უილიამ ბლეიკი
უილიამ ბლეიკი (ინგლ. William Blake; დ. 28 ნოემბერი, 1757, ლონდონი ― გ. 12 აგვისტო, 1827, იქვე)[37] — ინგლისელი პოეტი, ფერმწერი და ლითოგრაფი. ბლეიკი, რომელიც სიცოცხლეში მეტწილად არ იყო აღიარებული, შემდგომში რომანტიზმის ეპოქის პოეზიისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. მე-20 საუკუნის კრიტიკოსი ნორთროპ ფრაი მის ე.წ. „წინასწარმეტყველურ თხზულებებზე“ აღნიშნავდა, რომ ისინი წარმოადგენს „ინგლისურ ენაზე დაწერილი პოეზიის იმ ნაწილს, რომელიც თავისი ღირსების პროპორციულად ყველაზე ნაკლებად იკითხება“.[38] მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა (გარდა ფელპემში გატარებული სამი წლისა),[39] მან შექმნა მრავალფეროვანი და სიმბოლოებით მდიდარი შემოქმედება, რომელშიც წარმოსახვა (imagination) განიხილებოდა, როგორც „ღვთიური სხეული“[40] ან თავად „ადამიანური არსებობა“.[41]
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვენი ბლეიკს მისი იდიოსინკრეტული ხედვების გამო შეშლილად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კრიტიკოსებმა და მკითხველებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ექსპრესიულობას, შემოქმედებით უნარს და მის ნამუშევრებში არსებულ ფილოსოფიურ და მისტიკურ სიღრმეებს. მისი ფერწერა და პოეზია ხასიათდება როგორც რომანტიკული მოძრაობის ნაწილი, ასევე, როგორც „წინარომანტიკული“.[42] თეისტი ბლეიკი, რომელიც საკუთარ, მარკიონიტული სტილის თეოლოგიას ანიჭებდა უპირატესობას,[43][44] მტრულად იყო განწყობილი ინგლისის ეკლესიის (და ზოგადად, ორგანიზებული რელიგიის თითქმის ყველა ფორმის) მიმართ. მასზე გავლენა მოახდინა საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების იდეალებმა და ამბიციებმა.[45][46] მოგვიანებით მან უარყო მრავალი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა, მაინც ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას პოლიტიკურ აქტივისტ თომას პეინთან; მასზე ასევე გავლენა იქონიეს ისეთმა მოაზროვნეებმა, როგორიც იყო ემანუელ სვედენბორგი.[47] ამ ცნობილი გავლენების მიუხედავად, ბლეიკის შემოქმედების უნიკალურობა მის კლასიფიკაციას ართულებს. მე-19 საუკუნის მკვლევარმა უილიამ მაიკლ როსეტიმ მას „დიდებული მნათობი“ უწოდა[48] და დაახასიათა როგორც „ადამიანი, რომელსაც ვერც წინამორბედებმა დაასწრეს, არც თანამედროვეებს მიეკუთვნება და ვერც ცნობილი თუ სავარაუდო მემკვიდრეები შეცვლიან“.[49]
მეუღლესთან, კეტრინ ბუშესთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ბლეიკის მრავალი წიგნის შექმნისას. ბუშე მუშაობდა გრავიორად და აფერადებდა მის ნამუშევრებს. „თითქმის ორმოცდახუთი წლის განმავლობაში ის იყო ადამიანი, რომელიც ბლეიკთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდა და მუშაობდა, რაც მას საშუალებას აძლევდა განეხორციელებინა მრავალი პროექტი, რომელიც მისი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. კეტრინი თავადაც ხელოვანი და მბეჭდავი იყო“, — წერს ლიტერატურათმცოდნე ანგუს უაითჰედი.[50]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უილიამ ბლეიკი დაიბადა 1757 წლის 28 ნოემბერს, ბროუდ-სტრიტის 28 ნომერში (ამჟამად ბროდუიკ სტრიტი), სოჰოში, ლონდონში. იგი მესამე იყო შვიდი შვილიდან,[52][53] რომელთაგან ორი ჩვილობაში გარდაიცვალა. ბლეიკის მამა, ჯეიმზი, წინდებით მოვაჭრე იყო,[53] რომელიც ლონდონში ცხოვრობდა.[54] უილიამი სკოლაში მხოლოდ იმდენ ხანს დადიოდა, რომ წერა-კითხვა ესწავლა, 10 წლისამ კი სწავლას თავი დაანება და შემდგომში განათლებას სახლში, დედის, კეტრინ ბლეიკის (ქალიშვილობის გვარით რაიტი) მეთვალყურეობით იღებდა.[55] მიუხედავად იმისა, რომ ბლეიკები ინგლისელი დისენტერები (პროტესტანტები) იყვნენ,[56] უილიამი 11 დეკემბერს სენტ-ჯეიმზის ეკლესიაში (პიკადილი, ლონდონი) მოინათლა.[57] ბიბლიამ ადრეული და ღრმა გავლენა მოახდინა ბლეიკზე და მთელი ცხოვრების მანძილზე მისი შთაგონების წყაროდ დარჩა. თავად ბლეიკის თქმით, მის ბავშვობას თან სდევდა მისტიური რელიგიური გამოცდილებები, როგორიცაა „ფანჯარაზე მოკრული ღვთის სახის ხილვა, თივის ზვინებს შორის ანგელოზების დანახვა და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ ეზეკიელის სტუმრობა“.[58]
ბლეიკმა დაიწყო მამის მიერ ნაყიდი ბერძნული ანტიკური ნახატების ასლების გრავირება, რაც უშუალოდ ხატვას ამჯობინა. ამ ნახატების მეშვეობით პირველად გაიცნო კლასიკური ფორმები რაფაელის, მიქელანჯელოს, მარტენ ვან ჰემსკერკისა და ალბრეხტ დიურერის შემოქმედების გავლით. იმ პრინტებისა და აკინძული წიგნების რაოდენობა, რომელთა ყიდვაც ჯეიმზმა და კეტრინმა ახალგაზრდა უილიამისთვის შეძლეს, მიუთითებს იმაზე, რომ ბლეიკების ოჯახი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც, შეძლებული იყო.[56] როდესაც უილიამი ათი წლის გახდა, მშობლებმა იმდენი რამ იცოდნენ მისი თავნება ხასიათის შესახებ, რომ იგი სკოლაში არ გაგზავნეს და ამის ნაცვლად სტრენდის ქუჩაზე მდებარე ჰენრი პარსის ხატვის სკოლაში შეიყვანეს.[59] იგი გატაცებით კითხულობდა მის მიერვე შერჩეულ თემებზე. ამ პერიოდში ბლეიკმა დაიწყო პოეზიის კვლევა; მის ადრეულ ნამუშევრებში ჩანს ბენ ჯონსონის, ედმუნდ სპენსერისა და ფსალმუნების ცოდნა.
შეგირდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1772 წლის 4 აგვისტოს ბლეიკი შვიდი წლის ვადით მიებარა გრავიორ ჯეიმზ ბაზირს გრეით ქუინ სტრიტზე, 52,10 ფუნტის სანაცვლოდ.[53] ვადის დასრულებისას, 21 წლის ასაკში, იგი პროფესიონალი გრავიორი გახდა. ბლეიკის შეგირდობის პერიოდში მათ შორის რაიმე სერიოზული უთანხმოების ან კონფლიქტის შესახებ ჩანაწერი არ შემორჩენილა, თუმცა პიტერ ეკროიდის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მოგვიანებით ბლეიკმა ბაზირის სახელი თავისი მხატვრული მოწინააღმდეგეების სიაში შეიყვანა, შემდეგ კი გადახაზა.[60] ამის გარდა, ბაზირის ხაზოვანი გრავირების სტილი იმ დროს მოძველებულად ითვლებოდა უფრო ეფექტურ პუნქტირულ ან მეცო-ტინტოს სტილებთან შედარებით.[61] არსებობს ვარაუდი, რომ ამ მოძველებული ფორმის შესწავლამ შესაძლოა ხელი შეუშალა ბლეიკს მოგვიანებით სამუშაოს შოვნაში ან აღიარების მოპოვებაში.[62]
ორი წლის შემდეგ, ბაზირმა თავისი შეგირდი ლონდონის გოთიკური ეკლესიებიდან გამოსახულებების გადმოსახატად გაგზავნა (შესაძლოა ბლეიკსა და მის თანაშეგირდ ჯეიმზ პარკერს შორის მომხდარი ჩხუბის მოსაგვარებლად). უესტმინსტერის სააბატოში მიღებულმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა ბლეიკის მხატვრული სტილი და იდეები. სააბატო მის დროს მორთული იყო ჯავშნებით, მოხატული სამგლოვიარო ქანდაკებებითა და ფერადი ცვილის ფიგურებით. ეკროიდი აღნიშნავს, რომ „ყველაზე მყისიერი [შთაბეჭდილება] იქნებოდა გაცრეცილი სიკაშკაშე და ფერები“.[63] გოთიკის ამგვარმა ღრმა შესწავლამ (რასაც ის „ცოცხალ ფორმად“ მიიჩნევდა) აშკარა კვალი დატოვა ბლეიკის სტილზე.[64] სააბატოში ხატვისას ხშირად აწუხებდნენ უესტმინსტერის სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც სააბატოში შესვლის უფლება ჰქონდათ. ისინი მას დასცინოდნენ, ერთ-ერთმა კი ისე შეაწუხა, რომ ბლეიკმა ბიჭი ხარაჩოდან გადმოაგდო, „რის შემდეგაც ის საშინელი ძალით დაეცა მიწაზე“.[65] მას შემდეგ, რაც ბლეიკმა დეკანთან იჩივლა, მოსწავლეებს ეს პრივილეგია ჩამოერთვათ.[64] ბლეიკი ამტკიცებდა, რომ სააბატოში ხილვები ჰქონდა. მან იხილა ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად და ბერებისა და მღვდლების დიდი პროცესია, და მოესმა მათი გალობა.[64]
სამეფო აკადემია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1779 წლის 8 ოქტომბერს ბლეიკი გახდა სამეფო აკადემიის სტუდენტი ოლდ სომერსეტ ჰაუსში, სტრენდთან ახლოს.[66] მიუხედავად იმისა, რომ სწავლა უფასო იყო, ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში მას თავად უნდა უზრუნველეყო საჭირო მასალები. იქ იგი აუჯანყდა იმას, რასაც მიიჩნევდა მოდური ფერმწერების, მაგალითად პეტერ პაულ რუბენსის „დაუსრულებელ სტილად“, რომელსაც მხარს უჭერდა სკოლის პირველი პრეზიდენტი, ჯოშუა რეინოლდსი. დროთა განმავლობაში ბლეიკმა შეიძულა რეინოლდსის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით მისი სწრაფვა „ზოგადი ჭეშმარიტებისა“ და „ზოგადი სილამაზისკენ“. რეინოლდსი თავის „დისკურსებში“ წერდა, რომ „მიდრეკილება აბსტრაქციებისადმი, განზოგადებისა და კლასიფიკაციისადმი ადამიანის გონების უდიდესი დიდებაა“; ბლეიკმა თავის პირად ეგზემპლარზე მინაწერი გააკეთა: „განზოგადება სისულელეა; მხოლოდ დეტალიზაციაა ღირსების განმასხვავებელი ნიშანი“.[67] ბლეიკს ასევე არ მოსწონდა რეინოლდსის მოჩვენებითი თავმდაბლობა, რასაც ფარისევლობად მიიჩნევდა. რეინოლდსის მოდური ზეთით ფერწერის საპირისპიროდ, ბლეიკი ამჯობინებდა მისი ადრეული გავლენების — მიქელანჯელოსა და რაფაელის კლასიკურ სიზუსტეს.
დევიდ ბინდმენი ვარაუდობს, რომ ბლეიკის ანტაგონიზმი რეინოლდსის მიმართ გამოწვეული იყო არა იმდენად პრეზიდენტის შეხედულებებით (ბლეიკის მსგავსად, რეინოლდსიც ისტორიულ ფერწერას უფრო მეტად აფასებდა, ვიდრე პეიზაჟსა და პორტრეტს), არამედ უფრო მეტად „მისი თვალთმაქცობის გამო, რადგან თავის იდეალებს პრაქტიკაში არ ახორციელებდა“.[68] ცხადია, ბლეიკი არ იყო სამეფო აკადემიაში გამოფენების წინააღმდეგი — 1780-დან 1808 წლამდე მან ექვსჯერ წარადგინა თავისი ნამუშევრები.
სამეფო აკადემიაში სწავლის პირველ წელს ბლეიკი დაუმეგობრდა ჯონ ფლაქსმენს, თომას სტოტარდსა და ჯორჯ კამბერლენდს. მათ საერთო რადიკალური შეხედულებები ჰქონდათ, სტოტარდი და კამბერლენდი კი შეუერთდნენ კონსტიტუციური ინფორმაციის საზოგადოებას.[69]
გორდონის ამბოხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლეიკის პირველი ბიოგრაფი, ალექსანდერ გილქრისტი, გამდოგვცემს, რომ 1780 წლის ივნისში ბლეიკი მიდიოდა ბაზირის სახელოსნოსკენ გრეით ქუინ სტრიტზე, როდესაც იგი გაიტაცა მძვინვარე ბრბომ, რომელიც ნიუგეიტის ციხისკენ მიემართებოდა.[70] ბრბო თავს დაესხა ციხის ჭიშკარს ნიჩბებითა და წერაქვებით, ცეცხლი წაუკიდა შენობას და გაათავისუფლა პატიმრები. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბლეიკი ბრბოს წინა რიგებში იმყოფებოდა. არეულობა, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო კანონპროექტს კათოლიციზმის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ, ცნობილი გახდა როგორც გორდონის ამბოხი; მან გამოიწვია მეფე ჯორჯ III-ის მთავრობის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებები და პირველი პოლიციური ძალების შექმნა.
