Invisible Touch (სიმღერა)
| „Invisible Touch“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — ჯენესისი | ||||
| ალბომიდან Invisible Touch | ||||
| გამოსვლის თარიღი | მაისი, 1986 | |||
| ჟანრი | პოპ-როკი | |||
| ხანგრძლივობა | 3: 28 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Atlantic | |||
| პროდიუსერი | ჰიუ პეჯემი, ჯენესისი | |||
| ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
Invisible Touch — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სინგლი 1986 წლის ალბომიდან Invisible Touch. ეს არის ჯენესისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა და მათი პირველი #1 ჰიტი აშშ-ში. კანადურ რეიტინგებში მან #4 ადგილი დაიკავა.
სიმღერის იდეა დაიბადა მუსიკალური ჯემის დროს, როდესაც ჯგუფი უკრავდა სხვა სიმღერას, Domino. ბილბორდის საუკეთესო 100-ეულში პირველი ადგილი, რომელიც მას ეკავა, მოგვიანებით დაიკავა პიტერ გებრიელის სიმღერამ Sledgehammer.
მუსიკალური ვიდეო ამ სიმღერისათვის საკმაოდ პრიმიტიულია და გადაღებულია სპონტანურად, ერთ-ერთი რეპეტიციისას, რადგანაც ჯგუფი დაკავებული იყო საკონცერტო ტურით.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Invisible Touch (რემიქსი) - 5:55
- Invisible Touch (ალბომის ვერსია) - 3:26
- The Last Domino (ალბომის ვერსია) 6:15
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილ კოლინზი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ვოკალი
- ტონი ბენქსი - კლავიშებიანი საკრავები
- მაიკ რეზერფორდი - გიტარა, ბას გიტარა
1992 წლის სინგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| „Invisible Touch (საკონცერტო)“ | ||||
|---|---|---|---|---|
![]() | ||||
| სინგლი — ჯენესისი | ||||
| გამოსვლის თარიღი | 9 ნოემბერი, 1992 | |||
| ჟანრი | პოპ-როკი | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Virgin | |||
| პროდიუსერი | ჯენესისი, ნიკ დეივისი | |||
| ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
Invisible Touch ასევე გამოიცა 1992 წელს, როგორც 7 და კომპაქტ დისკის ფორმატის მქონე სინგლი. მასში შეტანილია სიმღერების Invisible Touch, Abacab და The Brazilian საკონცერტო ვერსიები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Invisible Touch (სიმღერა) საიტზე Discogs
