ადამ მიცკევიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამ მიცკევიჩი

ადამ მიცკევიჩი (პოლ. Adam Mickiewicz; დ. 24 დეკემბერი, 1798 — გ. 26 ნოემბერი, 1855) — პოლონელი პოეტი და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1819 წელს დაამთავრა ვილნოს უნივერსიტეტი. 1822-1823 წლებში გამოაქვეყნა ორი მცირე პოეტური კრებული რომლითაც იწყება რომანტიული მიმდინარეობა პოლონურ ლიტერატურაში. 1824 წელს პოლონურ პატრიოტულ ორგანიზაციებში აქტიური მონაწილეობისთვის გადაასახლეს რუსეთში. ცხოვრობდა ოდესაში, მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში. 1829 წელს მიიღო დასავლეთ ევროპაში წასვლის ნებართვა.

რუსეთში მიცკევიჩმა დაწერა „ყირიმის სონეტები“ (Sonety krymskie, 1826) და ებაირონის სულისკვეთების ეპიკური პოემა „კონრად ვალენროდი“ (Konrad Wallenrod, 1828). 1829-1831 წლებში ძირითადად რომში მცხოვრები მიცკევიჩი მისტიციზმმა გაიტაცა.

რომში ყოფნისას, 1830 წელს პოლონეთის აჯანყების შესახებ შეიტყო თუმცა სამშობლოში მხოლოდ 1831 წელს დაბრუნდა. 1832 წლიდან ის დასახლდა პარიზში, სადაც გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლების დიდი ნაწილი.

1832-1834 წლებში მან დაწერა თავისი ორი უდიდესი პოემა: „ძიადების“ (Dziady) მესამე ნაწილი და „პან ტადეუში“ (Pan Tadeusz).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Adam Mickiewicz, Konrad Wallenrod and Grażyna, translated by Irene Suboczewski, Rowman & Littlefield, 1989, ISBN 0-8191-7556-0.
  • Adam Mickiewicz, The Sun of Liberty: Bicentenary Anthology, 1798-1998, bilingual edition, Warsaw, Energeia, 1998, ISBN 83-85118-74-8.
  • Roman Koropeckyj, Adam Mickiewicz: The Life of a Romantic, Ithaca, Cornell University Press, 2008, ISBN 978-0-8014-4471-5.
  • Jadwiga Maurer, Z matki obcej... Szkice o powiązaniach Adama Mickiewicza ze światem Żydow (Of a Foreign Mother... Sketches about Adam Mickiewicz's Ties to the Jewish World), London, Polska Fundacja Kulturalna, 1990, ISBN 0-85065-217-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ადამ მიცკევიჩი