ჟაკ ფრანსუა ალევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ ფრანსუა ალევი

ჟაკ ფრანსუა ფრომანტალ ელი ალევი (ჰალევი) (ნამდვილი სახელი და გვარი ელიას ლევი) (დ. 27 მაისი, 1799, პარიზი — გ. 17 მარტი, 1862, ნიცა) — ფრანგი კომპოზიტორი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1836). ნატიფი ხელოვნების აკადემიის მუდმივი მდივანი (1854-იდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1809–1819 სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში (ა. ბერტონსა და ლ. კერუბინისთან), სადაც პარალელურად 1816-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა (1827-იდან პროფესორი), მისი მოწაფეები იყვნენ ჟორჟ ბიზე, შარლ გუნო, კამილ სენ-სანსი. ალევი ე. წ. დიდი ოპერის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერები „კვიპროსის დედოფალი“ (1841), „შარლ VI“ (1843) და განსაკუთრებით „ებრაელი ქალი“ („კარდინალის ასული“, 1835). დაწერილი აქვს აგრეთვე ბალეტები, კანტატები, საკულტო მუსიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]