Los Endos

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Los Endos“
სიმღერა - ჯენესისი, ალბომიდან A Trick of the Tail
გამოსვლის თარიღი 20 თებერვალი 1976
ჩაიწერა ოქტომბერი-ნოემბერი 1975
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:47
ხმისჩამწერი ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atco (აშშ)
ავტორი ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი/სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი
პროდიუსერი დევიდ ჰენჩელი, ჯენესისი
A Trick of the Tail - სიმღერები
A Trick of the Tail
(7)
Los Endos
(8)

Los Endos — ინსტრუმენტული, რიგით მერვე კომპოზიცია ჯგუფ ჯენესისის 1976 წლის ალბომზე A Trick of the Tail. მასში წარმოდგენილია ექსპერიმენტების ჯაზ-ფიუჟენისა და პროგრესული როკის ჟანრებში. კომპოზიციაში ფილ კოლინზის მიერ ჯგუფში Brand X მოღვაწეობის პერიოდის სტილისტიკაა შეიმჩნევა.

სათაური Los Endos არ არის ესპანურ თუ რომელიმე სხვა ენაზე, იგი უფრო მეტად ენების პაროდირებას წარმოადგენს და აღნიშნავს დასასრულს.

კომპოზიციაში ჟღერს ნაწყვეტები ჯენესისის სხვა ნომრებიდან. შესავალი აღებულია სიმღერიდან It's Yourself, რომელიც გამოვიდა სინგლზე Ripples. ფინალური სექცია აგებულია სიმღერებზე Dance on a Volcano და Squonk.

კომპოზიციის ბოლოს ჟღერს ფილ კოლინზის ვოკალი და სიტყვები There's an angel standing in the sun...There's an angel standing in the sun / free to get back home. ეს სტრიქონები აღებულია 1972 წელს გამოცემული ალბომის Foxtrot კომპოზიციის Supper's Ready სექციიდან As Sure as Eggs Is Eggs (Aching Men's Feet). ეს ტექსტი არის ერთგვარი მიძღვნა 1975 წელს ჯგუფიდან წასული პიტერ გებრიელისადმი.

სიმღერის Dance on a Volcano რეპრიზა ალბომის ბოლოს არ არის ერთადერთი ჯგუფის შემოქმედებაში. ალბომების Selling England by the Pound, Seconds Out და Duke ფინალში გამოყენებულია მსგავსი კომპოზიციური მიდგომა.

კომპოზიცია რეგულარულად სრულდებოდა ჯგუფის საკონცერტო გამოსვლებზე, 1976-1987 წლებში. ტურნეს We Can't Dance მსვლელობისას მას არ უკრავდნენ, მაგრამ დააბრუნეს საკონცერტო პროგრამაში 2007 წლის ტურნეზე Turn It On Again. 1977-1981 წლებში სიმღერას კონცერტებზე ასრულებდნენ Dance on a Volcano-სთან ერთად. 1982 წლიდან სრულდებოდა შერწყმული Drum Duet / Los Endos (დუეტი დასარტყამ ინსტრუმენტებზე Los Endos-სთან ერთად).

Los Endos-ის 1976 წლის საკონცერტო ვერსია შეტანილია ფილმში Genesis: In Concert და ალბომებში Seconds Out და Live Over Europe 2007. იგი ასევე მოხვდა 3 დისკიან კრებულში Platinum Collection.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Los_Endos&oldid=3294468“-დან