ქორწინება და თანამშრომლობა კეტრინ ბუშესთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1781 წელს ბლეიკმა გაიცნო კეტრინ ბუშე,[71] იმ დროს, როდესაც ის იმ იმედგაცრუების გადალახვას ცდილობდა, რომელიც მის მიერ გაკეთებულ საქორწინო შეთავაზებაზე მიღებულმა უარმა გამოიწვია. მან თავისი გულისტკივილის ისტორია კეტრინსა და მის მშობლებს უამბო, რის შემდეგაც კეტრინს ჰკითხა: „გებრალებით?“ როდესაც მან დადებითად უპასუხა, ბლეიკმა განაცხადა: „მაშინ მე თქვენ მიყვარხართ“. უილიამმა კეტრინზე, რომელიც მასზე ხუთი წლით უმცროსი იყო, 1782 წლის 18 აგვისტოს ბატერსის წმინდა მარიამის ეკლესიაში იქორწინა. წერა-კითხვის უცოდინარმა კეტრინმა საქორწინო კონტრაქტს ხელი X-ით მოაწერა. ქორწინების მოწმობის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია ეკლესიაში, სადაც 1776-დან 1982 წლამდე მემორიალური ვიტრაჟი იყო დამონტაჟებული.[72] ქორწინება წარმატებული გამოდგა და კეტრინი უილიამის „პარტნიორი გახდა როგორც ცხოვრებაში, ისე შემოქმედებაში“, ითავსებდა რა მნიშვნელოვან როლს, როგორც გრავიორი და კოლორისტი. ტეიტის გალერეის თანახმად, კეტრინი თავად ამზადებდა და დაჰქონდა საღებავები მეუღლის ნამუშევრებზე.[73][50] კეტრინ ბლეიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია წიგნის — „ევროპა: წინასწარმეტყველება“ — გარეკანის გაფერადება.[73] უილიამ ბლეიკის 1863 წლის ბიოგრაფიაში გილქრისტი წერდა: „პოეტი და მისი მეუღლე წიგნის შესაქმნელად ყველაფერს თავად აკეთებდნენ — წერა, დიზაინი, ბეჭდვა, გრავირება — ყველაფერს, გარდა ქაღალდის წარმოებისა: თვით მელანსაც, უფრო სწორად კი საღებავს, ისინი თავად ამზადებდნენ“.[73] 2019 წელს ტეიტის გალერეის ბლეიკისადმი მიძღვნილ გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კეტრინის როლს ბლეიკის შემოქმედებაში.[74]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაახლოებით 1783 წელს დაიბეჭდა ბლეიკის ლექსების პირველი კრებული, „პოეტური ესკიზები“ (Poetical Sketches).[75] 1784 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბლეიკმა და მისმა ყოფილმა თანაშეგირდმა ჯეიმზ პარკერმა გახსნეს საბეჭდი სახელოსნო. მათ დაიწყეს თანამშრომლობა რადიკალ გამომცემელ ჯოზეფ ჯონსონთან.[76] ჯონსონის სახლი იმ დროის წამყვანი ინგლისელი ინტელექტუალი დისენტერების შეხვედრის ადგილი იყო: აქ იყვნენ თეოლოგი და მეცნიერი ჯოზეფ პრისტლი; ფილოსოფოსი რიჩარდ პრაისი; მხატვარი იოჰან ჰენრიხ ფიუზლი;[77] ადრეული ფემინისტი მერი უოლსტონკრაფტი და ინგლისურ-ამერიკელი რევოლუციონერი ტომას პეინი. უილიამ უორდსუორთთან და უილიამ გოდვინთან ერთად, ბლეიკს დიდი იმედები ჰქონდა საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების მიმართ და ფრანგი რევოლუციონერებისადმი სოლიდარობის ნიშნად ფრიგიულ ჩაჩსაც ატარებდა, თუმცა მაქსიმილიან რობესპიერის აღზევებამ და საფრანგეთში „ტერორის მმართველობამ“ მას იმედები გაუცრუა. იმავე წელს ბლეიკმა დაწერა თავისი დაუსრულებელი ხელნაწერი „კუნძული მთვარეზე“ (1784).
ბლეიკმა დაასურათა უოლსტონკრაფტის წიგნი „ორიგინალური ამბები რეალური ცხოვრებიდან“ (მე-2 გამოცემა, 1791). მიუხედავად იმისა, რომ ისინი იზიარებდნენ მსგავს შეხედულებებს სქესობრივ თანასწორობასა და ქორწინების ინსტიტუტზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ოდესმე შეხვედროდნენ ერთმანეთს. ნაშრომში „ალბიონის ასულთა ხილვანი“ (1793), ბლეიკმა დაგმო იძულებითი უბიწოებისა და უსიყვარულო ქორწინების სასტიკი აბსურდულობა და დაიცვა ქალთა თვითრეალიზაციის უფლება.
1790-დან 1800 წლამდე უილიამ ბლეიკი ცხოვრობდა ჩრდილოეთ ლამბეთში, ლონდონში, ჰერკულეს ბილდინგსის 13 ნომერში, ჰერკულეს როუდზე.[78] შენობა 1918 წელს დაანგრიეს, თუმცა ეს ადგილი აღნიშნულია მემორიალური დაფით.[79] 70 მოზაიკისგან შემდგარი სერია ბლეიკს უკვდავყოფს ვატერლოოს სადგურის მიმდებარე სარკინიგზო გვირაბებში.[80][81][82] მოზაიკები ძირითადად იმეორებს ილუსტრაციებს ბლეიკის ილუმინირებული წიგნებიდან: „უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერები“, „სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“ და წინასწარმეტყველური წიგნები.[82]
რელიეფური ოფორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1788 წელს, 31 წლის ასაკში, ბლეიკმა დაიწყო ექსპერიმენტები რელიეფურ ოფორტზე — მეთოდზე, რომელსაც იგი იყენებდა თავისი წიგნების, ნახატების, პამფლეტებისა და ლექსების უმეტესობის შესაქმნელად. ამ პროცესს ასევე უწოდებენ ილუმინირებულ ბეჭდვას, ხოლო დასრულებულ ნამუშევრებს — ილუმინირებულ წიგნებს ან პრინტებს. ილუმინირებული ბეჭდვა გულისხმობდა ლექსების ტექსტის დაწერას სპილენძის ფირფიტებზე კალმითა და ფუნჯით, მჟავაგამძლე მასალის გამოყენებით. ილუსტრაციები შეიძლება გამოჩენილიყო სიტყვების გვერდით, ძველი ილუმინირებული ხელნაწერების მსგავსად. შემდეგ ის ფირფიტებს მჟავაში ათავსებდა, რათა დაუმუშავებელი სპილენძი დაშლილიყო და დიზაინი რელიეფურად დარჩენილიყო (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც).
ეს არის ოფორტის ჩვეულებრივი მეთოდის საპირისპირო პროცესი, სადაც დიზაინის ხაზები მჟავის ზემოქმედების ქვეშ ხვდება, ფირფიტა კი იბეჭდება ინტალიოს (ღრმა ბეჭდვის) მეთოდით. რელიეფური ოფორტი (რომელსაც ბლეიკი „აბელის აჩრდილში“ მოიხსენიებს როგორც „სტერეოტიპს“) გამიზნული იყო ილუმინირებული წიგნების უფრო სწრაფად საწარმოებლად, ვიდრე ეს ინტალიოს მეშვეობით იყო შესაძლებელი. სტერეოტიპია, რომელიც 1725 წელს გამოიგონეს, გულისხმობდა ხეზე გრავირებისგან ლითონის ყალიბის დამზადებას, თუმცა ბლეიკის ინოვაცია, როგორც ზემოთ არის აღწერილი, ძალიან განსხვავდებოდა მისგან. ამ ფირფიტებიდან დაბეჭდილი გვერდები ხელით იფერებოდა აკვარელით და იკინძებოდა ერთ ტომად. ბლეიკმა ილუმინირებული ბეჭდვა გამოიყენა თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებისთვის, მათ შორის: „უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერები“, „თელის წიგნი“, „სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“ და „იერუსალიმი“.[83]
გრავიურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიუხედავად იმისა, რომ ბლეიკი უფრო მეტად რელიეფური ოფორტით გახდა ცნობილი, მისი კომერციული საქმიანობა მეტწილად მოიცავდა ინტალიო გრავირებას — XVIII საუკუნის სტანდარტულ პროცესს, რომლის დროსაც მხატვარი გამოსახულებას სპილენძის ფირფიტაზე კვეთდა. ეს იყო რთული და შრომატევადი პროცესი, რომლის დროსაც ფირფიტების დასრულებას თვეები ან წლები სჭირდებოდა. თუმცა, როგორც ბლეიკის თანამედროვე ჯონ ბოიდელმა გააცნობიერა, ასეთი გრავირება წარმოადგენდა „დამაკავშირებელ რგოლს კომერციასთან“, რაც მხატვრებს საშუალებას აძლევდა დაკავშირებოდნენ მასობრივ აუდიტორიას და XVIII საუკუნის ბოლოსთვის უმნიშვნელოვანეს საქმიანობად იქცა.[84]
„ევროპა აფრიკისა და ამერიკის მხარდაჭერით“ არის ბლეიკის გრავიურა, რომელიც დაცულია არიზონას უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმში. გრავიურა შეიქმნა ბლეიკის მეგობრის, ჯონ გაბრიელ სტიდმენის წიგნისთვის „ხუთწლიანი ექსპედიციის ნარატივი სურინამელი აჯანყებული ნეგროების წინააღმდეგ“ (1796).[85] მასზე გამოსახულია ერთმანეთს გადახვეული სამი ქალი. შავკანიან აფრიკასა და თეთრკანიან ევროპას ხელები ჩაუკიდებიათ თანასწორობის ნიშნად, მათ ფეხქვეშ კი უნაყოფო მიწა ყვავის. ევროპას მარგალიტის მძივი ამკობს, ხოლო მის დებს — აფრიკასა და ამერიკას — მონობის სამაჯურები უკეთიათ.[86] ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სამაჯურები წარმოადგენს მონობის „ისტორიულ ფაქტს“ აფრიკასა და ამერიკაში, ხოლო ხელის ჩაკიდება მიანიშნებს სტიდმენის „გულწრფელ სურვილზე“: „ჩვენ მხოლოდ ფერით განვსხვავდებით, მაგრამ ნამდვილად ერთი და იმავე ხელის მიერ ვართ შექმნილნი“.[86] სხვების აზრით, ეს „გამოხატავს იმ განწყობას, რომლითაც იმ დროს განიხილებოდა კანის ფერისა და მონობის საკითხები და რაც ბლეიკის ნაწერებშიც აისახება“.[87]
ბლეიკი ინტალიო გრავირებას საკუთარ ნამუშევრებშიც იყენებდა, მაგალითად, „იობის წიგნის“ ილუსტრაციებისთვის, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა. კრიტიკოსთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა ბლეიკის რელიეფურ ოფორტზე, როგორც ტექნიკაზე, რადგან ის მისი ხელოვნების ყველაზე ინოვაციური ასპექტია, თუმცა 2009 წლის კვლევამ ყურადღება მიაპყრო ბლეიკის შემორჩენილ ფირფიტებს, მათ შორის „იობის წიგნისთვის“ შექმნილს: ისინი ადასტურებენ, რომ იგი ხშირად იყენებდა ტექნიკას, რომელიც ცნობილია როგორც „რეპუსაჟი“ — შეცდომების წაშლის საშუალება ფირფიტის უკანა მხრიდან ჩაქუჩის დარტყმით. ასეთი ტექნიკები, რომლებიც დამახასიათებელი იყო იმ დროის გრავირებისთვის, ძალიან განსხვავდება ფირფიტაზე ხატვის ბევრად უფრო სწრაფი და თავისუფალი ხერხისგან, რომელსაც ბლეიკი რელიეფური ოფორტისთვის იყენებდა; ეს ხსნის იმასაც, თუ რატომ სჭირდებოდა გრავიურების დასრულებას ასე დიდი დრო.[88]
გვიანდელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლეიკის ქორწინება კეტრინთან მის სიკვდილამდე ახლო ურთიერთობით და ერთგულებით გამოირჩეოდა. ბლეიკმა კეტრინს წერა ასწავლა, ის კი მას დაბეჭდილი ლექსების გაფერადებაში ეხმარებოდა.[89] გილქრისტი ქორწინების პირველ წლებში არსებულ „ქარიშხლიან პერიოდებზე“ მიუთითებს.[90] ზოგიერთი ბიოგრაფი ვარაუდობს, რომ ბლეიკი ცდილობდა ხარჭის შემოყვანას საოჯახო სარეცელში სვედენბორგიანული საზოგადოების უფრო რადიკალური შტოების რწმენის შესაბამისად,[91] თუმცა სხვა მკვლევარები ამ თეორიებს მხოლოდ ვარაუდად მიიჩნევენ და უარყოფენ.[92] თავის ლექსიკონში სემუელ ფოსტერ დეიმონი ვარაუდობს, რომ კეტრინს შესაძლოა მკვდარი გოგონა შეეძინა, რისთვისაც „თელის წიგნი“ ერთგვარი ელეგიაა. ამით ის ხსნის წიგნის უჩვეულო დასასრულს, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია.[93]
ფელპემი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1800 წელს ბლეიკი გადავიდა კოტეჯში, რომელიც მდებარეობდა ფელპემში, სასექსი (ამჟამად დასავლეთი სასექსი), რათა დაეწყო მუშაობა ნაკლებად ცნობილი პოეტის, უილიამ ჰეილის ნაწარმოებების ილუსტრირებაზე. სწორედ ამ კოტეჯში დაიწყო ბლეიკმა მუშაობა პოემაზე „მილტონი“ (თავფურცელი დათარიღებულია 1804 წლით, თუმცა ბლეიკი მასზე მუშაობას 1808 წლამდე აგრძელებდა). ამ ნაწარმოების წინასიტყვაობა მოიცავს ლექსს, რომელიც იწყება სიტყვებით ინგლ. „And did those feet in ancient time“ („ოდესმე ის ფეხნი უძველეს დროს“, რაც შემდგომში ჰიმნ „იერუსალიმის“ ტექსტი გახდა. დროთა განმავლობაში ბლეიკს თავისი ახალი მფარველის მიმართ უკმაყოფილება გაუჩნდა; იგი მიიჩნევდა, რომ ჰეილის არ აინტერესებდა ნამდვილი ხელოვნება და მხოლოდ „საქმიანი რუტინით“ (E724) იყო დაკავებული. ვარაუდობენ, რომ ჰეილით ამ იმედგაცრუებამ გავლენა მოახდინა პოემაზე „მილტონი“, რომელშიც ბლეიკმა დაწერა: „ხორციელი მეგობრები სულიერი მტრები არიან“ (4:26, E98).

