The Silent Sun

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Silent Sun“
სინგლიჯენესისი
ალბომიდან From Genesis to Revelation
გამოსვლის თარიღი 22 თებერვალი, 1968 (1968-02-22)
ივლისი, 2006 (2006-07) (განახლებული გამოცემა)
ჟანრი ფოლკ როკი
ხანგრძლივობა 2:13
ხმისჩამწერი ლეიბლი Decca Records (ბრიტანეთი)
London Records (აშშ)
პროდიუსერი ჯონათან კინგი
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია
The Silent Sun
(1968)
„The Knife“
(1971)

The Silent Sunინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა და პირველი სინგლი პირველი სტუდიური ალბომიდან From Genesis to Revelation. მისი ავტორები არიან ტონი ბენქსი და პიტერ გებრიელი. მათივე თქმით, ასეთი უბრალო სიმღერა სპეციალურად დაიწერა ჯგუფ ბი ჯიზის სტილში, რადგანაც პროდიუსერი ჯონატან კინგი თავად იყო ამ ტრიოს დიდი მოყვარული.[1]

The Silent Sun არის ფოლკ როკისა და პოპ-მუსიკის ნაზავი. მასში გამოიყენება ორკესტრი და ჟღერს საკმაოდ რომანტიკული ლირიკა, რაც მას მკვეთრად განასხვავებს შემდეგი ალბომების სიმღერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჯენესისის პირველი წარმატებული სინგლი, იგი არ არის შეტანილი ჯგუფის არც ერთ კრებულში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Silent Sun
  2. That's Me

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Genesis: A History (1990).