შინაარსზე გადასვლა

No Son of Mine

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„No Son of Mine“
სინგლიჯენესისი
ალბომიდან We Can't Dance
გამოსვლის თარიღი 31 ოქტომბერი, 1991
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 5: 46 (რადიოს ვერსია)
6: 39 (ალბომის ვერსი)
ხმისჩამწერი ლეიბლი Atlantic
Virgin
პროდიუსერი ჯენესისი
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია
„Throwing It All Away“
(1987)
No Son of Mine
(1991)
„I Can't Dance“
(1991)

No Son of Mineინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სინგლი 1991 წლის ალბომიდან We Can't Dance.

სიმღერაში საუბარია ბიჭუნაზე, რომელიც გარბის სახლიდან, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება შინ და მოსდის დიდი კამათი მამასთან.

სიმღერა აღსანიშნავია სპეციფიკური ხმით, რომელიც ჟღერს შესავალში და მეორე სტროფის დროს. ჯგუფი მას თავად უწოდებდა სპილოს ხმას. ტონიმ ეს ხმა მიიღო მაიკ რეზერფორდის გიტარის ხმის სინთეზატორზე ჩაწერითა და მათი დაბალ რეგისტრში დაკვრით.

რადიოს ვერსია წყდება იქ, სადაც ჩვეულებრივ ვერსიაში ჟღერს ფინალური იმპრვიზაცია. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებულია ალბომის ვერსია.

სინგლში შეტანილი იყო ალბომის „We Can't Dance“ კიდევ ერთი სიმღერა „Living Forever“.

სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში მოთხრობილია იგივე ისტორია, რაც ტექსტში. ამასთან, ჯგუფის წევრები დგანან ოთახში, სადაც მიმდინარეობს მოვლენები, მაგრამ ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს სამი შეუმჩნევლად უკრავს და მღერის.

ბრიტანეთი / ევროპა [1]
  1. No Son Of Mine - 6:42
  2. Living Forever - 5:40
  3. Invisible Touch (საკონცერტო) - 5:00
აშშ [2]
  1. No Son Of Mine - 6:42
  2. Living Forever - 5:40