ბლეიკის პრობლემებმა ხელისუფლებასთან პიკს 1803 წლის აგვისტოში მიაღწია, როდესაც მას ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა ჯარისკაცთან, ჯონ სკოფელდთან.[94] ბლეიკს ბრალი დასდეს არა მხოლოდ თავდასხმაში, არამედ მეფის წინააღმდეგ მიმართული და სახელმწიფო ღალატის შემცველი ფრაზების თქმაში. სკოფელდი ამტკიცებდა, რომ ბლეიკმა წამოიძახა: „წყეული იყოს მეფე. ჯარისკაცები სულ მონები არიან“.[95] ჩიჩესტერის ასიზის ტიპის სასამართლომ ბლეიკი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო. სასექსის საგრაფოს გაზეთის ცნობით, „[მტკიცებულების] გამოგონილი ხასიათი... იმდენად აშკარა იყო, რომ შედეგად გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი“.[96] მოგვიანებით სკოფელდი „გონების მიერ გამოჭედილი ბორკილებით“ (mind forged manacles) იქნა გამოსახული პოემა „იერუსალიმის“ ერთ-ერთ ილუსტრაციაზე.[97]
ლონდონში დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბლეიკი ლონდონში 1804 წელს დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა თავის ყველაზე ამბიციურ ნაწარმოებზე — „იერუსალიმი“ (1804–20). ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობების“ პერსონაჟების გამოსახვის იდეით ბლეიკმა მიმართა დილერ რობერტ კრომეკს, საბოლოო მიზანი გრავიურის გაყიდვა. იცოდა რა, რომ ბლეიკი ზედმეტად ექსცენტრიული იყო პოპულარული ნამუშევრის შესაქმნელად, კრომეკმა ამ ჩანაფიქრის შესრულება დაუყოვნებლივ დაავალა ბლეიკის მეგობარ თომას სტოტარდს. როდესაც ბლეიკმა შეიტყო, რომ მოატყუეს, სტოტარდთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მან მოაწყო დამოუკიდებელი გამოფენა თავისი ძმის საგალანტერიო მაღაზიაში, ბროუდ-სტრიტის 27 ნომერში, სოჰოში. გამოფენის მიზანი იყო „კენტერბერიული მოთხრობების“ ილუსტრაციის საკუთარი ვერსიის (სათაურით „კენტერბერიელი მომლოცველები“) და სხვა ნამუშევრების პოპულარიზაცია. შედეგად მან დაწერა თავისი „აღწერილობითი კატალოგი“ (1809), რომელიც შეიცავს იმას, რასაც ენტონი ბლანტმა ჩოსერის „ბრწყინვალე ანალიზი“ უწოდა; იგი რეგულარულად შედის ანთოლოგიებში, როგორც ჩოსერის კრიტიკის კლასიკა.[98] იგი ასევე მოიცავდა მისი სხვა ნახატების დეტალურ განმარტებებს. გამოფენას ძალიან ცოტა ადამიანი დაესწრო და არცერთი ტემპერა თუ აკვარელი არ გაყიდულა. ერთადერთი რეცენზია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში The Examiner, მტრული იყო.[99]

ასევე ამ პერიოდში (დაახლოებით 1808 წელს), ბლეიკმა მძაფრად გამოხატა თავისი შეხედულებები ხელოვნებაზე სერ ჯოშუა რეინოლდსის „დისკურსებისადმი“ მიძღვნილ ვრცელ პოლემიკურ მინაწერებში; მან ხელოვნების სამეფო აკადემია თაღლითებად გამოაცხადა და განაცხადა: „განაზოგადო ნიშნავს, იყო იდიოტი“ („To Generalize is to be an Idiot.“)[100]
1818 წელს ჯორჯ კამბერლენდის ვაჟმა ბლეიკი გააცნო ახალგაზრდა მხატვარს, ჯონ ლინელს.[101] ბლეიკისა და ლინელის ხსოვნას ჰემპსტედში, ნორთ-ენდში მდებარე „Old Wyldes“-ზე განთავსებული ლურჯი მემორიალური დაფა უკვდავყოფს.[102] ლინელის მეშვეობით მან გაიცნო სემუელ პალმერი, რომელიც ეკუთვნოდა მხატვართა ჯგუფს, რომლებიც საკუთარ თავს „შორემის ანტიკვარებს“ (Shoreham Ancients) უწოდებდნენ. ჯგუფი იზიარებდა ბლეიკის მიერ თანამედროვე ტენდენციების უარყოფას და მის რწმენას სულიერი და შემოქმედებითი ახალი ეპოქის (New Age) შესახებ. 65 წლის ასაკში ბლეიკმა დაიწყო მუშაობა ილუსტრაციებზე „იობის წიგნისთვის“, რაც მოგვიანებით მოიწონა ჯონ რასკინმა, რომელმაც ბლეიკი დადებითად შეადარა რემბრანდტს, და ვონ უილიამსმა, რომელმაც თავისი ბალეტი „იობი: მასკა ცეკვისთვის“ სწორედ ამ ილუსტრაციების მიხედვით შექმნა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ბლეიკმა დაიწყო თავისი ნამუშევრების, განსაკუთრებით კი ბიბლიური ილუსტრაციების დიდი ნაწილის მიყიდვა თომას ბატსისთვის — მფარველისთვის, რომელიც ბლეიკს უფრო მეგობრად მიიჩნევდა, ვიდრე იმ ადამიანად, რომლის შემოქმედებასაც მხატვრული ღირებულება ჰქონდა; ეს დამოკიდებულება ტიპური იყო ბლეიკის მიმართ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.

დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრირების დაკვეთა ბლეიკმა 1826 წელს ლინელისგან მიიღო, გრავიურების სერიის შექმნის მიზნით. ბლეიკის სიკვდილმა 1827 წელს ეს წამოწყება შეწყვიტა — დასრულდა მხოლოდ რამდენიმე აკვარელი, ხოლო გრავიურებიდან მხოლოდ შვიდი მივიდა საცდელ (proof) ფორმამდე. მიუხედავად ამისა, მათ დიდი აღიარება მოიპოვეს:
დანტეს აკვარელები ბლეიკის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, რომელიც სრულად პასუხობს ასეთი სირთულის პოემის ილუსტრირების გამოწვევას. აკვარელის ფლობის ოსტატობა აქ მანამდე არნახულ დონეს აღწევს და იგი არაჩვეულებრივი ეფექტით გამოიყენება პოემაში არსებული ყოფიერების სამი მდგომარეობის ატმოსფეროს განსასხვავებლად.[103]

ბლეიკის ილუსტრაციები პოემისთვის მხოლოდ თანმხლები ნამუშევრები არ არის; ისინი, კრიტიკულად გადახედავენ ან კომენტარს ურთავენ ტექსტის გარკვეულ სულიერ თუ მორალურ ასპექტებს.
რადგან პროექტი არასოდეს დასრულებულა, ბლეიკის განზრახვა შესაძლოა ბუნდოვანი დარჩეს. ზოგიერთი ნიშანი აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ბლეიკის ილუსტრაციები, თავისი მთლიანობით, დაუპირისპირდებოდა ტექსტს, რომელსაც თან ახლდა: „მახვილის მპყრობელი ჰომეროსის და მისი თანამგზავრების“ არეზე ბლეიკი აღნიშნავს: „დანტეს კომედიაში ყველაფერი აჩვენებს, რომ ტირანული მიზნებისთვის მან ეს სამყარო ყველაფრის საფუძვლად აქცია, ქალღმერთი ბუნება კი — და არა სულიწმინდა — მის ცენტრად“. ბლეიკი, როგორც ჩანს, არ ეთანხმება დანტეს აღტაცებას ძველი საბერძნეთის პოეტური ნაწარმოებებით და იმ აშკარა სიხარულს, რომლითაც დანტე სასჯელებს ანაწილებს ჯოჯოხეთში (რაზეც მეტყველებს კანტოების პირქუში იუმორი).
ამავდროულად, ბლეიკი იზიარებდა დანტეს უნდობლობას მატერიალიზმის მიმართ და ძალაუფლების გამხრწნელ ბუნებას; იგი აშკარად ტკბებოდა დანტეს შემოქმედების ატმოსფეროსა და სახეების ფერწერული გადმოცემის შესაძლებლობით. სიკვდილის პირას მყოფი ბლეიკის მთავარი საზრუნავი დანტეს „ჯოჯოხეთის“ ილუსტრაციებზე გამალებული მუშაობა იყო; ამბობენ, რომ მან თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი შილინგი ფანქრის შესაძენად დახარჯა, რათა ხატვა გაეგრძელებინა.[104]
ბოლო წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ბლეიკმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ფაუნტინ-კორტში, სტრენდის მახლობლად (შენობა 1880-იან წლებში დაანგრიეს, როდესაც იქ სასტუმრო სავოი აშენდა).[37] გარდაცვალების დღეს (1827 წლის 12 აგვისტო), ბლეიკი დაუღალავად მუშაობდა დანტეს სერიაზე. გადმოცემის თანახმად, საბოლოოდ მან მუშაობა შეწყვიტა და მიუბრუნდა თავის მეუღლეს, რომელიც მის საწოლთან ტიროდა. მისი დანახვისას ბლეიკს წამოუძახია: „მოიცადე, კეიტ! დარჩი ისე, როგორც ხარ — მე შენს პორტრეტს დავხატავ — რადგან შენ ჩემთვის ყოველთვის ანგელოზი იყავი“. ამ პორტრეტის დასრულების შემდეგ (რომელიც ამჟამად დაკარგულია), ბლეიკმა ხელი აიღო იარაღებზე და დაიწყო ჰიმნებისა და ლექსების გალობა.[105] იმ საღამოს ექვს საათზე, მას შემდეგ რაც მეუღლეს შეჰპირდა, რომ მუდამ მასთან იქნებოდა, ბლეიკი გარდაიცვალა. გილქრისტი აღნიშნავს, რომ სახლის ერთ-ერთმა მობინადრემ, რომელიც მის აღსასრულს ესწრებოდა, თქვა: „მე დავესწარი არა ადამიანის, არამედ კურთხეული ანგელოზის სიკვდილს“.[106]
ჯორჯ რიჩმონდი სემუელ პალმერისადმი მიწერილ წერილში ბლეიკის გარდაცვალების შესახებ შემდეგს წერდა:
იგი გარდაიცვალა... ყველაზე დიდებული სახით. მან თქვა, რომ მიდიოდა იმ ქვეყნად, რომლის ნახვაც მთელი ცხოვრება სურდა და ბედნიერება გამოხატა ხსნის იმედით იესო ქრისტეს მეშვეობით — სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მისი სახე განათდა, თვალები გაუბრწყინდა და გალობა დაიწყო იმის შესახებ, რასაც ზეცაში ხედავდა.[107]
კეტრინმა ბლეიკის დაკრძალვის ხარჯები ლინელისგან ნასესხები ფულით დაფარა. ბლეიკის ცხედარი დაკრძალეს სხვებთან ერთად საერთო ნაკვეთში, მისი გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ — მისივე ქორწინების 45-ე წლისთავის წინა დღეს — დისენტერთა სასაფლაოზე ბანჰილ-ფილდსში, ლონდონის სიტის რაიონში.[108][82] მისი მშობლების ცხედრები იმავე სასაფლაოზე იყო დაკრძალული. ცერემონიას ესწრებოდნენ კეტრინი, ედუარდ კალვერტი, ჯორჯ რიჩმონდი, ფრედერიკ ტეთემი და ჯონ ლინელი. ბლეიკის სიკვდილის შემდეგ კეტრინი ტეთემის სახლში გადავიდა საოჯახო მეურნედ. მას სჯეროდა, რომ ბლეიკის სული რეგულარულად სტუმრობდა. იგი აგრძელებდა მისი ილუმინირებული ნამუშევრებისა და ნახატების გაყიდვას, თუმცა არანაირ საქმიან გარიგებას არ აფორმებდა „მისტერ ბლეიკთან კონსულტაციის“ გარეშე.[109] 1831 წლის ოქტომბერში, საკუთარი სიკვდილის დღეს, იგი ქმარივით მშვიდი და მხიარული იყო და მას ისე უხმობდა, „თითქოს ის მეზობელ ოთახში ყოფილიყო, ეუბნებოდა, რომ მასთან მიდიოდა და ეს დიდხანს აღარ გაგრძელდებოდა“.[110]
მისი გარდაცვალების შემდეგ, მათმა ძველმა ნაცნობმა ფრედერიკ ტეთემმა დაისაკუთრა ბლეიკის ნამუშევრები და აგრძელებდა მათ გაყიდვას. მოგვიანებით ტეთემი შეუერთდა ფუნდამენტალისტურ ირვინგისტულ ეკლესიას და ამ ეკლესიის კონსერვატიული წევრების გავლენით დაწვა ხელნაწერები, რომლებიც ერეტიკულად მიიჩნია.[111] განადგურებული ხელნაწერების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბლეიკმა მეგობარს უთხრა, რომ დაწერილი ჰქონდა „ოცი ტრაგედია, ისეთივე ვრცელი, როგორიც „მაკბეთია“; მათგან არცერთი არ შემორჩენილა.[112] კიდევ ერთმა ნაცნობმა, უილიამ მაიკლ როსეტიმ, ასევე დაწვა ბლეიკის რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც დაბალი ხარისხისად მიიჩნია,[113] ხოლო ჯონ ლინელმა ბლეიკის რამდენიმე ნახატიდან წაშალა სექსუალური ხასიათის გამოსახულებები.[114] ამავდროულად, მეგობრებმა შეინახეს ზოგიერთი ნამუშევარი, რომელიც გამოსაქვეყნებლად არ იყო განკუთვნილი, მაგალითად, მისი ჩანაწერების წიგნი და „კუნძული მთვარეზე“.
