კამილ სენ-სანსი
ჩარლზ-კამილ სენ-სანსი (ფრანგ. Charles Camille Saint-Saëns; დ. 9 ოქტომბერი, 1835 — გ. 16 დეკემბერი, 1921) — ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, ორგანისტი და პიანისტი, განთქმული კომპოზიციებით, როგორებიცაა: ცხოველების კარნავალი, დანსე მაკაბრე, რონდო კაპრიჩიოზო და სიმფონია no.3 (საორგანო სიმფონია). დაწერილი აქვს მუსიკა ყველა ჟანრში. 1860 - 1880 წლებში დასახელდა საუკეთესო კომპოზიტორად. დაიბადა 1835 წლის 9 ოქტომბერს პარიზში. მან ადრეულ ასაკში გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი. ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკის წერა. 7 წლის ასაკიდან მეცადინეობდა ჰარმონიაში, სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. მალე მოსინჯა ძალები კომპოზიციაში. 1846 წელს ტრიუმფით ჩაიარა მისმა საკონცერტო დებიუტმა, მაგრამ შემდგომში უარი თქვა საჯარო გამოსვლებზე და სწავლა განაგრძო პარიზის კონსერვატორიაში კომპოზიციისა და ორგანის კლასში. 1855 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო სენ მერის ტაძარში ორგანისტად. 3 წლის შემდეგ ის გადადის სენ მადლენის ტაძარში, სადაც რჩება 1870 წლამდე. 1877 წლიდან აქტიურ მოღვაწეობას იწყებს როგორც შემსრულებელი, დირიჟორი, კომპოზიტორი. გასტროლებით მოიარა ევროპა, აფრიკა, აშშ, რუსეთი. მისი ინიციატივით პარიზში შეიქმნა ,,ნაციონალური საზოგადოება”. 1881 წელს ის ხდება საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი.
1893 წელს ხდება კემბრიჯის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, 1909 წელს რუსული მუსიკალური საზოგადოების წევრი.
სენ-სანსი სიცოცხლის ბოლონდე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად, ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ეგვიპტეში, ალჟირში, სამხრეთ ამერიკაში და აშშ-ში. სენ-სანსი გარდაიცვალა 1921 წლის 16 დეკემბერს 86 წლის ასაკში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკალური განათლება მან პარიზის კონსერვატორიაში მიიღო. მისი მასწავლებლები იყვნენ კამილ სტამატი (ორგანი) და ფრანსუა ბენუა (ფორტეპიანო). ასევე კერძოდ სწავლობდა კომპოზიტორ შარლ გუნოსთან. 1855 წელს კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ის სენ მერის ეკლესიაში ორგანისტად დაიწყო მუშაობა 3 წლის შემდეგ კი - სენ მადლენის ეკლესიაში 1870 წლამდე. 1877 წლიდან დაიწყო აქტიურად მოღვაწეობა, როგორც კომპოზიტორი და დირიჟორი. სენტ-სანსმა მოიარა ევროპის დიდი ნაწილი, აფრიკა და აშშ. გახდა საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1881), კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორი (1893).
გვიანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1886 წელს სენ-სანსმა პირველად გამართა მისი ორი განთქმული კონცერტი: Le Carnaval des Animaux და სიმფონია No. 3, მიძღვნილი ფრანც ლისტს, რომელიც ამ წელს გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ სენ-სანს გარდაეცვალა დედა, რამაც აიძულა დაღონებულ კომპოზიტორს საფრანგეთიდან კანარის კუნძულებში წასვლა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, ესტუმრა ევროპის ეგზოტიკურ ადგილებს, ჩრდილოეთ აფრიკას (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია) და სამხრეთ ამერიკას.
სენ-სანსი წერდა თემებს მუსიკაზე, მეცნიერებაზე და ისტორიაზე მოგზაურობის დროს. ბოლო წლებში საფრანგეთის მთავრობამ სენ-სანსი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
სენ-სანსი გარდაიცვალა პნეუმონიით - 16 დეკემბერს, 1921 წელს ალჟირში, დამარხულია პარიზში.
ურთიერთობა სხვა კომპოზიტორებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სენ-სანსის ახლო მეგობარი იყო განთქმული უნგრელი კომპოზიტორი და პიანისტი ფრანც ლისტი. ასევე მეგობრობდა მის მოსწავლესთან - ფრანგ კომპოზიტორ, პიანისტ და ორგანისტ გაბრიელ ფორესთან. ცნობილია, რომ სენ-სანსს არ უყვარდა კლოდ დებიუსის მუსიკა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Anderson, Keith (1989). Notes to Naxos CD Saint-Saëns, Piano Concertos 2 and 4. Munich: Naxos. OCLC 27875994.
- Anderson, Keith (2009). Notes to Naxos CD Saint-Saëns, Violin Concertos. Munich: Naxos. OCLC 671720802.
- Bellaigue, Camille (1921). Souvenirs de musique et de musiciens (French). Paris: Nouvelle Librairie Nationale. OCLC 15309469.
- Berlioz, Hector (1995). Berlioz, Selected Letters, Roger Nichols (trans), London: Faber and Faber. ISBN 978-0-571-14881-3.
- Blyth, Alan (1992). Opera on CD. London: Kyle Cathie. ISBN 978-1-85626-103-6.
- Branger, Jean-Christophe (2012). „Rivals and Friends: Saint-Saëns, Massenet and Thaïs“, რედ. Jann Passler: Saint-Saëns and his World. Princeton: Princeton University Press. ISBN 978-0-691-15555-5.
- Canarina, John (2003). Pierre Monteux, Maître. Pompton Plains, New Jersey: Amadeus Press. ISBN 978-1-57467-082-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კამილ სენ-სანსი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კამილ სენ-სანსი AllMusic-ზე
- კამილ სენ-სანსი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Saint-Saëns playing his own Piano Concerto No. 2 (opening) YouTube-ზე
- Saint-Saëns playing Rhapsodie d'Auvergne Op.73 YouTube-ზე
- სენ-სანსის უფასო ნოტები საიტზე IMSLP
|