Nursery Cryme

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nursery Cryme
სტუდიური ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 12 ნოემბერი, 1971
ჩაიწერა აგვისტო, 1971
სტუდია Trident Studios, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 39:29
ლეიბლი Charisma
პროდიუსერი ჯონ ენტონი
ჯენესისი - ქრონოლოგია
Trespass
(1970)
Nursery Cryme
(1971)
Foxtrot
(1972)

Nursery Cryme (ქართ. დანაშაული საბავშვო ოთახში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1971 წელს, ლეიბლზე Charisma Records. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი დრამერ ფილ კოლინზის და გიტარისტ სტივ ჰეკეტის მონაწილეობით. ალბომი ჩაიწერა 1971 წლის აგვისტოში, 1970–71 წლების ტურნეს შემდეგ, რომელიც წინა სტუდიური ჩანაწერის, Trespass-ის მხარდასაჭერად გაიმართა.

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენესისი დაუბრუნდა ხუთკაციან შემადგენლობას სტივ ჰეკეტის 1971 წლის იანვარში გამოჩენის შემდეგ. მანამდე რამდენიმე თვით ადრე ჯგუფს შეუერთდა დრამერი ფილ კოლინზი. ამრიგად, ჰეკეტამდე კოლექტივში შედიოდნენ: კოლინზი, პიტერ გებრიელი (ვოკალი), ტონი ბენქსი (კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბას-გიტარა). ოთხი მუსიკოსისგან შემდგარ ჯენესისში ბენქსი უკრავდა გიტარაზე და კლავიშებიანებზე. თავად ტონი იხსენებდა, რომ ერთდროულად ორ კლავიშებიან ინსტრუმენტზე დაკვრამ მისი ტექნიკა დახვეწა. ჯენესისმა გამართა ტურნე Trespass, რომელიც 1971 წლის ივლისში დაასრულა. ამ მომენტიდან მიმდინარეობდა მომზადება ახალი ალბომის ჩასაწერად. სიმღერები დაიწერა კრაუბოროში (აღმოსავლეთი სასექსი) მდებარე სახლში, რომელსაც მათი მენეჯერი ტონი სტრეტონ-სმითი ფლობდა.[1]

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nursery Cryme ჩაიწერა 1971 წლის აგვისტოში, სტუდიაში Trident Studios, პროდიუსერ ჯონ ენტონის თანაშემწეობით.[2] გარეკანზე, ისევე, როგორც წინა ჩანაწერის შემთხვევაში, მუშაობდა პოლ უაიტჰედი.[3] მასზე ასახულია სცენები ალბომის პირველი კომპოზიციიდან "The Musical Box" და კოქსჰილი, მამული კროკეტის მინდვრით, სადაც გებრიელი იზრდებოდა.[4][5]

"The Musical Box" წარმოიშვა ჯენესისის ყოფილი გიტარისტის, ენტონი ფილიპსის ინსტრუმენტული კომპოზიიიდან [6], რომელსაც "F#" ეწოდებოდა, მოგვიანებით კი Jackson Tapes-ის სახელით იყო ცნობილი (ეს ვერსია შეტანილია ბოქს-სეტში Genesis 1970–1975). ფინალურ ვერსიაში გამოყენებული სოლოს ავტორია მიკ ბერნარდი, რომელიც ფილიპსს ხანმოკლე პერიოდით ჩაენაცვლა.[7]

"For Absent Friends", ალბომის მეორე სიმღერა, არის ჯენესისის პირველი ჩანაწერი ფილ კოლინზის, როგორც წამყვანი ვოკალისტის მონაწილეობით. "The Return of the Giant Hogweed" არის მხიარული ამბავი ტოქსიკური მცენარის Heracleum mantegazzianum გავრცელების შესახებ, მას შემდეგ, რაც იგი რუსეთში „დაიჭირა“ და ინგლისში შემოიტანა ვიქტორიანული ეპოქის მკვლევარმა.[8]

ალბომის სახელწოდება არის სიტყვების თამაში nursery rhyme-ით (ქართ. საბავშვო სიმღერა) და crime-ით (ქართ. დანაშაული).

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nursery Cryme გამოვიდა 1971 წლის ნოემბერში. ალბომი 1974 წლის მაისამდე ბრიტანეთის ჩარტში არ მოხვედრილა. შეაღწია რა ამ სიაში, იგი 39-ე პოზიციამდე ავიდა და მხოლოდ 1984 წლის მარტში დაბრუნდა - 68-ე ადგილამდე ასვლით. იტალიაში ალბომი #4 იყო.[9]

შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 4/5 stars[10]
რობერტ კრისტგოუ C−[11]
Rolling Stone (შერეული)
The Rolling Stone Album Guide 2/5 stars[12]

კრიტიკოსთა მიერ ალბომის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. რიჩარდ კრომლინი (Rolling Stone) დასკვნის სახით წერდა, რომ „Nursery Cryme-ის მთავარი პრობლემა არის არა ჯენესისის კონცეფციები, რომლებიც, სხვა თუ არაფერი, სასტიკად მახვილგონიერი და საყვარლად ექსცენტრიულია; არც მათი მუსიკალური სტრუქტურების ხანგრძლივი, მრავალი ნაწილისგან შემდგარი ფარგლები, რომლებზეც დამოკიდებულია თხრობები; არც შესრულება, რომელიც დროდადრო ფრიად უხალისოა. სინამდვილეში პრობლემაა საშინელი პროდიუსერული სამუშაო, ბინძური, უცხო ხორცი, რომელიც მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად აუცილებელია დასარტყმელების და გიტარების აფეთქებები, ორგანის კივილი და ვოკალის ბასრი გამოყენება, ჩუმად ჟღერს“. თუმცა, მან დრო ადგილი დაუთმო რამდენიმე სიმღერის დადებითად შეფასებას და აღნიშნა, რომ ჯგუფის იმედი ჰქონდა.

შემდეგ წლებში გამოქვეყნებული რეტროსპექტიული მიმოხილვები უფრო დადებითი იყო. BBC Music აღიარებდა ჯგუფის ორ ახალ წევრს, როგორც ფუნდამენტურს ჯენესისის საშემსრულებლო წარმატებისთვის, ხაზს უსვამდა რა, რომ „კოლინზის მახვილ დასარტყმელებს ემატება მისი გებრიელივით ჟღერადობის საოცარი ნიჭი.[...] ჰაკეტის ტეპინგის და კრეშენდოების ტექნიკამ მართლაც გააფართოვა ჯგუფის პალიტრა, რამაც ტონი ბენქსს მეტი სივრცე მისცა მისი Delius-ის ორგანზე საფირმო ნიშნის მქონე შესრულებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ Mellotron-ზე.“ მან აგრეთვე დაამატა, რომ „ჯენესისმა ფაქტობრივად საკუთარი ჟანრი გამოიგონა, ედვარდისეული როკი.“[13] მიუხედავად იმისა, რომ AllMusic-ის სტივენ თომას ერლეუაინი ალბომს მეტად უსწორმასწოროს უწოდებდა, მისი აზრით "The Musical Box" და "The Return of the Giant Hogweed" წარმოადგენენ „ნამდვილ შედევრებს“ და „თუკი ალბომის დანარჩენი სიმღერები არ არის ასეთი მიმზიდველი ან სტრუქტურირებული, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ამ სიმღერებში გამოჩნდა, თუ რა შეეძლო ჯენესისს და მათ კვლავ თვლიან ჯგუფის შესაძლებლობების მწვერვალად“.[10] რობერტ კრისტგოუს მიმოხილვა კი მთლიანად სარკაზმით გაჯერებული შეძახილებისგან შედგებოდა.[11] გედი ლიმ (ჯგუფი Rush) The Quietus-თან ინტერვიუში ახსენა, რომ ეს ალბომი მისი ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერია.[14]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი[2].

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. The Musical Box   10:24
2. For Absent Friends   1:44
3. The Return of the Giant Hogweed   8:09
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Seven Stones   5:08
2. Harold the Barrel   2:59
3. Harlequin   2:53
4. The Fountain of Salmacis   7:54

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენესისი[2]
  • პიტერ გებრიელი – წამყვანი ვოკალი, ფლეიტა, დიდი დოლი, დაირა
  • სტივ ჰეკეტი – ელექტრონული და 12 სიმიანი გიტარები
  • ტონი ბენქსი – ორგანი, ბექ-ვოკალი, მელოტრონი, აკუსტიკური და ელექტრონული ფორტეპიანო, 12 სიმიანი გიტარა
  • მაიკ რეზერფორდი – ბას-გიტარა, ბექ-ვოკალი, ბას-პედალი, 12 სიმიანი გიტარა
  • ფილ კოლინზი – დასარტყმელები, ბექ-ვოკალი, წამყვანი ვოკალი ("For Absent Friends"), პერკუსია
სხვა პერსონალი[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციტატები
  1. Genesis 2007, p. 105–106.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Nursery Cryme (Media notes). Charisma Records. 1971. CAS 1052. 
  3. Kevin Holm-Hudson (2008). Genesis and The Lamb Lies Down on Broadway. Ashgate Publishing, Ltd., გვ. 15. 
  4. Edward Macan (1997). Rocking the Classics: English Progressive Rock and the Counterculture. Oxford University Press, გვ. 60-61. 
  5. Daryl Easlea (11 Oct 2013). Without Frontiers: The Life & Music of Peter Gabriel. Music Sales Limited, გვ. 22. 
  6. http://www.anthonyphillips.co.uk/discography/arccol.htm
  7. Interview with Anthony Phillips; Interview with Richard MacPhail
  8. Austin, Jon. “WATCH: Did Genesis bizarrely predict Britain's Giant Hogweed nightmare 44 years ago?“, Daily Express, Northern and Shell Media Publications., 18 July 2015. წაკითხვის თარიღი: 6 August 2015. 
  9. გალო, ა.: 'Genesis From One Fan to Another, page 20. Omnibus Press, 1984
  10. 10.0 10.1 Erlewine, Stephen Thomas. (2011)Nursery Cryme – Genesis | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  11. 11.0 11.1 კრისტგოუ, რობერტ. CG: Genesis. რობერტChristgau.com. წაკითხვის თარიღი: 7 June 2012.
  12. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8. 
  13. Jones, Chris. (18 April 2007) BBC – Music – Review of Genesis – Nursery Cryme. BBC. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  14. In The Mood: The Favourite Albums Of Rush's Geddy Lee (29 June 2012).
ბიბლიოგრაფია
  • ბენქსი, ტონი; კოლინზი, ფილ; გებრიელი, პიტერ; ჰეკეტი, სტივ; რეზერფორდი, მაილ (2007). Genesis. Chapter and Verse. Weidenfeld and Nicholson. ISBN 978-0-297-84434-1. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nursery_Cryme&oldid=3011420“-დან