Throwing It All Away

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Throwing It All Away“
სინგლი  - ჯენესისი
ალბომიდან Invisible Touch
გამოსვლის თარიღი 8 აგვისტო 1986 (აშშ)
8 ივნისი 1987 (ბრიტანეთი)
ფორმატი აშშ: 7", ბრიტანეთი: 7", 12"
ჩაიწერა The Farm, სურეი; 1985–1986
ჟანრი პოპ-როკი, სოფტ-როკი
ხანგრძლივობა 3:51
ლეიბლი VirginUK GENS 5
AtlanticUS 89372
სიმღერის ავტორი
ტექსტი - მაიკ რეზერფორდი
მუსიკა - ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი
პროდიუსერი
ჯენესისი - სინგლების ქრონოლოგია
„Tonight, Tonight, Tonight“
(1986)
Throwing It All Away
(1987)
„No Son of Mine“
(1991)

Throwing It All Awayინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეორე სინგლი ალბომიდან Invisible Touch. მასთან ერთად ფირფიტაზე ჩაწერილი იყო ინსტრუმენტული „Do the Neurotic“ (აშშ) და „I'd Rather Be You“ (ბრიტანეთი).

სინგლმა Billboard-ის ცხელ ასეულში მეოთხე ადგილი დაიკავა[1], ხოლო ბრიტანეთი - 22-ე [2], თუმცა – უკვე ალბომის უკანასკნელი სინგლის სახით, 1987 წელს.

სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო „Zephyr and Zeppo“.

სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის სამ საკონცერტო ტურნეებში Invisible Touch[3], We Can't Dance[4], Calling All Stations და Turn It On Again[5]. აქედან, გარდა პირველისა და Calling All Stations-ის (რეი უილსონის მონაწილეობით), სიმღერა უფრო დაბალ ტონალობაში სრულდებოდა, ვინაიდან ფილ კოლინზის ვოკალური შესაძლებლობები იცვლებოდა. საკონცერტო ვერსიები შეტანილია ალბომებში The Way We Walk, Volume One: The Shorts და Live Over Europe 2007, ისევე, როგორც ვიდეოში When in Rome 2007.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია ჯგუფის რეპეტიციების და ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს დროს. იგი შეტანილია ოფიციალურ ვიდეო-კომპილაციაში The Video Show.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7": Virgin / GENS 5 (ბრიტანეთი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Throwing It All Away“ – 3:41
  2. „I'd Rather Be You“ – 3:57

7": Atlantic / 7-89372 (აშშ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Throwing It All Away“ – 3:41
  2. „Do The Neurotic“ (შემოკლებული) – 5:21

12": Virgin / GENS 5–12 (აშშ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Throwing It All Away“ (საკონცერტო)
  2. „I'd Rather Be You“
  3. „Invisible Touch“ (საკონცერტო)
  • აგრეთვე გამოვიდა კასეტა (GENSC5)
  • საკონცერტო ჩანაწერები - The Forum, ლოს-ანჯელესი, 1986

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]