ფრიდრიხ შლეგელი
ფრიდრიხ შლეგელი | |
---|---|
გერმ. Friedrich Schlegel | |
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1772[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | ჰანოვერი[12] [13] [14] |
გარდაცვალების თარიღი | 12 იანვარი, 1829[1] [2] [13] [3] [4] [5] [6] [7] [8] [15] [9] [11] (56 წლის) ან 11 იანვარი, 1829[10] (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დრეზდენი[12] |
დასაფლავებულია | Alter Katholischer Friedhof |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[10] [11] , მთარგმნელი, მწერალი[16] , რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[10] , უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი, რედაქტორი[14] , ისტორიკოსი[10] , ლიტერატურის თეორიტიკოსი[10] , ხელოვნების თეორიტიკოსი[10] და ხელოვნებათმცოდნე[17] |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
ჰანოვერის სამეფო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი |
ჟანრი | ესე |
ჯილდოები | Supreme Order of Christ |
მეუღლე | Dorothea von Schlegel[18] [13] და Dorothea von Schlegel[14] |
ფრიდრიხ შლეგელი (გერმ. Friedrich Schlegel; დ. 10 მარტი, 1772, ჰანოვერი — გ. 12 იანვარი, 1829, დრეზდენი) — გერმანელი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ენათმეციერი და პოეტი. ავგუსტ შლეგელის ძმა. თავის ძმასთან ერთად იენაში გამოსცემდა ჟურნალს „ათენუმი“. იყო რომანტიზმის ესთეტიკის ფუძემდებელი და თეორეტიკოსი. მისი ძირითადი ნაშრომია „საუბარი პოეზიაზე“ (1800). ფრიდრიხ შლეგელს ეკუთვნის დაუმთავრებელი ფრაგმენტული ფორმით დაწერილი რომანი „ლუცინდე“ (1799), დრამა „ალარკოსი“ (1802). მისი პოეტური ნაწარმოებები 1809 წელს გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია მისი „ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორია“ (ტომი 1-2, 1813-1815).
ფრიდრიხ შლეგელმა საფუძველი ჩაუყარა სანსკრიტის შესწავლას გერმანიაში. ნაშრომში „ინდოელთა ენისა და სიბრძნის შესახებ“ (1808) იგი განიხილავდა სანსკრიტის ნათესაობის საკითხს ლათინურთან, ბერძნულთან, გერმანულთან და სპარსულთან. ამასთან დაკავშირებით მან მოგვცა ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის პირველი მონახაზი, სადაც გამოყოფილია ენათა ორი ტიპი: 1. ფლექსიური და 2. არაფლექსიური ენები, რომლებიც თავის მხრივ, სამ ქვეჯგუფად იყოფა: ა) უაფიქსო (მაგალითად, ჩინური), ბ) მირთვითი (მაგალითად, ბასკური, კოპტური, ამერიკის ინდიელთა ენები) და გ) მოჩვენებით ფლექსიური (მაგალითად, სემიტური ენები). ფლექსიურობა ფრიდრიხ შლეგელს ინდოევროპულ ენათა ნათესაობის ერთ-ერთ მაჩვენებლად მიაჩნდა.
შლეგელი ავითარებდა უნივერსალური „ქრისტიანული ფილოსოფიის” იდეას, აკრიტიკებდა სხვადასხვა ტრადიციულ და თანამედროვე ფილოსოფიურ სისტემებს, განსაკუთრებით კი — გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს. მიაჩნდა, რომ ქრისტიანულ „სპირიტუალიზმზე“ დაფუძნებული ნამდვილი „სიცოცხლის ფილოსოფიის“ წინამძღვარია ადამიანის ცნობიერების შინაგანი მთლიანობის აღდგენა, მისი ყველა სულიერი უნარის (გონება, ფანტაზია, ნებელობა) გაერთიანება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 11.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრიდრიხ შლეგელი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ფრიდრიხ შლეგელი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ფრიდრიხ შლეგელი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- Dictionary of Art
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118607987 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 IMSLP — 2006.
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Dr. Constant v. Wurzbach Schlegel, Friedrich von // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 30. — S. 72.
- ↑ 9.0 9.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 The Fine Art Archive
- ↑ 12.0 12.1 Шлегель Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Н. Грушке Шлегель, Фридрих // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1903. — Т. XXXIXа. — С. 671–675.
- ↑ 14.0 14.1 14.2 WeChangEd
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Dictionary of Art Historians
- ↑ Н. Г—е Шлегель, Доротея // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1903. — Т. XXXIXа. — С. 669–670.
- დაბადებული 10 მარტი
- დაბადებული 1772
- გარდაცვლილი 12 იანვარი
- გარდაცვლილი 1829
- გარდაცვლილი 11 იანვარი
- გერმანელი კრიტიკოსები
- გერმანელი ფილოსოფოსები
- გერმანელი ენათმეცნიერები
- გერმანელი პოეტები
- XVIII საუკუნის გერმანელი დრამატურგები
- XVIII საუკუნის გერმანელი რომანისტები
- XVIII საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსები
- XVIII საუკუნის არამხატვრული მწერლები
- XIX საუკუნის გერმანელი დრამატურგები
- XIX საუკუნის გერმანელი არამხატვრული მწერლები
- XIX საუკუნის გერმანელი მამაკაცი მწერლები
- XIX საუკუნის გერმანელი რომანისტები
- XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსები
- კონტინენტური ფილოსოფოსები
- კულტურის კრიტიკოსები
- ეპისტემოლოგები
- გერმანელი ლიტერატურის კრიტიკოსები
- გერმანელი მამაკაცი რომანისტები
- გერმანელი მამაკაცი დრამატურგები
- გერმანელი მამაკაცი არამხატვრული მწერლები
- გერმანელი ფილოლოგები
- ჰანოვერელი მწერლები
- კულტურის ფილოსოფოსები
- განათლების ფილოსოფოსები
- ისტორიის ფილოსოფოსები
- ენის ფილოსოფოსები
- ლიტერატურის ფილოსოფოსები
- პოლიტიკური ფილოსოფოსები
- სოციალური კრიტიკოსები
- სოციალური ფილოსოფოსები
- გეტინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები