ლირიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლირიკული პოეზია (1896), ჰენრი ოლივერ ვოლკერი, კონგრესის ბიბლიოთეკა, ვაშინგტონი

ლირიკა (ბერძ. lyrikos < lyra — მუსიკალური საკრავი, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა ლექსითი ნაწარმოებები) — მხატვრული ლიტერატურის გვარი ეპოსთან და დრამასთან ერთად, უსიუჟეტო ან მკრთალსიუჟეტიან ლექსით ნაწარმოებში. თუ ეპოსში სინამდვილე, გმირის ცხოვრება, გადმოცემულია თხრობით, დრამაში ადამიანის ქცევა-ხასიათი ნაჩვენებია მოქმედებაში, ლირიკაში სინამდვილე განსახიერებულია პოეტის მიერ მიღებული შთაბეჭდილებების პრიზმით, გადმოცემულია ადამიანის ცალკეული განცდა, გრძნობა, აზრი, განწყობილება, მაგრამ ისე, რომ იგი არა მხოლოდ პირადული განცდა-სატკივარია, არამედ გამოსახულია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გრძნობები. იგი შორდება განზოგადებულობით ავტორის პიროვნებას და წარმოადგენს ყველას სათქმელს.

ლირიკული ნაწარმოების გმირი მეტწილად ავტორია. ამიტომ ასეთი სახე გარკვეულ ცნებად იქცა, რადგან ადგილი აქვს მხატვრულ გამონაგონსაც. ის გვხვდება პროზაულ ნაწარმოებშიც (ლირიკული გადახვევა). ლირიკოსები: დ. გურამიშვილი, ბესიკი, ბარათაშვილი, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]