Dancing with the Moonlit Knight
„Dancing with the Moonlit Knight“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა, შემსრულებელი – ჯენესისი, ალბომიდან Selling England by the Pound | ||||
გამოსვლის თარიღი | 3 აგვისტო 1973 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა | 8:04 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Charisma | |||
ავტორი | ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი, ფილ კოლინზი, სტივ ჰეკეტი, პიტერ გებრიელი | |||
პროდიუსერი | ჯენესისი, ჯონ ბერნსი | |||
Selling England by the Pound - სიმღერები | ||||
|
"Dancing with the Moonlit Knight" — პირველი სიმღერა ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ალბომზე Selling England by the Pound.
კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სიმღერა იწყება ა კაპელათი. შემდეგ იგი სულ უფრო ხმაურიანი და რიტმული ხდება, მძიმე როკის ერთგვარი ჟღერადობით. ეს არის ერთ-ერთი იმ სიმღერებიდან, რომლებშიც ტონი ბენქსი იყენებს მელოტრონ M400-ს. კომპოზიციაში ჟღერს 8 ვოკალიანი გუნდი, ხოლო ფინალურ სექციაში - სიმებიანი ორკესტრი. გიტარისტი სტივ ჰეკეტი იყენებს ტეპინგის ტექნიკის ადრეულ მაგალითებს.
სიმღერის მელოდია მეორდება "The Cinema Show"-ს ფინალში და "Aisle of Plenty"-ში. მოტივი აღებულია აკორდების თანმიმდევრობიდან, რომელშიც იგივე აკორდებია, რაც "Cinema Show"-ში, განსხვავებული თანმიმდევრობით.
ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სიმღერის ტექსტი წარმოადგენს კომენტარს თანამედროვე ინგლისის თემებზე, მაგალითად, ბრიტანეთისთვის ტიპური მწვანე ფარიანი მარკების შესახებ. ″chewing through your Wimpy dreams″-ში იგულისხმება ბრიტანეთში, 1970-იანების დასაწყისში არსებული ჰამბურგერების რესტორნების ქსელი Wimpy. ალბომმა Selling England by the Pound სახელწოდება შეიძინა სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონის გავლენით.
სტრიქონის "'Paper late!' Cried a voice in the crowd" გავლენით შეიძინა სახელწოდება ჯგუფის 1982 წლის სიმღერამ "Paperlate".
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პიტერ გებრიელი: ვოკალი, ფლეიტა, ჰობოი, ბას-დოლი, დაირა
- სტივ ჰეკეტი: ელექტრონული და აკუსტიკური გიტარები
- მაიკ რეზერფორდი: ბას-გიტარები და აკუსტიკური გიტარა, ბას-პედლები
- ტონი ბენქსი: ARP Pro Soloist, მელოტრონი, Hammond-ის ორგანი, ფორტეპიანო
- ფილ კოლინზი: დასარტყმელი საკრავები, პერკუსია