ბლეიკის საფლავს ორი ქვა ამკობს. პირველზე წერია: „აქ ახლოს განისვენებს პოეტ-ფერმწერი უილიამ ბლეიკი 1757–1827 და მისი მეუღლე კეტრინ სოფია 1762–1831“. ეს მემორიალური ქვა მდებარეობს ნამდვილი საფლავიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით და იგი 2018 წლის 12 აგვისტომდე არ იყო მონიშნული.[82] 1965 წლიდან მოყოლებული, უილიამ ბლეიკის საფლავის ზუსტი ადგილი დაკარგული და დავიწყებული იყო. ეს ტერიტორია დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს; საფლავის ქვები აიღეს და ბაღი გააშენეს. მემორიალურ ქვას, რომელიც მიუთითებდა, რომ საფლავები „ახლოს“ მდებარეობდა, 2011 წელს მეორე კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[115][116] პორტუგალიელმა წყვილმა, კეროლ და ლუის გარიდოებმა, 14-წლიანი კვლევის შემდეგ კვლავ აღმოაჩინეს დაკრძალვის ზუსტი ადგილი, ხოლო ბლეიკის საზოგადოებამ (Blake Society) დაამზადა მუდმივი მემორიალური ფილა, რომელიც 2018 წლის 12 აგვისტოს საჯარო ცერემონიაზე გაიხსნა.[82][116][117][118] ახალ ქვაზე ამოტვიფრულია: „აქ განისვენებს უილიამ ბლეიკი 1757–1827 პოეტი მხატვარი წინასწარმეტყველი“, რასაც მოსდევს სტროფი მისი პოემიდან „იერუსალიმი“.
1949 წელს ავსტრალიაში მის პატივსაცემად დაარსდა ბლეიკის პრემია რელიგიურ ხელოვნებაში. 1957 წელს ბლეიკისა და მისი მეუღლის მემორიალი აღიმართა უესტმინსტერის სააბატოში.[119] კიდევ ერთი მემორიალი მდებარეობს სენტ-ჯეიმზის ეკლესიაში (პიკადილი), სადაც ის მოინათლა.

ბლეიკის გარდაცვალების დროისთვის, მას გაყიდული ჰქონდა „უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერების“ 30-ზე ნაკლები ეგზემპლარი.[120]
შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლეიკი არ იყო აქტიური რომელიმე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიაში. მისი პოეზია განუხრელად ასახავს ამბოხს კლასობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რაც დოკუმენტირებულია დევიდ ერდმანის ფუნდამენტურ კვლევაში „ბლეიკი: წინასწარმეტყველი იმპერიის წინააღმდეგ: მისი დროის ისტორიის პოეტური ინტერპრეტაცია“ (1954). ბლეიკს აწუხებდა უაზრო ომები და ინდუსტრიული რევოლუციის დამანგრეველი შედეგები. მისი პოეზიის დიდი ნაწილი სიმბოლური ალეგორიით გადმოსცემს საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების გავლენას. ერდმანი ამტკიცებს, რომ ბლეიკს იმედი გაუცრუვდა ამ კონფლიქტების პოლიტიკური შედეგებით, რადგან მიიჩნევდა, რომ მათ მონარქია უბრალოდ უპასუხისმგებლო მერკანტილიზმით ჩაანაცვლეს. ერდმანი ასევე აღნიშნავს, რომ ბლეიკი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა მონობას და თვლის, რომ მისი ზოგიერთი ლექსი, რომელიც ძირითადად „თავისუფალი სიყვარულის“ მხარდაჭერად აღიქმება, სინამდვილეში ანტიმონათმფლობელურ ქვეტექსტებსაც შეიცავს.[121] უფრო გვიანდელმა კვლევამ, პიტერ მარშალის „უილიამ ბლეიკი: ვიზიონერი ანარქისტი“ (1988), ბლეიკი და მისი თანამედროვე უილიამ გოდვინი თანამედროვე ანარქიზმის წინამორბედებად დაახასიათა.[122] ბრიტანელი მარქსისტი ისტორიკოსის, ე. პ. თომპსონის უკანასკნელი დასრულებული ნაშრომი, „მოწმე მხეცის წინააღმდეგ: უილიამ ბლეიკი და მორალური კანონი“ (1993), აჩვენებს, თუ რამდენად იყო ის შთაგონებული დისენტერული რელიგიური იდეებით, რომლებიც სათავეს ინგლისის სამოქალაქო ომის დროს მონარქიის ყველაზე რადიკალური ოპონენტების აზროვნებაში იღებდა.
შეხედულებების განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმის გამო, რომ ბლეიკის გვიანდელი პოეზია შეიცავს პირად მითოლოგიას რთული სიმბოლიზმით, მისი გვიანდელი ნამუშევრები ნაკლებად იბეჭდებოდა, ვიდრე ადრეული, უფრო ხელმისაწვდომი თხზულებები. პატი სმიტის მიერ რედაქტირებული ბლეიკის ანთოლოგია (Vintage Press) ძირითადად ადრეულ შემოქმედებაზეა ფოკუსირებული, ისევე როგორც მრავალი კრიტიკული კვლევა, მაგალითად დ. გ. გილჰემის „უილიამ ბლეიკი“.

ადრეული შემოქმედება ძირითადად მეამბოხე ხასიათისაა და შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც პროტესტი დოგმატური რელიგიის წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა „ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინებაში“. მასში „ეშმაკის“ სახით წარმოდგენილი ფიგურა ფაქტობრივად გმირია, რომელიც უპირისპირდება თვითმარქვია ავტორიტარულ ღვთაებას. გვიანდელ ნამუშევრებში, როგორებიცაა „მილტონი“ და „იერუსალიმი“, ბლეიკი ქმნის კაცობრიობის განსხვავებულ ხედვას, რომელიც გამოსყიდულია თავგანწირვითა და მიტევებით, თუმცა ინარჩუნებს ადრეულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იმის მიმართ, რასაც ის ტრადიციული რელიგიის ხისტ და არაჯანსაღ ავტორიტარიზმად მიიჩნევდა. ბლეიკის ყველა მკითხველი არ ეთანხმება მოსაზრებას მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრების უწყვეტობის შესახებ.
ფსიქოანალიტიკოსი ჯუნ სინგერი წერდა, რომ ბლეიკის გვიანდელმა შემოქმედებამ აჩვენა იმ იდეების განვითარება, რომლებიც პირველად მის ადრეულ ნამუშევრებში გაჩნდა — კერძოდ, ჰუმანისტური მიზანი სხეულისა და სულის პიროვნული მთლიანობის მიღწევის შესახებ. მისი კვლევის, „არაწმინდა ბიბლიის“ (The Unholy Bible), გაფართოებული გამოცემის დასკვნითი ნაწილი ვარაუდობს, რომ გვიანდელი ნამუშევრები არის „ჯოჯოხეთის ბიბლია“, რომელიც დაპირებული იყო „ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინებაში“. ბლეიკის ბოლო პოემის, „იერუსალიმის“ შესახებ ის წერს: „ადამიანში ღვთიურობის დაპირება, რომელიც გაჟღერდა „ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინებაში“, საბოლოოდ შესრულდა“.[124]
ჯონ მიდლტონ მარი აღნიშნავს წყვეტას „ქორწინებასა“ და გვიანდელ ნამუშევრებს შორის. მისი აზრით, თუ ადრეული ბლეიკი ფოკუსირებული იყო „ენერგიასა და გონებას შორის პირდაპირ ნეგატიურ დაპირისპირებაზე“, გვიანდელი ბლეიკი ხაზს უსვამდა თავგანწირვისა და მიტევების ცნებებს, როგორც შინაგანი მთლიანობისკენ მიმავალ გზას. „ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინების“ მკვეთრ დუალიზმზე უარის თქმა განსაკუთრებით ჩანს გვიანდელ ნამუშევრებში პერსონაჟ იურიზენის ჰუმანიზაციით. მარი გვიანდელ ბლეიკს ახასიათებს, როგორც ადამიანს, რომელმაც ჰპოვა „ურთიერთგაგება“ და „ურთიერთმიტევება“.[125]
რელიგიური შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაც შეეხება კონვენციურ რელიგიას, ბლეიკი მას სატირულად და ირონიულად უყურებდა, რაც კარგად ჩანს მის პოემაში „ვალა, ანუ ოთხი ზოა“ — ერთ-ერთ დაუსრულებელ „წინასწარმეტყველურ წიგნში“, რომელიც 1797 წელს დაიწყო. წიგნის ნახევრად მითოლოგიური და ნახევრად რელიგიური მთავარი პერსონაჟები არიან ოთხი ზოა (ურთონა, იურიზენი, ლუვა და თარმასი), რომლებიც ბლეიკის მითოლოგიაში ალბიონის დაცემის შედეგად შეიქმნენ. პოემა ცხრა წიგნისგან შედგება, რომლებსაც „ღამეები“ ეწოდება. მათში აღწერილია ზოების, მათი დაცემული ფორმებისა და მათი ემანაციების ურთიერთქმედება. ბლეიკს სურდა, რომ ეს წიგნი მისი მითოსური სამყაროს შეჯამება ყოფილიყო. ბლეიკის ოთხი ზოა განასახიერებს ყოვლისშემძლე ღმერთის ოთხ ასპექტს და „ვალა“ პირველი ნაწარმოებია, სადაც ისინი არიან ნახსენები.[126] კერძოდ, ბლეიკისეული ღმერთის/ადამიანის კავშირი დაყოფილია სხეულებრივ კომპონენტებად: იურიზენი (თავი), ურთონა (წელი/სასქესო ორგანოები), ლუვა (გული) და თარმასი (სხეულის ერთიანობა), მათ წყვილ ემანაციებთან ერთად: აჰანია (სიბრძნე, თავიდან), ენითარმონი (ის, რისი მიღწევაც ბუნებაში შეუძლებელია, წელიდან), ვალა (ბუნება, გულიდან) და ენიონი (დედამიწა-დედა, ერთიანობის გაყოფის შედეგად).[127]
ბლეიკისეული ღვთიური გაგებით, ზოები არიან: მამა ღმერთი (თარმასი, შეგრძნება), ძე ღმერთი (ლუვა, სიყვარული), სულიწმინდა (ურთონა, ფანტაზია) და სატანა, რომელიც თავდაპირველად ღვთიური სუბსტანციის ნაწილი იყო (იურიზენი, გონება). მათი ემანაციები კი წარმოადგენენ სექსუალურ ლტოლვას (ენიონი), ბუნებას (ვალა), შთაგონებას (ენითარმონი) და სიამოვნებას (აჰანია).[128]
ბლეიკს სჯეროდა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ორმაგი იდენტობა, რომლის ერთი ნახევარი კარგია, მეორე კი — ბოროტი. „ვალაში“ პერსონაჟები ორკი და მარადიული ადამიანი (ალბიონი) საუბრობენ საკუთარ თავზე, როგორც გაყოფილ არსებებზე. გვიანდელ ნამუშევრებზე მუშაობისას ბლეიკი გრძნობდა, რომ შეძლო შინაგანი ბრძოლის დაძლევა, თუმცა აწუხებდა შემოქმედებითი უნარების დაკარგვის შიში. ეს ფიქრები აისახა „ვალაშიც“, სადაც პერსონაჟი ლოსი (ფანტაზია) დაკავშირებულია ქრისტეს სახესთან; ბლეიკმა თავის მითოსურ სამყაროს ქრისტიანული ელემენტი დაამატა. „ვალას“ გადამუშავებულ ვერსიაში ბლეიკმა ჩართო ქრისტიანული და ებრაული სახეები და აღწერა, თუ როგორ აქვს ლოსს ღვთის კრავის ხილვა, რაც ააღორძინებს მის სულს. ქრისტეს უპირისპირდება იურიზენი და სატანის სინაგოგა, რომელიც მოგვიანებით აცვამს ქრისტეს ჯვარს. სწორედ მათგან იბადება დეიზმი.[129]

ბლეიკი არ იზიარებდა წარმოდგენას სულისგან განცალკევებული სხეულის შესახებ, რომელიც უნდა დაემორჩილოს სულის მმართველობას; პირიქით, ის სხეულს განიხილავდა როგორც სულის გაგრძელებას, რომელიც მომდინარეობს გრძნობათა „აღქმისგან“. შესაბამისად, ორთოდოქსული რელიგიის აქცენტი სხეულებრივი ლტოლვების უარყოფაზე არის დუალისტური შეცდომა, რომელიც გამოწვეულია სხეულისა და სულის ურთიერთობის არასწორი გაგებით. სხვაგან ის სატანას აღწერს, როგორც „შეცდომის მდგომარეობას“ და როგორც ხსნის მიღმა მყოფს.[130]
ბლეიკი ეწინააღმდეგებოდა იმ თეოლოგიური აზროვნების სოფიზმს, რომელიც ამართლებს ტკივილს, აღიარებს ბოროტებას და ბოდიშს იხდის უსამართლობისთვის. მას სძულდა თვითუარყოფა (self-denial),[131] რომელსაც რელიგიურ რეპრესიასთან და განსაკუთრებით სექსუალურ რეპრესიასთან აიგივებდა:[132]
კეთილგონიერება მდიდარი, მახინჯი შინაბერაა, რომელსაც უნიათობა ეარშიყება.
ვისაც სურს, მაგრამ არ მოქმედებს, იგი მავნებელ სენს თესავს. (7.4–5, E35)
ის „ცოდვის“ კონცეფციას განიხილავდა, როგორც მახეს ადამიანის სურვილების შესაბორკად („სიყვარულის ბაღის“ ეკლები) და თვლიდა, რომ გარედან თავსმოხვეული მორალური კოდექსისადმი მორჩილება სიცოცხლის სულის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო:
თავშეკავება ქვიშას თესავს ყველგან —
ალმოდებულ თმასა და ღაჟღაჟა კიდურებზე,
ხოლო დაკმაყოფილებული სურვილი
იქ ნაყოფსა და სილამაზეს ნერგავს. (E474)
იგი არ იზიარებდა მამა ღმერთის, როგორც უფლის დოგმატს — არსებისა, რომელიც კაცობრიობისგან განცალკევებული და მასზე აღმატებულია;[133] ეს ნათლად ჩანს მის სიტყვებში იესო ქრისტეს შესახებ: „ის ერთადერთი ღმერთია... და ასევე ვარ მე, და ასევე ხართ თქვენ“. „ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინებაში“ არის ასეთი ნიშანდობლივი ფრაზა: „ადამიანებმა დაივიწყეს, რომ ყველა ღვთაება ადამიანის მკერდში ბინადრობს“.
