ჯაკომო მეიერბერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯაკომო მეიერბერი, იოზეფ კრიჰუბერის ლიტოგრაფია, 1847.

ჯაკომო მეიერბერი (ნამდვ. სახელი და გვარი იაკობ ლიბმან ბერი; Beer დ. 5 სექტემბერი, 1791 – გ. 2 მაისი, 1864) — გერმანიაში დაბადებული ებრაული წარმოშობის კომპოზიტორი. დაიბადა ებრაელი ბანკირის ოჯახში. მუსიკალური განათლება მიიღო მუციო კლემენტის (ფორტეპიანო), კ. ფ. ცეტერისა და გ. ი. ფოგლერის ხელმძღვანელობით. 1816-24 წლები გაატარა იტალიაში. ეუფლებოდა საოპერო ხელოვნების სტილს, წერდა ოპერებს. 1842-იდან იყო მუსიკის გენ. დირექტორი ბერლინში. 1830-40-იან წლებში პარიზის თეატრისთვის დაწერა რამდენიმე ნაწარმოები (ე. სკრიბის ლიბრეტოზე) რომელთაგან მნიშვნელოვანი ოპერა"რობერტ-სატანა" (1831, პარიზი) მეიერბერის საოპერო კონცეფცია მთელი სისრულით გამოჩნდა ოპერა "ჰუგენოტებში" (1836, იქვე) რუსეთში - "გველებისა და გიბელინების" სახელწოდებით. შემდეგ შექმნა ოპერები "წინასწარმეტყველი" (1849, იქვე) რუსეთში - "გენტის ალყის" (მოგვიანებით "იოანე ლეიდენელის") სახელწოდებით; "აფრიკელი ქალი" (1865, დაიდგა მეიერბერის სიკვდილის შემდეგ) ეს უკანასკნელი მეტყველებს კომპოზიტორის შემოქმედებით კრიზისზე. მეიერბერის საოპერო ხელოვნების სტილის ძირითადი საფუძველია სიუჟეტის ეფექტიანი განვითარება, გმირთა მკაფიო სახეები, კოლორიტული მასობრივი სცენები, სანახაობითი და ფსიქოლ. კონტრასტები; სოც. ჟღერადობა. მეიერბერის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XIXს-ის საოპერო ხელოვნებაზე, თუმცა შემდგომში მეიერბერის წიმააღმდეგ დაიწყო რეაქცია, უარყოფდნენ მის გარეგან ეფექტს. მეიერბერს ეკუთვნის აგრეთვე კანტატები, საორკესტრო ნაწარმოებები, მუსიკა თეატრისათვის, საფორტეპიანო პიესები, სიმღერები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე://