სუფოზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუფოზიის გრაფიკული გამოსახულება.

სუფოზია (ლათ. suffosio — ძირის გამოთხრა) — ქანებში ჩაჟონილი წყლის მიერ წვრილი მინერალური ნაწილაკებისა (მექანიკური სუფოზია) და ხსნადი ნივთიერებების გამოტანა (გამოტუტვა). სუფოზია არღვევს გრუნტების მიკროაგრეგატულ სტრუქტურას, წარმოქმნის მიწისქვეშა სიღრუეებს და იწვევს ზემოთ მდებარე შრეების ჩაწოლას, რის გამოც ხმელეთის ზედაპირზე ჩნდება 10 მ და ზოგჯერ მეტი დიამეტრის დუბეები და ძაბრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]