რობერტ შუმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ შუმანი

ალექსანდრე რობერტ შუმანი დაიბადა 1810 წლის 8 ივლისს. იგი იყო გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორი. პატარობიდან რობერტს უნდოდა ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი. გარდაიცვალა 1856 წლის 29 ივლისს და დაკრძალულია ქალაქ ბონში.

1840 წელს რ.შუმანს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

იმავე წელს, 12 სექტემბერს, ლაიფციგის ეკლესიაში შუმანი თავისი მასწავლებლის ფრიდრიხ ვიკის ქალიშვილზე, გამოჩენილ პიანისტზე კლარა ვიკზე დაქორწინდა.

შუმანმა დიდი წვლილი შიტანა მუსიკის სამყაროში, არა მარტო როგორც კომპოზიტორმა და პიანისტმა, ასევე როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ის თავის წერილებს გაზეთებში და ჟურნალებში მაესტრო რაროს, ფლორესტანისა და ევზესიუსის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებების მოკლე სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფორტეპიანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარიაცია "Allegro" op-(1830)
  • პეპლები op2 - (1829-1830)
  • ტოკატა op7 - (1832)
  • კარნავალი op9 - (1834-1835)
  • სიმფონიური ეტიუდები op13 - (1834)
  • დავითსბიუნდლერების ცეკვა op6 - (1834)
  • ფანტასტიკური პიესები op12 - (1837)
  • საბავშვო სცენები op15 - (1837)
  • კრეისლერიანა op16 - (1838)
  • ვენის კარნავალი op26 - (1839)
  • არაბესკები op18 - (1839)
  • ღამის პიესები op23 - (1839)
  • სამი რომანსი op28 - (1839)
  • იუმორესკა op20 - (1839)
  • ეტიუდი ფ/პ-თვის პაგანინის კაპრიზებზე op3 - (1832)
  • ალბომი ახალგაზრდებისათვის op66 - (1848)
  • ტყის სცენები op82 - (1848-1849)
  • ფურცლები ალბომიდან op124 - (1832-1845)
  • ჭრელი ფურცლები op99
  • სონატა №1 fis-moll op11 - (1833-1835)
  • სონატა №3 g-moll op22 (1833-1838)
  • სონატა №4 f-moll op14 (1835)
  • ფანტაზია c-dur op17 (1836)

დუეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Andante და ვარიაციები 2 ფ/პ - თვის op46 (1843)
  • აღმოსავლური სურათები op66 (1848)
  • სამეჯლისო სცენები op109 (1851)
  • 20 პიესა პატარებისა და დიდი ბავშვებისათვის op85 (1849)

ვოკალური (ციკლი და კრებულები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "მირტები" op25 (1840)
  • "სიმღერების წრე" op39 (1840)
  • "სიყვარული და ქალის ცხოვრება" op42 (1840)
  • "პოეტის სიყვარული" (ჰაინე) op48 (1840)
  • ესპანური სასიყვარულო სიმღერები op138 (1849)
  • "ვილგელმმეისტერის" სიმღერები op98a (1849)
  • საყმაწვილო სასიმღერო ალბომი op79 (1849)
  • 200-ზე მეტი სიმღერა და დაახლოებით 35 კრებული

სიმფონიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმფონია №1 B-dur "საგაზაფხულო" op38 (1841)
  • სიმფონია №2 c-dur op61 (1846)
  • სიმფონია №3 Es-dur "რეინის" op97 (1850)
  • სიმფონია №4 d-moll op120 (1841)
  • უვერტიურა, სკერცო და ფინალი E-dur op52 (1841)
  • უვერტიურა "მანფრედისათვის" op115 (1848-49)
  • უვერტიურა "გენოვევასათვის" op81 (1848)
  • უვერტიურა "მესინსკის პატარძლისათვის" op100 (1850-1851)
  • უვერტიურა "იულიუს ცეზარისათვის" op128 (1851)
  • უვერტიურა "ჰერმან და დოროტესათვის" op136 (1851)
  • უვერტიურა სცენებიდან "ფაისტისათვის"(1853)
  • უვერტიურა "საქეიფო რეინისათვის"op123 (1853)

კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კონცერტი ფ/პ და ორკესტრისათვის a moll (1841-45)
  • ინტროდუქცია და Allegro appassionato - G-dur (1849)
  • კონცერტი ჩელოსთვის ორკესტრთან ერთადa moll (1850)
  • საკონცერტო Allegro ფ/პ და ორკესტრისათვის a moll (1853)
  • ფანტაზია ვიოლინოსა და ორკესტრისათვის C dur (1853)

კამერულ -ინსტრუმენტალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამსიმებიანი კვარტეტი (1842)
    • №1 - a moll
    • №2 - F dur
    • №3 - A dur
  • საფორტეპიანო კვარტეტი Es dur (1842)
  • საფორტეპიანო ტრიოd moll (1847)
  • საფორტეპიანო ტრიო E dur (1849)
  • საფორტეპიანო ტრიო g moll
  • სონატა ვიოლინისა და ფ/პ-თვის d moll (1851)
  • სამი რომანსი ჰობიისა და ფ/პ-თვის (1849)
  • ფანტასტიკური პიესა ფ/პ, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსათვის (1842)
  • ფანტასტიკური პიესა კვარტეტისა და ფ/პ-თვის (1849)

საგუნდო და დრამატული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოპერა "გენოვევა" (1848)
  • მუსიკა ბაირონის დრამატული პოემისათვის "მანფრედი" (1849)
  • სცენები გოეთეს "ფაუსტისათვის" (1844-53)
  • "სამოთხე და პერი" მურის ტექსტზე (1843)
  • "ვარდის მოგზაურობა" - ხორნას ტექსტზე (1851)
  • "უფლისწული" - ულანდის ტექსტზე (1851)
  • "პაჟი და მეფის ასული" - გეიბელის ტექსტზე (1852)
  • დაახლოებით 120 ვოკალური ანსამბლი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ostwald, Peter, Schumann – The inner voices of a musical genius, Northeastern University Press, Boston, 1985 ISBN 1-55553-014-1.
  • Fuller-Maitland, John Alexander. (1884). Schumann. S. Low, Marston, Searle & Rivington (reissued by Cambridge University Press, 2009; ISBN 978-1-108-00481-7)
  • Ostwald, Peter (1985). Schumann, The Inner Voices of a Musical Genius. Northeastern University Press. ISBN 1-55553-014-1. 
  • Perrey, Beate (ed.) (2007). The Cambridge Companion to Schumann. Cambridge University Press. ISBN 0-521-78950-8. 
  • Rice-See, Lynn (2008). The Piano Teaching of Walter Hautzig with 613 Examples from the Works of Beethoven, Schubert, Schumann, and Chopin, Edwin Mellen Press. ISBN 0-7734-4981-7
  • Tunbridge, Laura (2007). Schumann's Late Style. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-87168-6. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]