ჯაკომო ლეოპარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაკომო ლეოპარდი (ინგლ. Giacomo Taldegardo Francesco di Sales Saverio Pietro Leopardi; დ. 29 ივნისი, 1798 — გ. 14 ივნისი, 1837) — იტალიელი პოეტი, ესეისტი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაკომო ლეოპარდი დაიბადა რეკანატში, მარკეს რეგიონში, რომის პაპის მმართველობის პერიოდში. მამამისი იყო გრაფი მონალდო ლეოპარდი და დედამისი მარკეზის ქალიშვილი ადელაიდე ანტისი მატეი. ლეოპარდის მამა იყო კარგი გულის კაცი და ლიტერატურის მოყვარული, ხოლო დედა ცივი და ავტორიტარული ქალი.ის ზრუნავდა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე რომელიც დანგრეული იყო მონალდოს აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილების გამო.ოჯახი იყო ტრადიციული და რელიგიური.ჯაკომოს ჰქონდა ბედნიერი ბავშვობა,რომელიც გაატარა უმცროს ძმასთან-კარლო ორაციოსთან და დასთან პაოლინასთან ერთად.მან თავისი გამოცდილება აღწერა პოემაში Le Ricordanze.ჯაკომომ ოჯახის ტრადიციის თანახმად ორ ღვთისმსახურთან დაიწყო სწავლა მაგრამ მისი წყურვილი ცოდნისადმი მამის მდიდარმა ბიბლიოთეკამ დააკმაყოფილა.მამა სებასტიანო სანჩინის ხელმძღვანელობით ძალიან მოკლე დროში ჯაკომომ საოცრად დიდი ცოდნა მიიღო კლასიკურ და ფილოსოფიურ კულტურაზე-შეისწავლა ლათინური,ბერძნული და ებრაული ენები.მაგრამ ის განიცდიდა ფორმალური ღია განათლების ნაკლებობას.12-დან 19 წლამდე ის სწავლობდა მუდმივად,იმდენად ბევრს რამდენიც შესაძლებელი იყო,რათა გაქცეოდა თუნდაც სულიერად,მამის ხისტ გარემოცვას.ამან განაპირობა მისი მყიფე ფსიქიკური მდგომარეობა,მისმა დაავადებამ ხელი შეუშალა მას მიეღო მცირედი ახალგაზრდული სიამოვნებანი.1817 წელს პეტრო ჯორდანი კლასიცისტი ჩამოვიდა ჯაკომოს მამულში.ჯაკომო გახდა მისი მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე და ამ მეგობრობიდან იღებდა მომავლის იმედს.რეკანტში ცხოვრებამ იმდენად იმოქმედა მასზე რომ გაქცება გადაწყვიტა 1818-ში, მაგრამ მამამ დაიჭირა და სახლში დააბრუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Origo, Iris (1953). Leopardi: A Study in Solitude. London: Hamish Hamilton. 
  • Singh, Ghan Shyam (1990). I canti di Giacomo Leopardi nelle traduzioni inglesi. Ancona: Transeuropa. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: