ქარიშხლიანი უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ქარიშხლიანი უღელტეხილი Wuthering Heights“

პირველი გამოცემა
ავტორი ემილი ბრონტე
ქვეყანა ინგლისი
ენა ბრიტანული ინგლისური
ჟანრი ტრაგედია, გოთური
გამოცემის თარიღი 1847 წელი
oclc 71126926
წინამორბედი ჯინ რისი
ISBN 0-486-29256-8

ქარიშხლიანი უღელტეხილი 1847 წლის ემილი ბრონტეს რომანი, რომელიც თავდაპირველად გამოიცა მისი ფსევდონიმით ელის ბელი. წიგნი ეხება დასავლეთ იორკშირში მცხოვრები აზნაურების ორ ოჯახს, ერნშოუსა და ლინტონებს, და მათ მშფოთვარე ურთიერთობებს ერნშოუს აყვანილ შვილთან, ჰითკლიფთან. რომანზე დიდი გავლენა მოახდინა რომანტიზმმა და გოთურმა მხატვრულმა ლიტერატურამ.

ქარიშხლიანი უღელტეხილი დღეს ინგლისურად დაწერილ რომანებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, მაგრამ ავტორის თანამედროვეთა შეფასებები პოლარიზებული გახლდათ. რომანი საკამათო იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, მათ შორის ოჯახური ძალადობის აღწერისა და ვიქტორიანული მორალისა და რელიგიურ-სოციალური ღირებულებების გამოწვევის გამო. [1]

ქარიშხლიანი უღელტეხილი მრავალი არტისტის შთაგონების წყარო გამხდარა. ინგლისელ მომღერალ კეიტ ბუშს ეკუთვნის ამავე სახელწოდების სიმღერა. რომანის მიხედვით ასევე გადაიღეს რამდენიმე ფილმი და სერიალი, ის დაიდგა თეატრშიც.

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eagleton, Terry (2005). Myths of Power. A Marxist Study of the Brontës. London: Palgrave MacMillan. ISBN 978-1-4039-4697-3.