შინაარსზე გადასვლა

ივანე აივაზოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე აივაზოვსკი
დაიბადა 17 (29) ივლისი, 1817[1] ან 29 ივლისი, 1817(1817-07-29)[2]
დაბადების ადგილი ფეოდოსია[3] [1] [2]
გარდაიცვალა 19 აპრილი (2 მაისი), 1900[4] [2] [5] [6] [1] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფეოდოსია[3] [1] [2]
ჟანრი მარინისტული ჟანრი[1] , პეიზაჟი[2] , ბატალური ჟანრი, ფიგურა[2] , საჟანრო ფერწერა[2] , ისტორიული ფერწერა[2] , პორტრეტი[2] , რელიგიური ფერწერა[2] , მითოლოგიური ფერწერა[2] და რომანტიზმი
ივანე აივაზოვსკის პორტრეტი, შესრულებული ალექსი ტურანოვის მიერ.

ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი (რუს. Иван Константинович Айвазовский, სომხ. Հովհանէս Այվազովսկի, დ. 29 ივლისი [ ძვ. სტ. 17 ივლისი], 1817, ფეოდოსია — გ. 5 მაისი [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1900, იქვე) — რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი. წარმოშობით სომეხი. 1833-1837 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე. 1845 წლიდან — აკადემიკოსი, 1847 წლიდან პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.

1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. უკვე 1840-იდან საქვეყნოდ მოიხვეჭა სახელი თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც გადმოცემულია ზღვის სტიქიონის სიდიადე, ზღვასთან მებრძოლი ადამიანების სიმამაცე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია:„ჩესმენის ბრძოლა“, „ნავარინის ბრძოლა“ (ორივე — 1848, ფეოდოსიის სამხატვრო გალერეა), „მეცხრე ტალღა“ (1850, სანქტ-პეტერბურგი, რუსული მუზეუმი), „შავი ზღვა“ (1881, მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა). აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 Հայկական սովետական հանրագիտարան / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2000.
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 RKDartists
  3. 1 2 Айвазовский Иван Константинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  5. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.