხვევაში, რადგან ჯგუფი მხოლოდ პაბებში უკრავდა. მათ განაცხადეს ჯგუფიდან წასვლის შესახებ. მალევე Iron Maiden-ს დაემატა ახალი გიტარისტი რობ (ბობ სოიერ) ეინჯელო.

ჯგუფის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Iron_Maiden&oldid=4525938“-დან