განმანათლებლობის ფილოსოფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლეიკს რთული დამოკიდებულება ჰქონდა განმანათლებლობის ფილოსოფიასთან. მისი რწმენა, რომ წარმოსახვა (imagination) ადამიანის არსებობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ეწინააღმდეგებოდა განმანათლებლობის რაციონალისტურ და ემპირიულ იდეალებს.[134] თავისი ვიზიონერული რელიგიური შეხედულებების გამო, იგი უარყოფდა სამყაროს ნიუტონისეულ ხედვას. ეს განწყობა ასახულია ბლეიკის „იერუსალიმის“ ერთ მონაკვეთში:

თვალს მივაპყრობ ევროპის სკოლებსა და უნივერსიტეტებს
და იქ ვხედავ ლოკის საქსოვ დაზგას, რომლის მისაქსელი მძვინვარებს,
ნიუტონის წყლის ბორბლებით ნარეცხი. შავია ქსოვილი
და მძიმე ხვეულებად ეფინება ყოველ ერს; ვხედავ მრავალბორბლიან
სასტიკ მექანიზმებს, ბორბალს ბორბალში, ტირანული კბილანებით,
რომლებიც იძულებით ამოძრავებენ ერთურთს: არა ისე, როგორც ედემში,
სადაც ბორბალი ბორბალში თავისუფლად ტრიალებს ჰარმონიასა და მშვიდობაში. (15.14–20, E159)
ბლეიკი მიიჩნევდა, რომ სერ ჯოშუა რეინოლდსის ნახატები, რომლებიც ობიექტებზე შუქის ნატურალისტურ დაცემას ასახავდა, მთლიანად „ვეგეტატიური თვალის“ პროდუქტი იყო; იგი ლოკსა და ნიუტონს „სერ ჯოშუა რეინოლდსის ესთეტიკის ნამდვილ წინაპრებად“ თვლიდა.[138] იმ დროის ინგლისში პოპულარულ გემოვნებას ასეთი ნახატების მიმართ აკმაყოფილებდა მეცო-ტინტო — ბეჭდვის პროცესი, რომელიც გამოსახულებას ფურცელზე ათასობით წვრილი წერტილის მეშვეობით ქმნიდა. ბლეიკმა აქ ანალოგია დაინახა ნიუტონის სინათლის ნაწილაკურ თეორიასთან.[139] შესაბამისად, ბლეიკს ეს ტექნიკა არასოდეს გამოუყენებია და ამჯობინა გრავირების ისეთი მეთოდის განვითარება, რომელიც მხოლოდ დენად ხაზებს ეფუძნებოდა. ის ამტკიცებდა:
ხაზი ან მოხაზულობა შემთხვევითობით არ იქმნება; ხაზი ხაზია თავის უმცირეს დანაყოფებშიც კი, სწორია ის თუ მრუდი. ის თავად არის საკუთარი თავი და სხვა არაფრით არ იზომება; ასეთია იობი. (E784)
არსებობს მოსაზრება, რომ განმანათლებლობის პრინციპებთან დაპირისპირების მიუხედავად, ბლეიკი მივიდა ხაზოვან ესთეტიკამდე, რომელიც ბევრი რამით უფრო ახლოს იყო ჯონ ფლაქსმენის ნეოკლასიკურ გრავიურებთან, ვიდრე იმ რომანტიკოსების შემოქმედებასთან, რომელთაც მას ხშირად მიაკუთვნებენ.[140] თუმცა, ბლეიკის ურთიერთობა ფლაქსმენთან გაცივდა მას შემდეგ, რაც ბლეიკი ფელპემიდან დაბრუნდა. შემორჩენილია წერილები ფლაქსმენსა და ჰეილის შორის, სადაც ფლაქსმენი უარყოფითად საუბრობს ბლეიკის ხელოვნების თეორიებზე.[141] ბლეიკმა კიდევ უფრო მწვავედ გააკრიტიკა ფლაქსმენის სტილი და თეორიები 1810 წელს, როდესაც პასუხობდა მისი „კენტერბერიელი მომლოცველების“ გრავირების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.[142]
სექსუალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„თავისუფალი სიყვარული“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი სიკვდილის შემდეგ, ბლეიკს საკუთარ წინამორბედად მიიჩნევდნენ სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც მის რთულ და ხშირად ბუნდოვან სიმბოლიზმსა და ალეგორიას მათთვის აქტუალურ საკითხებს არგებდნენ.[143] კერძოდ, ბლეიკი ზოგჯერ (მერი უოლსტონკრაფტთან და მის მეუღლე უილიამ გოდვინთან ერთად) XIX საუკუნის „თავისუფალი სიყვარულის“ მოძრაობის წინამორბედად მიიჩნევა. ეს იყო ფართო რეფორმისტული ტრადიცია, რომელიც 1820-იან წლებში დაიწყო და ამტკიცებდა, რომ ქორწინება მონობაა; იგი მხარს უჭერდა სექსუალურ აქტივობაზე (როგორიცაა ჰომოსექსუალობა, პროსტიტუცია და მრუშობა) ყოველგვარი სახელმწიფო შეზღუდვის მოხსნას, რაც XX საუკუნის დასაწყისში შობადობის კონტროლის მოძრაობით დაგვირგვინდა. ბლეიკისმცოდნეობა ამ თემაზე უფრო მეტად XX საუკუნის დასაწყისში იყო ფოკუსირებული, თუმცა მას დღესაც ახსენებს მკვლევარი აგნუს ანკარსიო, რომელიც ზომიერად ეჭვქვეშ აყენებს ამ ინტერპრეტაციას. XIX საუკუნის „თავისუფალი სიყვარულის“ მოძრაობა არ იყო ორიენტირებული მრავალპარტნიორიანობაზე, თუმცა ეთანხმებოდა უოლსტონკრაფტს, რომ სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ქორწინება იყო „ლეგალური პროსტიტუცია“ და მონოპოლისტური ხასიათი ჰქონდა. მას ბევრი საერთო აქვს ადრეულ ფემინისტურ მოძრაობებთან[144] (განსაკუთრებით მერი უოლსტონკრაფტის ნაწერებთან, რომლითაც ბლეიკი აღტაცებული იყო).
ბლეიკი აკრიტიკებდა თავისი დროის საქორწინო კანონებს და ზოგადად გმობდა უბიწოების, როგორც სათნოების, ტრადიციულ ქრისტიანულ გაგებას.[145] მისი ქორწინების კრიზისულ პერიოდში, რაც ნაწილობრივ კეტრინის უშვილობით იყო გამოწვეული, ის პირდაპირ გამოდიოდა სახლში მეორე ცოლის მოყვანის ინიციატივით.[146] მისი პოეზია მიანიშნებს, რომ საქორწინო ერთგულების გარეგანი მოთხოვნები სიყვარულს მხოლოდ მოვალეობად აქცევს და არა ავთენტურ გრძნობად; იგი ეჭვიანობასა და ეგოიზმს საქორწინო კანონების საფუძვლად მიიჩნევდა. ლექსები, როგორიცაა „რატომ უნდა ვიყო შენთან დაბმული, ჩემო მშვენიერო მირტის ხეო?“ (Why should I be bound to thee, O my lovely Myrtle-tree?) და „დედამიწის პასუხი“ (Earth's Answer), თითქოს მხარს უჭერს მრავალ სექსუალურ პარტნიორს. ლექსში „ლონდონი“ ის საუბრობს „საქორწინო კატაფალკზე“ (Marriage-Hearse), რომელიც „ახალგაზრდა მეძავის წყევლით“ არის შეპყრობილი. „ალბიონის ასულთა ხილვანი“ ფართოდ (თუმცა არა საყოველთაოდ) აღქმულია, როგორც თავისუფალი სიყვარულის ხოტბა, რადგან ბრომიონისა და უთუნის ურთიერთობა მხოლოდ კანონებითაა შენარჩუნებული და არა სიყვარულით. ბლეიკისთვის კანონი და სიყვარული დაპირისპირებული ცნებებია და ის მკაცრად აკრიტიკებს „გაყინულ საქორწინო სარეცელს“. „ხილვებში“ ბლეიკი წერს:
ვიდრე ის, ვინც ახალგაზრდობით იწვის და მუდმივი ხვედრი არ უწყის,
კანონის შელოცვით არ მიებმება მას, ვინც სძულს? და განა მან უნდა
ათრიოს სიცოცხლის ჯაჭვი დამქანცველ ავხორცობაში? (5.21-3, E49)
XIX საუკუნეში პოეტმა და თავისუფალი სიყვარულის მხარდამჭერმა ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნმა დაწერა წიგნი ბლეიკზე, სადაც ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნულ მოტივებზე; მასში ბლეიკი აქებს „წმინდა ბუნებრივ სიყვარულს“, რომელიც არ არის შეზღუდული სხვისი მესაკუთრული ეჭვიანობით (ამ უკანასკნელს ბლეიკი „მხოხავ ჩონჩხს“ უწოდებდა).[147] სუინბერნი აღნიშნავს, თუ როგორ გმობს ბლეიკის „ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“ ტრადიციული ნორმების დამცველთა „ფერმკრთალი რელიგიური ავხორცობის“ თვალთმაქცობას.[148] XIX საუკუნის კიდევ ერთი მოღვაწე, ედვარდ კარპენტერი (1844–1929), განიცდიდა გავლენას ბლეიკის მისტიკური აქცენტისა ენერგიაზე, რომელიც თავისუფალია გარეგანი შეზღუდვებისგან.[149]
XX საუკუნის დასაწყისში პიერ ბერჟემ აღწერა, თუ როგორ ეხმიანება ბლეიკის ხედვები უოლსტონკრაფტის მიერ ავთენტური სიყვარულის განდიდებას მოვალეობისგან დაბადებული სიყვარულის ნაცვლად,[150] რაც სიწმინდის ნამდვილი საზომია. აირინ ლენგრიჯი აღნიშნავს, რომ „ბლეიკის მისტიკურ და არაორთოდოქსულ მრწამსში თავისუფალი სიყვარულის დოქტრინა იყო ის, რაც ბლეიკს „სულის“ განსანათლებლად სურდა“.[151] მაიკლ დევისის 1977 წლის წიგნი „უილიამ ბლეიკი: ახალი ტიპის ადამიანი“ ვარაუდობს, რომ ბლეიკის აზრით, ეჭვიანობა აშორებს ადამიანს ღვთიურ ერთიანობას და მას გაყინული სიკვდილისთვის სწირავს.[152]
როგორც თეოლოგიურ მწერალს, ბლეიკს ჰქონდა ადამიანის „დაცემულობის“ განცდა. ს. ფოსტერ დეიმონმა აღნიშნა, რომ ბლეიკისთვის თავისუფალი სიყვარულის საზოგადოების მთავარი დაბრკოლება იყო არა მხოლოდ სოციალური შეუწყნარებლობა, არამედ ადამიანის დაცემული ბუნება და თვალთმაქცური ურთიერთობები.[153] თომას რაიტის 1928 წლის წიგნი „უილიამ ბლეიკის ცხოვრება“ (რომელიც მთლიანად ბლეიკის თავისუფალი სიყვარულის დოქტრინას ეძღვნება) აღნიშნავს, რომ ბლეიკის აზრით, ქორწინებას პრაქტიკაში უნდა მოჰქონდეს სიყვარულის სიხარული, თუმცა რეალობაში ეს ხშირად ასე არ ხდება,[154] რადგან დატუსაღების შეგრძნება ხშირად აქრობს ამ სიხარულს. პიერ ბერჟე ასევე აანალიზებს ბლეიკის ადრეულ მითოლოგიურ პოემებს (მაგ. „აჰანია“) და ასკვნის, რომ ბლეიკი საქორწინო კანონებს კაცობრიობის დაცემულობის შედეგად მიიჩნევდა, რადგან ისინი სიამაყისა და ეჭვიანობისგან იბადება.[155]
ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ბლეიკის შეხედულებებმა „თავისუფალ სიყვარულზე“ სიცოცხლის ბოლო წლებში ცვლილებები განიცადა. ამ პერიოდის ზოგიერთი ლექსი, მაგალითად „სნეული ვარდი“ (The Sick Rose), აფრთხილებს მკითხველს მტაცებლური სექსუალობის საფრთხეების შესახებ. მაგნუს ანკარსიო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ალბიონის ასულთა ხილვანის“ გმირი თავისუფალი სიყვარულის მომხრეა, პოემის ბოლოს იგი უფრო ფრთხილი ხდება, რადგან აცნობიერებს სექსუალობის ბნელ მხარეს და კითხულობს: „განა ეს შეიძლება იყოს სიყვარული, რომელიც მეორეს ისე სვამს, როგორც ღრუბელი წყალს?“[156] ანკარსიო ასევე მიუთითებს, რომ მერი უოლსტონკრაფტმაც მსგავსად შეიცვალა შეხედულებები ცხოვრების ბოლოს. ბლეიკისეული „დაცემულობის“ გათვალისწინებით, ანკარსიო ფიქრობს, რომ ბლეიკი სრულად არ უჭერდა მხარს გრძნობად თავაწყვეტილობას მხოლოდ კანონის დასამცირებლად (როგორც ეს პერსონაჟ ლეითას შემთხვევაშია), რადგან გამოცდილების დაცემულ სამყაროში ყოველგვარი სიყვარული შებოჭილია.[157] დევიდ ვორალი კი მიიჩნევს, რომ „თელის წიგნი“ იყო სვედენბორგიანული ეკლესიის ზოგიერთი წევრის მიერ შემოთავაზებული ხარჭების ინსტიტუტის უარყოფა.[158]
ბლეიკის გვიანდელი ნაწერები აჩვენებს ინტერესის დაბრუნებას ქრისტიანობისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ის რადიკალურად გადაიაზრებს ქრისტიანულ მორალს ისე, რომ იგი მოიცავს გრძნობად სიამოვნებას, მის გვიანდელ პოემებში ნაკლებია აქცენტი სექსუალურ თავისუფლებაზე და ჩნდება „თვითუარყოფის“ (self-denial) მხარდაჭერაც, თუმცა ეს უარყოფა შთაგონებული უნდა იყოს სიყვარულით და არა ავტორიტარული იძულებით.[159] პიერ ბერჟე განსაკუთრებით გრძნობს ამ ტრანსფორმაციას — მისი აზრით, ახალგაზრდა ბლეიკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმპულსებს,[160] ხოლო ხანდაზმულ ბლეიკს ჰქონდა ჩამოყალიბებული იდეალი ჭეშმარიტი სიყვარულისა, რომელიც საკუთარ თავს სწირავს სხვისთვის. მისტიკური სექსუალური მგრძნობელობა მაინც რჩება გვიანდელ პოემებში (მაგალითად, იესოს დედის ქალწულობის უარყოფაში), თუმცა აქცენტი გადატანილია მიტევებაზე, გამოსყიდვასა და ემოციურ ავთენტურობაზე, როგორც ურთიერთობების საფუძველზე.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემოქმედებითობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორთროპ ფრაი, რომელიც ბლეიკის შეხედულებების სიმტკიცესა და თანმიმდევრულობაზე საუბრობდა, აღნიშნავდა:
[ბლეიკი] თავად ამბობს, რომ მისი შენიშვნები [ჯოშუა] რეინოლდსზე, ორმოცდაათი წლის ასაკში დაწერილი, „ზუსტად ჰგავს“ (exactly Similar) ლოკსა და ბეკონზე გაკეთებულ ჩანაწერებს, რომლებიც მან „ძალიან ახალგაზრდამ“ დაწერა. გარკვეული ფრაზები და ლექსის სტრიქონებიც კი შეიძლება ორმოცი წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდეს მის შემოქმედებაში. იმის ერთგულება, რაც მას ჭეშმარიტებად მიაჩნდა, თავად იყო მისი ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი... თანმიმდევრულობა (სულელური თანმიმდევრულობა თუ სხვაგვარი) ბლეიკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ხოლო „თვითწინააღმდეგობა“ ყოველთვის მის ერთ-ერთ ყველაზე ზიზღნარევ კომენტარს წარმოადგენს.[161]

ბლეიკს სძულდა მონობა[162] და სჯეროდა რასობრივი და სექსუალური თანასწორობის. მისი რამდენიმე ლექსი და ნახატი გამოხატავს უნივერსალური კაცობრიობის იდეას: „რადგან ყველა ადამიანი ერთნაირია (თუმცა უსასრულოდ მრავალფეროვანი)“. ერთ-ერთ ლექსში, რომელსაც შავკანიანი ბავშვი ყვება, თეთრი და შავი სხეულები აღწერილია როგორც დაჩრდილული ჭალები ან ღრუბლები, რომლებიც მანამდე არსებობენ, სანამ ადამიანი ისწავლის „სიყვარულის სხივების გაძლებას“:
როცა მე შავი და ის თეთრი ღრუბლისგან გავთავისუფლდებით
და ღვთის კარვის გარშემო კრავებივით გავიხარებთ:
მზის სიცხისგან დავიფარავ მას, ვიდრე შეძლებს
სიხარულით მიეყრდნოს ჩვენი მამის მუხლებს.
შემდეგ კი წამოვდგები და მის ვერცხლისფერ თმას მოვეფერები,
მას დავემსგავსები და მაშინ მასაც შევუყვარდები. (23-8, E9)
ბლეიკი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებდა აქტიურ ინტერესს სოციალური და პოლიტიკური მოვლენების მიმართ; სოციალური და პოლიტიკური განაცხადები ხშირად გვხვდება მის მისტიკურ სიმბოლიზმში. მისი შეხედულებები იმის შესახებ, რასაც ის ჩაგვრასა და თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევდა, ეკლესიაზეც ვრცელდებოდა. მისი სულიერი რწმენა ნათლად ჩანს „გამოცდილების სიმღერებში“ (1794), სადაც ის ერთმანეთისგან ასხვავებს ძველი აღთქმის ღმერთს, რომლის შეზღუდვებსაც უარყოფდა, და ახალი აღთქმის ღმერთს, რომელსაც პოზიტიურ ძალად განიხილავდა.
ხილვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობიდანვე ბლეიკი ამტკიცებდა, რომ ხედავდა ხილვებს. პირველი მათგანი შესაძლოა ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში მომხდარიყო, როდესაც, ერთი შემთხვევის თანახმად, ახალგაზრდა ხელოვანმა „იხილა ღმერთი“, როცა ღმერთმა „ფანჯარას თავი მიადო“.[163] რვა თუ ათი წლის ასაკში, ლონდონის რაიონ პეკემ-რაიში, ბლეიკი ამტკიცებდა, რომ იხილა „ანგელოზებით სავსე ხე, რომლის ყოველ ტოტზე ვარსკვლავებივით მოციმციმე ანგელოზთა ფრთები ბრწყინავდა“.[163] ბლეიკის ვიქტორიანელი ბიოგრაფის, გილქრისტის თანახმად, იგი შინ დაბრუნდა და მოყვა ნანახი ხილვის შესახებ; მან მხოლოდ დედის ჩარევის წყალობით დააღწია თავი მამისგან ცემას ტყუილის თქმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ მშობლები მას დიდწილად მხარს უჭერდნენ, დედა განსაკუთრებით მზრუნველი ჩანს — ბლეიკის რამდენიმე ადრეული ნახატი და ლექსი მისი ოთახის კედლებს ამკობდა. დედის მზრუნველობის შესახებ გადმოცემას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ: პიტერ ეკროიდი გადმოგვცემს, რომ ერთხელ ბლეიკი ხილვებზე საუბრის გამო დედამაც სცემა და თუმცა ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ბლეიკი ამის გამო ცხოვრების ბოლომდე უკმაყოფილო იყო.[164] სხვა დროს, ბლეიკი თივის მთიბველებს აკვირდებოდა და მოეჩვენა, რომ მათ შორის ანგელოზისებრი ფიგურები დააბიჯებდნენ.[163]

ბლეიკი ამტკიცებდა, რომ ხილვებს მთელი ცხოვრების მანძილზე ხედავდა. ისინი ხშირად ლამაზ რელიგიურ თემებსა და სახეებთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა სწორედ მათ შთააგონეს იგი სულიერი ღვაწლისა და შემოქმედებისკენ. რელიგიური კონცეფციები და ხატოვნება ცენტრალურ ადგილს იკავებს ბლეიკის ნამუშევრებში. ღმერთი და ქრისტიანობა მისი თხზულებების ინტელექტუალურ ბირთვს შეადგენდა, საიდანაც იგი შთაგონებას იღებდა. ბლეიკს სჯეროდა, რომ მას პირადად მთავარანგელოზები აძლევდნენ მითითებებს და ამხნევებდნენ მხატვრული ნამუშევრების შესაქმნელად; იგი ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს მთავარანგელოზები კითხულობდნენ და ტკბებოდნენ მისი შემოქმედებით. უილიამ ჰეილისადმი მიწერილ სამძიმრის წერილში, რომელიც 1800 წლის 6 მაისით თარიღდება (ჰეილის ვაჟის გარდაცვალებიდან ოთხი დღის შემდეგ),[166] ბლეიკი წერდა:
მე ვიცი, რომ ჩვენი გარდაცვლილი მეგობრები უფრო რეალურად არიან ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენი მოკვდავი ნაწილისთვის ხილულნი იყვნენ. ცამეტი წლის წინ მე დავკარგე ძმა და მის სულთან ყოველდღე და ყოველ საათს ვსაუბრობ სულიერად; მას ჩემს მოგონებებში, ჩემი ფანტაზიის სამყაროში ვხედავ. მესმის მისი რჩევები და ახლაც კი მისი კარნახით ვწერ.
1800 წლის 21 სექტემბრით დათარიღებულ წერილში ჯონ ფლაქსმენისადმი, ბლეიკი წერდა:
[ქალაქი] ფელფამი ტკბილი ადგილია სწავლისთვის, რადგან ის უფრო სულიერია, ვიდრე ლონდონი. ზეცა აქ ყოველი მხრიდან ხსნის თავის ოქროს კარიბჭეს; მის ფანჯრებს ორთქლი არ ფარავს; ციური ბინადრების ხმები უფრო გარკვევით ისმის, მათი ფორმები კი უფრო ნათლად ჩანს; ჩემი კოტეჯიც მათი სახლების ჩრდილია. ჩემი მეუღლე და და კარგად არიან... ზეცაში ჩემი ნამუშევრებით უფრო მეტად ვარ ცნობილი, ვიდრე წარმომედგინა. ჩემს გონებაში არის სამუშაო ოთახები და დარბაზები, სავსე ძველი წიგნებითა და სურათებით, რომლებიც ჩემს მოკვდავ ცხოვრებამდე, მარადისობის ეპოქებში დავწერე და დავხატე; ეს ნამუშევრები მთავარანგელოზთა სიხარული და შესწავლის საგანია. (E710)
1803 წლის 25 აპრილს თომას ბატსისადმი მიწერილ წერილში ბლეიკი წერდა:
ახლა შემიძლია გითხრათ ის, რასაც, შესაძლოა, სხვას ვერავის გავუბედავდი: რომ მხოლოდ ლონდონში შემიძლია მშვიდად ვაწარმოო ჩემი ვიზიონერული კვლევები და რომ შემიძლია ვესაუბრო ჩემს მეგობრებს მარადისობაში, ვიხილო ხილვები, ვნახო სიზმრები, ვიწინასწარმეტყველო და ვილაპარაკო იგავებით შეუმჩნევლად და სხვა მოკვდავთა ეჭვებისგან თავისუფალმა; შესაძლოა, ეს ეჭვები კეთილგანწყობითაა გამოწვეული, მაგრამ ეჭვი ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობრებში გვეპარება ეჭვი.
ნაშრომში „საშინელი სამსჯავროს ხილვა“ (A Vision of the Last Judgement) ბლეიკი წერდა:
შეცდომა ქმნადია, ჭეშმარიტება კი მარადიული. შეცდომა ანუ ქმნილება დაიწვება და მაშინ, და მხოლოდ მაშინ, გამოჩნდება ჭეშმარიტება ანუ მარადისობა. იგი იმ წამსვე იწვის, როდესაც ადამიანები მის მზერას წყვეტენ. საკუთარ თავზე ვაცხადებ, რომ მე არ ვუმზერ გარეგან ქმნილებას და ჩემთვის ის დაბრკოლებაა და არა მოქმედება; ის ჩემს ფეხებზე არსებული ტალახივითაა და არა ჩემი ნაწილი. კითხვაზე — „როდესაც მზე ამოდის, განა ვერ ხედავთ ცეცხლის მრგვალ დისკოს, რომელიც რაღაცით გვინეას [ოქროს მონეტას] ჰგავს?“ — ო, არა, არა, მე ვხედავ ზეციური მხედრობის ურიცხვ სიმრავლეს, რომელიც ღაღადებს: „წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი ღმერთი ყოვლისმპყრობელი!“ მე ჩემს ხორცისმიერ ანუ ვეგეტატიურ თვალს ისევე არ ვენდობი, როგორც ფანჯარას არ ვკითხავდი იმის შესახებ, რასაც მისი მეშვეობით ვხედავ. მე მასში ვიხედები და არა მისი დახმარებით. (E565-6)
მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზებსა და ღმერთს ხედავდა, ბლეიკი ასევე ამტკიცებდა, რომ იხილა სატანა ლონდონში, სამხრეთ მოლტონ-სტრიტზე მდებარე საკუთარი სახლის კიბეზე.[120]
იცოდა რა ბლეიკის ხილვების შესახებ, უილიამ უორდსუორთმა აღნიშნა: „ეჭვგარეშეა, რომ ეს საწყალი კაცი შეშლილი იყო, მაგრამ ამ ადამიანის შეშლილობაში არის რაღაც, რაც უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე ლორდი ბაირონისა და უოლტერ სკოტის საღი გონება“.[167] უფრო პატივისცემით წერდა ჯონ უილიამ კაზინსი „ინგლისური ლიტერატურის მოკლე ბიოგრაფიულ ლექსიკონში“: ბლეიკი იყო „ჭეშმარიტად ღვთისმოსავი და მოყვარული სული, სამყაროსგან მივიწყებული და გაუგებარი, მაგრამ რჩეულთაგან დაფასებული“, რომელიც „ეწეოდა მხიარულ და კმაყოფილ ცხოვრებას სიღარიბეში, რომელიც განათებული იყო ხილვებითა და ზეციური შთაგონებით“.[168] ბლეიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჯერ კიდევ 1911 წლის „ბრიტანიკაშიც“ კი, სადაც აღნიშნულია, რომ „საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა ბლეიკი შეშლილი, სავარაუდოდ, კამათის საგნად დარჩება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში იგი იმყოფებოდა ილუზიების გავლენის ქვეშ, რომელთა ასახსნელად გარეგანი ფაქტები არ არსებობს და ბევრი რამ, რაც მან დაწერა, მოკლებულია ლოგიკურ თანმიმდევრულობას“ .
კულტურული გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბლეიკის შემოქმედება მისი გარდაცვალების შემდეგ ერთი თაობის განმავლობაში მივიწყებული იყო და თითქმის სრულად დაიკარგა იქამდე, სანამ 1860-იან წლებში ალექსანდრე გილქრისტმა მის ბიოგრაფიაზე მუშაობა არ დაიწყო. წიგნის „უილიამ ბლეიკის ცხოვრება“ გამოქვეყნებამ სწრაფად შეცვალა ბლეიკის რეპუტაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი პრერაფაელიტებმა და მათთან დაკავშირებულმა ფიგურებმა, კერძოდ დანტე გაბრიელ როსეტიმ და ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნმა აღიარეს. თუმცა, ბლეიკის შემოქმედების სრული დაფასება და მისი გავლენის ზრდა XX საუკუნეში მოხდა. XX საუკუნის დასაწყისისა და შუა პერიოდის მნიშვნელოვან მკვლევართა შორის, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ლიტერატურულ და მხატვრულ წრეებში ბლეიკის სტატუსის ამაღლებაში, იყვნენ ს. ფოსტერ დეიმონი, ჯეფრი კეინზი, ნორთროპ ფრაი და დევიდ ერდმანი.
