ფრანსუა-რენე შატობრიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა-რენე შატობრიანი
François-René de Chateaubriand by Anne-Louis Girodet de Roucy Trioson.jpg
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი 1768(1768-09-04)[1][2]
დაბ. ადგილი სენ-მალო[3]
გარდ. თარიღი 4 ივლისი 1848(1848-07-04)[1][2] (79 წელი)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი[4]
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, ისტორიკოსი, პოეტი, რომანისტი, ჟურნალისტი, ესეისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა საფრანგეთი
Magnum opus Atala, Génie du christianisme, René და Mémoires d'Outre-Tombe
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Knight of the Royal and Military Order of Saint Louis, chevalier de l'ordre du Saint-Esprit, Knight in the order of Saint-Michel, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Knight of the Order of the Golden Fleece, Order of the Black Eagle, Knight in the Order of the Holy Sepulchre და Pour le Mérite
მეუღლე სელესტე დე შატობრიანი
François-René de Chateaubriand ვიკისაწყობში

ფრანსუა რენე შატობრიანი, ვიკონტი (დ. 4 სექტემბერი, 1768 — გ. 4 ივლისი 1848) — ფრანგი მწერალი და დოპლომატი. იგი მიიჩნევა რომანტიზმის მიმდინარეობის მამამთავრად ფრანგულ ლიტერატურაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა და გადასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შატობრიანი დაიბადა სან მალოში, ბრეტანში, შატობრიანების ოჯახში მეათე შვილად. გაიზარდა მამისეულ კოშკში კომბურგში. მამამისი, რენე შატობრიანი, იყო ყოფილი საზღვაო კაპიტანი, გემის მეპატრონე და მონებით მოვაჭრე. დედამისის ქალიშვილობის გვარი იყო აპოლინ დე ბადე. შატობრიანების მამა იყო პირქუში პიროვნება, ამიტომაც ფრანსუა გაიზარდა მოწყენილ გარემოში, სადაც თავშესაქცევად ჰქონდა ბრეტანის სანაპიროზე სეირნობა და ხეტიალი თავის და ლუსილისთან ერთად, რომელიც მისი განუყრელი მეგობარი იყო.

შატობრიანმა განათლება მიიღო დოლში, რენესა და დინანში. ჩვიდმეტი წლის ასაკში იგი დგება არჩევნის წინაში გამხდარიყო სამხედრო თუ მღვდელი. არჩევანი სამხედრო სამსახურზე მიდგა და ჩაეწერება საფრანგეთის არმიაში ლეინტენანტად. ნავარაში ორწლიანი მსახურების შემდეგ, იგი პარიზში ჩადის კაპიტნის რანგში დაწინაურებული 1788 წელს. პარიზში ყოფნის დროს იგი ეცნობა ჟან-ფრანსუა დე ლა ჰარპეს, ანდრე შენიეს, ლუი-მარცელინ დე ფონტანეს და იმ დროის სხვა წამყვან მწერლებს. როდესაც რევოლუცია იფეთქებს, თავდაპირველად შატობრიანი თანაუგრძნობდა მას. ხოლო, როცა აჯანყება პარიზსაც მოედება, სადაც განსაკუთრებული ძალადობას გამოიჩენენ აჯანყებულები, იგი ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრება 1791 წელს. ამ მოგზაურობის დროს შეძენილი გამოცდილება საფუძვლად დაედება მის მოთხრობებს: ნატჩეტები( დაიწერა 1793-1799 წლებში, გამოიცა ატალა (1801), რენე (1802). მისი მკაფიო, ნათელი და შთამბეჭდავი აღწერა ჩრდილოეთ ამერიკის მეჩხრად დასახლებული ტერიტორიის ბუნებისა, იყო ძალზედ უცხო და ახალი ლიტერატურაში. იგი საფუძვლად დაედო შემდგომში ლიტერატურულ რომანტიზმს. მკვლევარებმა საეჭვოდ მიიჩნიეს შატობრიანის მტკიცება, რომ იგი თითქოს შეხევდროდა ჯორჯ ვაშინგტონს ან ეცხოვროს ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებლებთან, რომლებზეც წერდა კიდეც.

შატობრიანი საფრანგეთში დაბრუნდა 1792 წელს და უერთდება იმპერიალისტთა არმიას კობლენცში. თავისი ოჯახის გავლენით იგი ქორწინდება ახალგაზრდა არისტოკრატ ქალზე სელესტა ბუისონ დე ლა ვინეზე, რომელიც ასევე სან მალოდან იყო წარმოშობით. თუმცა შატობრიანი ადრე მას არ შეხვედრია. წყვილი არასოდეს დაშორებულა, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მეორე ნახევარში შატობიანს ჰქონდა უამრავი სასიყვარულო ურთიერთობა თავის საყვარლებთან. თავის სამხედრო კარიერას ბოლო მოეღო ტიონვილის ბრძოლის შემდეგ, რომელიც იყო უმთავრესი ბრძოლა იმპერიის მომხრეებსა და რევოლუციურ ძალებს შორი. ამ ბრძოლაში შატობრიანი მძიმედ დაიჭრა და ცოცხალ-მკვდარი ჯერ ჯერსიზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ლონდონში.

შატობრიანმა გადასახლების უმეტესი დრო გაატარა ლონდონში უკიდურეს სიღარიბეში. თავს ირჩენდა ფრანგულის გაკვეთილებითა და მთარგმნელობითი საქმიანობით. გარეული ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა სუფოლკში, სადაც უკეთესი გარემო შეხვდა. იქ მას შეუყვარდა ინგლისელი ქალი შარლოტ ივე, თუმცა მათი რომანი შეწყდა მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა რომ შატობრიანი უკვე დაქორწინებული იყო. ბრიტანეთში ყოფნის დროს იგი გაეცნობა ინგლისურ ლიტერატურას. ჯონ მილტონის ნაწარმოები დაკარგული სამოთხე, რომელიც მანვე თარგმნა ფრანგულ ენაზე, უდიდეს გავლენას მოახდენს შატობრიანის ლიტერატურაზე.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის ბოლო წლებში მემუარებზე მუშაობდა. 1748 წელს შატობრიანი გარდაიცვალა. მისივე სურვილის მიხედვით, ის დაკრძალულია ბრეტანში, სენმალოს წინ, ზღვის პირას, „გრან-ბეს“ კლდეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი I; გამომც. საბჭოთა საქართველო, 1971; გვ: 558

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118520237 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Record #118520237 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 10 2014:
  4. Record #118520237 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 30 2014: