ნოვალისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვალისი
გერმ. Novalis

ნოვალისი (1799), ფრანც გარეის პორტრეტი
სრული სახელი გეორგ ფილიპ ფრიდრიხ ფრეიერ ფონ ჰანდერბერგი
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1772(1772-05-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ვიდერშტედტი, საქსონიის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია[13]
გარდაცვალების თარიღი 25 მარტი, 1801(1801-03-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] (28 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაისენფელსი, საქსონიის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია[2]
დასაფლავებულია Alter Friedhof[5]
ფსევდონიმი ნოვალისი
საქმიანობა პოეტი[14] , ლირიკოსი, ფილოსოფოსი, ინჟინერი, ლიტერატურის თეორიტიკოსი[14] და მწერალი[14] [15]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა საქსონიის საკურფიურსტო
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი, University of Wittenberg და ფრაიბერგის სამთო აკადემია
პერიოდი 1791–1801
Magnum opus Heinrich von Ofterdingen და Hymns to the Night
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი Julie von Charpentier
ხელმოწერა

გეორგ ფილიპ ფრიდრიხ ფრეიერ ფონ ჰანდერბერგი, ცნობილია ფსევდონიმით ნოვალისი (დ. 2 მაისი, 1772 გ. 25 მარტი, 1801) — გერმანელი რომანტიკოსი პოეტი, მწერალი, მისტიკოსი და ფილოსოფოსი.

ნოვალისი საქსონიის საკურფიურსტოში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მან იენის, ლაიფციგისა და ვიტენბერგის უნივერსიტეტებში სამართლის განხრით მიიღო განათლება. იენაში ყოფნის პერიოდში, სადაც მან პირველი ლექსი გამოაქვეყნა, იგი დრამატურგსა და პოეტ ფრიდრიხ შილერს დაუმეგობრდა, ხოლო ლაიფციგში ფრიდრიხ შლეგელი გაიცნო, რომელთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მან სამართლის ხარისხი 1794 წელს 22 წლის ასაკში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ნოვალისმა სოფია ფონ კიუნი გაიცნო, რომელზეც საიდულოდ დაინიშნა. ნიშნობის შემდეგ სოფია მძიმედ დასნეულდა და თავისი მეთხუთმეტე დაბადების დღიდან მალევე გარდაიცვალა. სატრფოს ადრეულმა და მოულოდნელმა სიკვდილმა ნოვალისზე და მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

1797 წელს ნოვალისი ფრაიბერგის სამთო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც დისციპლინათა ფართო სპექტრი შეისწავლა, მათ შორის მედიცინა, ქიმია, ელექტროობა, ფიზიკა, მათემატიკა, მინერალოგია და ბუნებრივი ფილოსოფია. აკადემიაში სწავლისას მან ადრეული გერმანული რომანტიზმის არაერთი დამფუძნებელი ფიგურა გაიცნო, მათ შორის გოეთე, ფრიდრიხ შელინგი, ჟან პაული და ავგუსტ შლეგელი. სწავლის დასრულების შემდეგ ნოვალისი მარილის საბადოების ხელმძღვანელი იყო ჯერ საქსონიაში, ხოლო შემდეგ თიურინგიაში. ამ პერიოდში მან თავისი შემოქმედების მთავარი პოეტური და ლიტერატურული ნაშრომები დაწერა, მათ შორის რომანი „ღამის ჰიმნები“. 1800 წელს მას ავადმყოფობის ნიშნების გამოხატვა დაეწყო. მიიჩნევა, რომ ეს ტუბერკულოზი ან კისტური ფიბროზი იყო. ნოვალისი 1801 წლის 25 მარტს 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოვალისის, როგორც რომანტიკოსი პოეტის, ადრეული რეპუტაცია ძირითადად დაფუძნებული იყო მის ლიტერატურულ ნაშრომებზე, რომლებიც მისმა მეგობრებმა, ფრიდრიხ შლეგელმა და ლუდვიგ ტიკმა, მისი სიკვდილიდან მალევე, 1802 წელს გამოაქვეყნას. ამ ნამუშევრებს შორისაა პოეტური კრებულები, „ღამის ჰიმნები“ და დაუსრულებელი რომანები, მათ შორის „ჰაინრიხ ფონ ოფტერდირგენი“. შლეგელმა და ტიკმა ნოვალისის ფილოსოფიური და სამეცნიერო ნაშრომების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოაქვეყნეს.

ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ნოვალისის ღრმა განსწავლულობის ფართოდ დაფასება მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყეს, როცა მისი პირადი წიგნაკები გამოქვეყნდა. მისი ნაწერები მოწმობს, რომ იგი ამ დისციპლინებში განსწავლულობის გაღრმავებასთან ერთად საკუთარი ცოდნის თავის შემოქმედებაში ინტეგრირებას ცდილობდა. მის ამ მიზანზე მეტყველებს მის მიერ ფრაგმენტების გამოყენება. ლიტერატურის ეს ფორმა, რომელიც მან ფრიდრიხ შლეგელთან ერთად განავითარა, მას პოეზიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების სინთეზის საშუალებას აძლევდა. ლიტერატურულმა ნამუშევრებმა ნოვალისს პოეტის რეპუტაცია, ხოლო ჩანაწერებმა და ლიტერატურულმა ფრაგმენტებმა ადრეული გერმანული რომანტიზმის ჩამოყალიბებაში ინტელექტუალური როლი დაუმკვიდრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნოვალისი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
  • ნოვალისი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
  • ნოვალისი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
  • Novalis Internet Encyclopedia of Philosophy
  • Novalis Stanford Encyclopedia of Philosophy
  • Novalis: Hymns to The Night ჯორჯ მაკდონალდის თარგმანი
  • Aquarium: Friedrich von Hardenberg im Internet
  • ნოვალისიენციკლოპედია ბრიტანიკა
  •  „Novalis“ . ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=, |HIDE_PARAMETER13=, |HIDE_PARAMETER2=, |HIDE_PARAMETER21=, |HIDE_PARAMETER8=, |HIDE_PARAMETER17=, |HIDE_PARAMETER20=, |HIDE_PARAMETER5=, |HIDE_PARAMETER7=, |HIDE_PARAMETER4=, |HIDE_PARAMETER22=, |HIDE_PARAMETER16=, |HIDE_PARAMETER19=, |HIDE_PARAMETER18=, |HIDE_PARAMETER6=, |HIDE_PARAMETER9=, |HIDE_PARAMETER10=, |HIDE_PARAMETER11=, |HIDE_PARAMETER1=, |HIDE_PARAMETER23=, |HIDE_PARAMETER14=, |HIDE_PARAMETER3=, და |HIDE_PARAMETER12= (დახმარება)
  • Excerpts from Henry of Ofterdingen with illustrations (mostly paintings by Caspar David Friedrich)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118588893 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 5.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 5.2 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  11. 11.0 11.1 Internet Philosophy Ontology project
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. Новалис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 The Fine Art Archive — 2003.
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.