მიუხედავად იმისა, რომ ბლეიკს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ისეთი ფიგურების ხელოვნებასა და პოეზიაში, როგორიც როსეტი იყო, სწორედ მოდერნისტულ პერიოდში დაიწყო მისმა ნაშრომებმა მწერალთა და მხატვართა უფრო ფართო წრეზე გავლენის მოხდენა. უილიამ ბატლერ იეიტსმა, რომელმაც 1893 წელს ბლეიკის თხზულებათა კრებული დაარედაქტირა, მისგან მრავალი პოეტური და ფილოსოფიური იდეა ისესხა,[169] ხოლო ბრიტანული სურეალისტური ხელოვნება განსაკუთრებით დაეფუძნა ბლეიკისეულ არა-მიმეტიკურ, ვიზიონერულ პრაქტიკას ისეთი მხატვრების შემოქმედებაში, როგორიც იყვნენ პოლ ნეში და გრეჰემ საზერლენდი.[170]
მისი პოეზია გამოიყენა არაერთმა ბრიტანელმა კლასიკურმა კომპოზიტორმა. ამ მხრივ ყველაზე ადრეული ცნობილი ნამუშევარია დოინ ბელის მიერ მუსიკალურად გაფორმებული ლექსი „Can I see another's woe“ („უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერებიდან“), რომელიც 1876 წელს გამოიცა.[171] აღსანიშნავია ბენჯამინ ბრიტენისა და რალფ ვონ უილიამსის ნამუშევრები; ასევე ჯონ ტავენერის მუსიკა ბლეიკის რამდენიმე ლექსზე, მათ შორის „კრავზე“ (1982 წლის ნაწარმოები „The Lamb“) და „ვეფხვზე“.
ბევრი მკვლევარი, მათ შორის ჯუნ სინგერი, ამტკიცებს, რომ ბლეიკის შეხედულებები ადამიანის ბუნებაზე წინ უსწრებდა და ემთხვეოდა ფსიქოანალიტიკოს კარლ იუნგის აზროვნებას. თავად იუნგის სიტყვებით: „ბლეიკი [არის] საინტერესო შესასწავლი ობიექტი, რადგან მან თავის ფანტაზიებში უამრავი ნახევრად გადამუშავებული ცოდნა დააგროვა. ჩემი შეხედულებით, ეს უფრო მხატვრული პროდუქტია, ვიდრე არაცნობიერი პროცესების ავთენტური რეპრეზენტაცია“.[172][173] მსგავსად ამისა, დაიანა ჰიუმ ჯორჯი ამტკიცებდა, რომ ბლეიკი შეიძლება მივიჩნიოთ ზიგმუნდ ფროიდის იდეების წინამორბედად.[174]
ბლეიკმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა 1950-იანი წლების ბიტ-თაობის პოეტებსა და 1960-იანი წლების კონტრკულტურაზე. მას ხშირად მოიხსენიებდნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც იყვნენ ბიტ-პოეტი ალენ გინზბერგი, მუსიკოსები ბობ დილანი, რიჩარდ ეშკროფტი,[175] ჯიმ მორისონი,[176] ვან მორისონი[177] და ბრიუს დიკინსონი,[178] ასევე მწერალი ოლდოს ჰაქსლი. პულიცერის პრემიის ლაურეატმა კომპოზიტორმა უილიამ ბოლკომმა მუსიკალურად გააფორმა „უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერები“,[179] სადაც სხვადასხვა ლექსისთვის სხვადასხვა მუსიკალური სტილი გამოიყენა — „თანამედროვე ტექნიკიდან დაწყებული, ბროდვეით, ქანთრით და რეგით დასრულებული“.[180]
ფილიპ პულმანის ფენტეზის ჟანრის ტრილოგიის — „მისი ბნელი საწყისები“ — ძირითადი იდეა დიდწილად ბლეიკის „ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინებაში“ არის ფესვგადგმული. ბლეიკი ასევე გვევლინება მნიშვნელოვან პერსონაჟად ბრაიან კეტლინგის ფენტეზი-რომანში „The Erstwhile“, სადაც მისი ანგელოზების ხილვები სიუჟეტის ნაწილია. კომპოზიტორი კეტლინ იერვუდი ერთ-ერთია იმ მრავალ თანამედროვე მუსიკოსს შორის, რომლებმაც ბლეიკის ლექსებზე მუსიკა შექმნეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბლეიკის როლი პოპულარულ კულტურაში წინა პლანზე წამოიწია სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა პოპ-მუსიკა, კინო და გრაფიკული რომანი, რამაც ედუარდ ლარისს ათქმევინა: „ბლეიკი არის ის რომანტიკოსი მწერალი, რომელმაც ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა XX საუკუნეზე“.[181]
გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანესი გამოფენები, რომლებიც უილიამ ბლეიკს მიეძღვნა, მოიცავს შემდეგს:
- ეშმოლის მუზეუმის (ოქსფორდი) გამოფენა „უილიამ ბლეიკი: შეგირდი და ოსტატი“ (William Blake: Apprentice and Master), რომელიც ღია იყო 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტამდე, იკვლევდა ბლეიკის, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბებას, ასევე მის გავლენას იმ ახალგაზრდა მხატვარ-გრავიორებზე, რომლებიც მისი ცხოვრების ბოლო წლებში მის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი.[182]
- ვიქტორიას ეროვნული გალერეის გამოფენამ „უილიამ ბლეიკი“, რომელიც 2014 წლის ზაფხულში გაიმართა, წარმოადგინა გალერეაში დაცული ბლეიკის ნამუშევრების კოლექცია, მათ შორის შთამბეჭდავი აკვარელები, ცალკეული პრინტები და ილუსტრირებული წიგნები.[183]
- მორგანის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის გამოფენა „უილიამ ბლეიკის სამყარო: იწყება ახალი ზეცა“ (William Blake's World: A New Heaven Is Begun), რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის იანვრამდე გრძელდებოდა, მოიცავდა 100-ზე მეტ აკვარელს, პრინტსა და პოეზიის ილუმინირებულ წიგნს.[184]
- 2007–2008 წლებში ტეიტ ბრიტანეთში გამართული გამოფენა „უილიამ ბლეიკი“ დაემთხვა მისი დაბადებიდან 250-ე წლისთავს; მასში წარმოდგენილი იყო როგორც გალერეის მუდმივი კოლექცია, ისე კერძო მფლობელებისგან დროებით მიღებული ახლად აღმოჩენილი ნამუშევრები, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა გამოფენილი.[185]
- შოტლანდიის ეროვნული გალერეის 2007 წლის გამოფენა „უილიამ ბლეიკი“ ასევე მიეძღვნა მისი დაბადების 250-ე წლისთავს და წარმოადგინა გალერეის ყველა ექსპონატი, რომელიც ბლეიკთან იყო დაკავშირებული.[186]
- 2000–2001 წლებში ტეიტ ბრიტანეთში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბლეიკის ხელოვნებისა და პოეზიის სრული სპექტრი კონტექსტურ მასალებთან ერთად, რომლებიც ოთხ სექციად იყო დაყოფილი: „ერთ-ერთი გოთი მხატვარი“; „ლამბეთის ველის ქურა“; „ფანტაზიის დარბაზები“ და „მრავალი შთამბეჭდავი ნამუშევარი“.[187] მოგვიანებით, 2001 წელს, გამოფენამ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გადაინაცვლა.[188]
- 2016 წელს აშშ-ში, სან-ფრანცისკოში, გაიხსნა მსოფლიოში პირველი უილიამ ბლეიკის ანტიკვარული წიგნების მაღაზია და სამხატვრო გალერეა.[189][190]
- 2019 წლის შემოდგომაზე ლონდონში, ტეიტ ბრიტანეთში, ბლეიკისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა.[191]
- ფიცუილიამის მუზეუმში (კემბრიჯი) 2024 წლის 23 თებერვლიდან 19 მაისამდე გაიმართა გამოფენა სახელწოდებით „უილიამ ბლეიკის სამყარო“ (William Blake's Universe).[192]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ილუმინირებული წიგნები
არაილუმინირებული
ნამუშევრები სიმბოლოთი * წარმოადგენს წინასწარმეტყველურ წიგნებს. |
ბლეიკის მიერ დასურათებული
|
რეკომენდებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიტერ ებსი (July 2014). „William Blake and the forging of the creative self (უილიამ ბლეიკი და შემოქმედებითი მე-ს გამოჭედვა)“. The London Magazine: 49–62.
- პიტერ აქროიდი (1995). Blake (ბლეიკი). Sinclair-Stevenson. ISBN 1-85619-278-4.
- დონალდ ოლტი (1974). Visionary Physics: Blake's Response to Newton (ვიზიონერული ფიზიკა: ბლეიკის პასუხი ნიუტონს). University of Chicago. ISBN 0-226-03225-6.
- — (1987). Narrative Unbound: Re-Visioning William Blake's The Four Zoas (თავისუფალი ნარატივი: უილიამ ბლეიკის „ოთხი ზოას“ გადააზრება). Station Hill Press. ISBN 1-886449-75-9.
- სტივენ ბერენდტი (1992). Reading William Blake (უილიამ ბლეიკის კითხვა). London: Macmillan Press. ISBN 0-312-06835-2 .
- ჯ. ი. ბენტლი (2001). The Stranger From Paradise: A Biography of William Blake (უცხო სამოთხიდან: უილიამ ბლეიკის ბიოგრაფია). Yale University Press. ISBN 0-300-08939-2.
- — (2006). Blake Records (ბლეიკის ჩანაწერები). Second edition. Yale University Press. ISBN 0-300-09685-2.
- — (1977). Blake Books (ბლეიკის წიგნები). Clarendon Press. ISBN 0-19-818151-5.
- — (1995). Blake Books Supplement (ბლეიკის წიგნების დამატება). Clarendon Press.
- ჰაროლდ ბლუმი (1963). Blake's Apocalypse (ბლეიკის აპოკალიფსი). Doubleday.
- იაკობ ბრონოვსკი (1972). William Blake and the Age of Revolution (უილიამ ბლეიკი და რევოლუციის ეპოქა). Routledge & K. Paul. ISBN 0-7100-7277-5 (hardback), ISBN 0-7100-7278-3 (pbk.)
- — (1944). William Blake, 1757–1827. A man without a mask (უილიამ ბლეიკი, 1757–1827. ადამიანი ნიღბის გარეშე). Secker and Warburg, London. Reprints: Penguin 1954; Haskell House 1967.
- ჰელენ ბრუდერი (1997). William Blake and the Daughters of Albion (უილიამ ბლეიკი და ალბიონის ასულები). Basingstoke: Macmillan Press, and New York: St. Martin's Press. ISBN 0-333-64036-5.
- ჯ. კ. ჩესტერტონი, William Blake (უილიამ ბლეიკი). Duckworth, London, n.d. [1910]. Reprint: House of Stratus, Cornwall, 2008. ISBN 0-7551-0032-8.
- სტივ კლარკი და დევიდ ვორალი, რედ. (2006). Blake, Nation and Empire (ბლეიკი, ერი და იმპერია). Basingstoke: Macmillan Press, and New York: St. Martin's Press.
- ტრისტან კონოლი (2002). William Blake and the Body (უილიამ ბლეიკი და სხეული). New York: Palgrave Macmillan.
- სემუელ ფოსტერ დეიმონი (1979). A Blake Dictionary (ბლეიკის ლექსიკონი). Revised edition. University of New England. ISBN 0-87451-436-3.
- მაიკლ დევისი (1977) William Blake. A new kind of man (უილიამ ბლეიკი. ახალი ტიპის ადამიანი). University of California, Berkeley.
- მორის ივსი (1992). The Counter-Arts Conspiracy: Art and Industry in the Age of Blake (კონტრ-ხელოვნების შეთქმულება: ხელოვნება და ინდუსტრია ბლეიკის ეპოქაში). Cornell University Press. ISBN 0-8014-2489-5.
- დევიდ ერდმანი (1977). Blake: Prophet Against Empire (ბლეიკი: წინასწარმეტყველი იმპერიის წინააღმდეგ): A Poet's Interpretation of the History of His Own Times. Princeton University Press. ISBN 0-486-26719-9.
- — (1988). The Complete Poetry & Prose of William Blake (უილიამ ბლეიკის სრული პოეზია და პროზა). Anchor. ISBN 0-385-15213-2.
- რობერტ ესიკი (1980). William Blake: Printmaker (უილიამ ბლეიკი: გრავიორი). Princeton University Press. ISBN 0-691-03954-2.
- — (1989). William Blake and the Language of Adam (უილიამ ბლეიკი და ადამის ენა). Clarendon Press. ISBN 0-19-812985-8.
- რობერტ ესიკი & დ. პირსი, რედ. (1978). Blake in his time (ბლეიკი თავის დროში). Indiana University Press.
- მაიკლ ფერბერი, The Social Vision of William Blake (უილიამ ბლეიკის სოციალური ხედვა). Princeton University Press, Princeton, 1985.
- ირვინგ ფისკი (1951). Bernard Shaw's Debt to William Blake (ბერნარდ შოუს ვალი უილიამ ბლეიკის მიმართ). London: The George Bernard Shaw Society.
- ნორთროპ ფრაი (1947). Fearful Symmetry (საზარელი სიმეტრია). Princeton University Press. ISBN 0-691-06165-3.
- — რედ. (1966). Blake. A collection of critical essays (ბლეიკი. კრიტიკული ესეების კრებული). Prentice-Hall.
- კრისტინ გალანტი, Blake and the assimilation of chaos (ბლეიკი და ქაოსის ასიმილაცია), Princeton University 1978.
- ალექსანდრე გილქრისტი, Life and Works of William Blake (უილიამ ბლეიკის ცხოვრება და შემოქმედება), (2d ed., London, 1880). Reissued by Cambridge University Press, 2009. ISBN 978-1-108-01369-7.
- ჟან ჰაგსტრომი, William Blake. Poet and Painter. An introduction to the illuminated verse (უილიამ ბლეიკი. პოეტი და მხატვარი. შესავალი ილუმინირებულ პოეზიაში), University of Chicago, 1964.
- ჯონ ჰიგსი, William Blake vs the World (უილიამ ბლეიკი სამყაროს წინააღმდეგ), Pegasus Books, 2021.
- დაიან ლონგ ჰოველერი, Diane Long (1979). „Blake's Erotic Apocalypse: The Androgynous Ideal in "Jerusalem" (ბლეიკის ეროტიკული აპოკალიფსი: ანდროგინული იდეალი „იერუსალიმში“)“ (PDF). Essays in Literature. Western Illinois University. 6 (1): 29–41. ციტირების თარიღი: 31 January 2013. ციტატა: „To become androgynous, to overcome the flaws inherent in each sex, emerges as the central challenge for all Blake's characters.“
- ჯეფრი კეინზი, რედაქტორი 2nd ed. (1969) Blake Complete Writings (ბლეიკის სრული თხზულებანი). Oxford University Press.
- ჯეიმზ კინგი (1991). William Blake: His Life (უილიამ ბლეიკი: მისი ცხოვრება). St. Martin's Press. ISBN 0-312-07572-3.
