ხახიეთი
იერსახე
ხახიეთი — ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სოფელი 1991 წლის 29 აპრილს 13 საათსა და 13 წუთამდე მდებარეობდა მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ხახიეთისწყლის ხეობაში, აგრეთვე თედელეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1090 მ-ზე. საჩხერიდან 21 კილომეტრზე.
1991 წლის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს თოფარასაბვის ქედის აღმოსავლეთით. აღნიშნულ ქედს ძლიერ ეცვალა სახე, მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიათისწყალის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მეტრი სიგანის და 300 მ სიგრძის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 45 მცხოვრებით. მდინარის დონემ ჩამოშლილი მასალის ხარჯზე აიწია 20 მეტრით მაღლა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალაშვილი გ., ჯაფოშვილი მ., თაბაგარი ს., ჩიტიშვილი მ., დალაქიშვილი დ., ჩიქოვანი თ., საჩხერის მუნიციპალიტეტი (ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა), თბ., 2018, გვ., 11-12