ლუდვიგ ფოიერბახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახი
გერმ. Ludwig Andreas von Feuerbach
Feuerbach Ludwig.jpg
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1804
ლანდსჰუტი,
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 1872
ნიურნბერგი, ბავარიის სამეფო, გერმანიის იმპერია
მოქალაქეობა Flag of the German Empire.svg გერმანიის იმპერია
ძირითადი ინტერესები რელიგიის ფილოსოფია, ეთიკა
გავლენა მოახდინეს ჰეგელი, კარლ დაუბი, ფრიდრიხ შლაიერმახერი, ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი
გავლენა მოახდინა კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, მაკს შტირნერი, ფრიდრიხ ნიცშე, მარტინ ბუბერი, ბრუნო ბაუერი, რიხარდ ვაგნერი
ხელმოწერა Feuerbach sig.svg

ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახი (გერმ. Ludwig Andreas von Feuerbach; დ. 28 ივლისი, 1804, ლანდსჰუტი — გ. 13 სექტემბერი, 1872, ნიურნბერგი) — გერმანელი ფილოსოფოსი-მატერიალისტი, ათეისტი, კომუნისტი და ანთროპოლოგი. ყველაზე მეტად ცნობილი თავისი წიგნით — ქრისტიანობის არსება. განათლება მიიღო ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ჰეგელის სალექციო კურსის დასრულების შემდეგ მამას მისწერა: „4 წლის განმავლობაში ჰეგელისგან იმაზე მეტი ვისწავლე, ვიდრე მანამდე განვლილ 2 წელიწადში სრულად.“

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდვიგ ფოიერბახი დაიბადა 1804 წლის 28 ივლისს ლანდსჰუტში, ბავარიაში, ცნობილი კრიმინალისტის ანსელმ ფოიერბახის ოჯახში. 1823 წელს შევიდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა, მალევე, მან თავისი მშობლების სურვილის წინააღმდეგ, უარი თქვა თეოლოგიაზე და ფილოსოფიის შესწავლა გადაწყვიტა. 1824 წელს მიატოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ფილოსოფიას კითხულობდა ჰეგელი. 1825 წელს მამისადმი მიწერილ წერილში ამბობს:

„აღსრულდა: მე მივატოვე თეოლოგია, სული ჩემი ახლა უკვე აღარ იმყოფება საღვთო ქვეყნის საზღვრებში; ...მე მინდა გულზე მივიხუტო ბუნება, რომლის სიღრმის წინაშე შეძრწუნებული უკან იხევს მხდალი ღვთისმეტყველი, მე მინდა გულზე მივიხუტო ადამიანი, მაგრამ მთელი ადამიანი, რომლის გაგებას შეძლებს არა ღვთისმეტყველი, არა ანატომი ან იურისტი, არამედ მხოლოდ ფილოსოფოსი.“[1]

1829 წელს, ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფოიერბახმა ერლანგენის უნივერსიტეტში დაიკავა პრივატ-დოცენტის თანამდებობა და ლექციებს კითხულობდა ლოგიკასა და მეტაფიზიკაში. აქ მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „ერთიანი, ზოგადსაყოველთაო და განუსაზღვრელი გონების შესახებ“, რომელიც დაწერილი იყო ჰეგელის ობიექტური იდეალიზმის პოზიციიდან. 1830 წელს ანონიმურად გამოსცა თავისი ნაშრომი: „აზრები სიკვდილისა და უკვდავების შესახებ“, რომელშიც უარყოფს ინდივიდუალური სულის უკვდავებას და ასაბუთებს იმას, რომ ადამიანმა მთელი ყურადღება ზეციდან რეალურ, მიწიერ ცხოვრებას უნდა გადაიტანოსო. მალევე თეოლოგებმა წიგნის კონფისკაცია მოახდინეს.

ფოიერბახის პირველ მნიშვნელოვან ნაშრომად მის მიერ 1833 წელს გამოქვეყნებული „ფილოსოფიის ისტორია ბეკონიდან სპინოზამდე“ ითვლება, რომელიც ჰეგელის ფილოსოფიის გავლენით დაწერა. ამ ნაშრომში უკვე „აღმოცენებულია“ კითხვა, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად აინტერესებდა ფოიერბახს - კითხვა ფილოსოფიის რელიგიასთან მიმართების შესახებ. მომდევნო წელს გამოაქვეყნა „მწერალი და ადამიანი“. 1837 წელს - „ლაიბნიცის ფილოსოფიის დალაგება, განვითარება და კრიტიკა“, ხოლო 1939 წელს მონოგრაფია „პიერ ბეილზე“, რომელშიც იგი ასაბუთებს დებულებას გონებისა და რწმენის შეუთავსებლობაზე, რაც შემდეგში ღრმად განავითარა „ქრისტიანობის არსებაში“.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „აზრები სიკვდილისა და უკვდავების შესახებ“ (1830)
  • „ფილოსოფიის ისტორია ბეკონიდან სპინოზამდე“ (1833)
  • „მწერალი და ადამიანი“ (1834)
  • „ლაიბნიცის ფილოსოფიის დალაგება, განვითარება და კრიტიკა“ (1837)
  • „პიერ ბეილი“ (1839)
  • „ქრისტიანობის არსება“ (1841)
  • „ფილოსოფიის რეფორმის აუცილებლობა“ (1842)
  • „წინასწარი თეზისები ფილოსოფიის რეფორმისათვის“ (1842)
  • „მომავლის ფილოსოფიის ძირითადი საფუძვლები“ (1843)
  • „რელიგიის არსება“ (1845)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. L. Feuerbach, Sämmtliche Werke, B. 2, Stuttgart, 1904, გვ. 362