- სარი მაკდისი (2003). William Blake and the Impossible History of the 1790s (უილიამ ბლეიკი და 1790-იანი წლების შეუძლებელი ისტორია). University of Chicago Press.
- ბენჯამენ ჰით მალკინი (1806). A Father's Memoirs of his Child (მამის მოგონებები თავის შვილზე) Longsmans, Hurst, Rees, and Orme, Paternoster Row, London.
- პიტერ მარშალი (1988). William Blake: Visionary Anarchist (უილიამ ბლეიკი: ვიზიონერი ანარქისტი). Freedom Press. ISBN 0-900384-77-8
- ემა მეისონი, "Elihu's Spiritual Sensation: William Blake's Illustrations to the Book of Job" (ელიჰუს სულიერი განცდა: უილიამ ბლეიკის ილუსტრაციები იობის წიგნისთვის), Michael Lieb, Emma Mason and Jonathan Roberts (eds), The Oxford Handbook of the Reception History of the Bible (Oxford, OUP, 2011), 460–475.
- უ. ჯ. ტ. მიტჩელი (1978). Blake's Composite Art: A Study of the Illuminated Poetry (ბლეიკის კომპოზიციური ხელოვნება: ილუმინირებული პოეზიის კვლევა). Yale University Press. ISBN 0-691-01402-7.
- ჯოზეფ ნატოლი (1982, 2016) Twentieth-Century Blake Criticism: Northrop Frye to the Present (XX საუკუნის ბლეიკის კრიტიკა: ნორთროპ ფრაიდან დღემდე). New York: Routledge. ISBN 978-1-1389-3914-1.
- ვიქტორ პაანანენი (1996). William Blake (უილიამ ბლეიკი). New York: Twayne Publishers. ISBN 0-8057-7053-4.
- ლორა ქვინი (2010). William Blake on Self and Soul (უილიამ ბლეიკი „მე“-სა და სულის შესახებ). Harvard University Press. ISBN 978-0-674-03524-9.
- კეტლინ რაინი (1970). William Blake (უილიამ ბლეიკი). London: Thames and Hudson.
- ჯორჯ ენტონი როსო უმც. (1993). Blake's Prophetic Workshop: A Study of The Four Zoas (ბლეიკის წინასწარმეტყველური სახელოსნო: „ოთხი ზოას“ კვლევა). Associated University Presses. ISBN 0-8387-5240-3.
- ღოლამ რეზა საბრი-ტაბრიზი (1973). The 'Heaven' and 'Hell' of William Blake (უილიამ ბლეიკის „ზეცა“ და „ჯოჯოხეთი“). New York: International Publishers.
- მარკ შორერი (1946). William Blake: The Politics of Vision (უილიამ ბლეიკი: ხილვის პოლიტიკა). New York: H. Holt and Co.
- ბაზილ დე სელინკური (1909). (William Blake (უილიამ ბლეიკი). London: Duckworth and co..
- ჯუნ სინგერი, The Unholy Bible: Blake, Jung, and the Collective Unconscious (არაწმინდა ბიბლია: ბლეიკი, იუნგი და კოლექტიური არაცნობიერი) (New York: Putnam 1970). Reprinted as: Blake, Jung, and the Collective Unconscious (Nicolas-Hays 1986).
- შეილა სპექტორი (2001). Wonders Divine: the Development of Blake's Kabbalistic Myth (ღვთიური საოცრებანი: ბლეიკის კაბალისტური მითის განვითარება). Bucknell Univ. Pr. ISBN 978-0838754689
- ალფრედ თომას სთორი, Alfred Thomas (1893). [(https://books.google.com/books?id=_jokAAAAMAAJ) William Blake: His Life, Character (უილიამ ბლეიკი: მისი ცხოვრება, ხასიათი)]. Swan Sonnenschein & Company. ISBN 9780841475373.
- ალჯერნონ ჩარლზ სუინბერნი, William Blake: A Critical Essay (უილიამ ბლეიკი: კრიტიკული ესე). John Camden Hotten, Piccadilly, London, 2d. ed., 1868.
- არტურ სიმონსი, William Blake (უილიამ ბლეიკი). A. Constable, London 1907. Reprint: Cooper Square, New York 1970.
- ე. პ. თომპსონი (1993). Witness Against the Beast (მოწმე მხეცის წინააღმდეგ) Cambridge: Cambridge University Press ISBN 0-521-22515-9.
- ჯოზეფ ვისკომი (1993). Blake and the Idea of the Book (ბლეიკი და წიგნის იდეა) (Princeton University Press). ISBN 0-691-06962-X.
- დევიდ უირი (2003). Brahma in the West: William Blake and the Oriental Renaissance (ბრაჰმა დასავლეთში: უილიამ ბლეიკი და აღმოსავლური რენესანსი) (SUNY Press).
- მონა უილსონი (1927). The Life of William Blake (უილიამ ბლეიკის ცხოვრება) (London: The Nonesuch Press)
- როჯერ უიტსონი და ჯეისონ უიტაკერი (2012). William Blake and the Digital Humanities: Collaboration, Participation, and Social Media (უილიამ ბლეიკი და ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებები: კოლაბორაცია, მონაწილეობა და სოციალური მედია) (London: Routledge) ISBN 978-0415-6561-84
- ჯეისონ უიტაკერი (1999). William Blake and the Myths of Britain (უილიამ ბლეიკი და ბრიტანეთის მითები) (London: Macmillan).
- უილიამ ბატლერ იეიტსი (1903). Ideas of Good and Evil (სიკეთისა და ბოროტების იდეები) (London and Dublin: A. H. Bullen).
- (A Comparative Study of Three Anti-Slavery Poems Written by William Blake, Hannah More and Marcus Garvey: Black Stereotyping (უილიამ ბლეიკის, ჰანა მორისა და მარკუს გარვის სამი ანტიმონათმფლობელური ლექსის შედარებითი კვლევა) by Jérémie Kroubo Dagnini for GRAAT On-Line, January 2010.
- უ. მ. როსეტი, რედ., Poetical Works of William Blake (უილიამ ბლეიკის პოეტური თხზულებანი), (London, 1874)
- ა. ჯ. ბ. რასელი (1912). Engravings of William Blake (უილიამ ბლეიკის გრავიურები).
- უილიამ ბლეიკი, William Blake's Works in Conventional Typography (უილიამ ბლეიკის ნამუშევრები ჩვეულებრივ ტიპოგრაფიაში), edited by G. E. Bentley, Jr., 1984. Facsimile ed., Scholars' : Facsimiles & Reprints, ISBN 978-0-8201-1388-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბლეიკის საზოგადოება
- ბლეიკის პრინტების ფაქსიმილეების დამზადება (დაარქივებულია 2014 წლის 29 აპრილს)
- უილიამ ბლეიკი დაარქივებული 2018-07-31 საიტზე Wayback Machine.
- უილიამ ბლეიკის ლექსების ხელოვნებისა და გამოცდილების ბიბლიოთეკა
- უილიამ ბლეიკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- რჩეული ნამუშევრები Poetry-Index-ზე
პროფილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი ამერიკელ პოეტთა აკადემიის საიტზე
- პროფილი პოეზიის ფონდის (Poetry Foundation) საიტზე
- BBC-ის ოფორტების გალერეა
არქივები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უილიამ ბლეიკის არქივი – ბლეიკის ნამუშევრების ყოვლისმომცველი აკადემიური არქივი სხვადასხვა კოლექციის სკანირებული ვერსიებით
- ცალკეული ინსტიტუციების კოლექციები:
- ჯ. ი. ბენტლი: უილიამ ბლეიკის კოლექცია სპეციალური კოლექციები | ვიქტორიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ტორონტოს უნივერსიტეტში
- ჯ. ი. ბენტლი: უილიამ ბლეიკის კოლექცია ციფრული კოლექციები | ვიქტორიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ტორონტოს უნივერსიტეტში
- უილიამ ბლეიკის კოლექცია ჰარი რენსომის ცენტრი, ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში
- უილიამ ბლეიკის ციფრული მასალები კონგრესის ბიბლიოთეკის იშვიათი წიგნებისა და სპეციალური კოლექციების განყოფილებიდან
ციფრული გამოცემები და კვლევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროექტი „გუტენბერგი“ – ბლეიკის ნამუშევრები ჩამოსატვირთ ფორმატში]
- უილიამ ბლეიკი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- უილიამ ბლეიკი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)

- უილიამ ბლეიკის პოეზიის მუსიკალური ვერსიები საგუნდო საზოგადოებრივ ბიბლიოთეკაში (CPDL)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Raine K. William Blake — Thames & Hudson. — ISBN 978-0-500-20107-7
- 1 2 William Blake
- 1 2 William Blake — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- 1 2 3 G.E. Bentley Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 IMSLP — 2006.
- 1 2 Babelio — 2007.
- 1 2 filmportal.de — 2005.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- 1 2 Bindman D. Blake, William // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T009124
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 AlKindi
- 1 2 3 4 5 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Блейк Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 Artnet — 1998.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 RKDartists
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Λεξικό Νεοελληνικής Λογοτεχνίας: Πρόσωπα, Έργα, Ρεύµατα, Όροι — Αθήνα: 2007. — გვ. 305. — ISBN 978-960-16-2237-8
- 1 2 Raine K. William Blake — Thames & Hudson. — გვ. 208. — ISBN 978-0-500-20107-7
- ↑ Find a Grave — 1996.
- 1 2 3 4 Union List of Artist Names
- 1 2 Raine K. William Blake — Thames & Hudson. — გვ. 12. — ISBN 978-0-500-20107-7
- ↑ Raine K. William Blake — Thames & Hudson. — გვ. 13. — ISBN 978-0-500-20107-7
- 1 2 Lister R. The Paintings of William Blake — Cambridge University Press, 1986. — ISBN 978-0-521-31557-9
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- 1 2 https://www.workwithdata.com/person/william-blake-1757
- ↑ online catalogue of Huis van het boek
- ↑ National Gallery of Art - Collection
- 1 2 3 აკროიდი პ. Blake: a biography — 1995. — ISBN 978-1-85619-278-1
- ↑ Raine K. William Blake — Thames & Hudson. — გვ. 27. — ISBN 978-0-500-20107-7
- ↑ Lister R. 2 // The Paintings of William Blake — Cambridge University Press, 1986. — ISBN 978-0-521-31557-9
- ↑ The Paintings and Drawings of William Blake
- 1 2 Blake & London. The Blake Society (28 March 2008). ციტირების თარიღი: 15 August 2014
- ↑ Frye, Northrop and Denham, Robert D. Collected Works of Northrop Frye. 2006, pp 11–12.
- ↑ Thomas, Edward. [(https://books.google.com/books?id=bilDAAAAIAAJ&q=A+Literary+Pilgrim+in+England) A Literary Pilgrim in England]. 1917, p. 3.
- ↑ Yeats, W. B. The Collected Works of W. B. Yeats. 2007, p. 85.
- ↑ Wilson, Mona. The Life of William Blake. The Nonesuch Press, 1927. p. 167.
- ↑ The New York Times Guide to Essential Knowledge. 2004, p. 351.
- ↑ [(https://churchlifejournal.nd.edu/articles/marcionism-as-a-genealogical-category/) Historiographic Sophistications: Marcionism as a Genealogical Category] (29 December 2020).
- ↑ [(https://yalebooks.yale.edu/2016/11/02/the-artful-religion-of-william-blake/) The Artful Religion of William Blake] (2 November 2016).
- ↑ Blake, William. Blake's "America, a Prophecy"; And, "Europe, a Prophecy". 1984, p. 2.
- ↑ Wilson, Andy. (2021)[(https://www.travellerintheevening.com/blake_the_revolutionary/) William Blake as a Revolutionary Poet]. ციტირების თარიღი: 29 January 2021
- ↑ Kazin, Alfred. (1997)[(http://www.multimedialibrary.com/Articles/kazin/alfredblake.asp) An Introduction to William Blake]. ციტირების თარიღი: 23 September 2006
- ↑ Blake, William and Rossetti, William Michael. [(https://books.google.com/books?id=fGYLAAAAIAAJ&dq=%22The+Poetical+Works+of+William+Blake:+Lyrical+and+Miscellaneous%22&pg=PP11) The Poetical Works of William Blake: Lyrical and Miscellaneous]. 1890, p. xi.
- ↑ Blake, William and Rossetti, William Michael. [(https://books.google.com/books?id=fGYLAAAAIAAJ&dq=%22The+Poetical+Works+of+William+Blake:+Lyrical+and+Miscellaneous%22&pg=PP11) The Poetical Works of William Blake: Lyrical and Miscellaneous]. 1890, p. xiii.
- 1 2 Whitehead, Angus (2011). „"an excellent saleswoman": The last Years of catherine Blake“. Blake: An Illustrated Quarterly. 45 (3): 76–90 – წარმოდგენილია Blake: An illustrated quarterly issue archive-ის მიერ.
- ↑ Blake & London. The Blake Society. ციტირების თარიღი: 18 January 2013
- ↑ William Blake. Academy of American Poets (3 April 1999). ციტირების თარიღი: 18 November 2017
- 1 2 3 Bentley, Gerald Eades, and Bentley Jr., G. (1995), William Blake: The Critical Heritage, pp. 34–5.
- ↑ Yeats, W.B. (2002). William Blake, Collected Poems. London: Routledge, გვ. xviii. ISBN 0415289858.
- ↑ Raine, Kathleen (1970). World of Art: William Blake. Thames & Hudson. ISBN 0-500-20107-2.
- 1 2 Bentley (2001), The Stranger From Paradise: A Biography of William Blake.
- ↑ Wilson, Mona (1978) The Life of William Blake, 3rd, London: Granada Publishing Limited, გვ. 2. ISBN 0-586-08297-2.
- ↑ (2006) The Longman Anthology of British Literature: Volume 2A: The Romantics and Their Contemporaries. United States: Pearson Education, Inc., გვ. 150. ISBN 0-321-33394-2.
- ↑ Wilson, Mona (1978) The Life of William Blake, 3rd, London: Granada Publishing Limited, გვ. 3. ISBN 0-586-08297-2.
- ↑ Ackroyd, Peter (1995), Blake, London: Sinclair-Stevenson, ISBN 1-85619-278-4, p. 48.
- ↑ Blake, William (1893). The Poems of William Blake, p. xix.
- ↑ Corrigan, Matthew (1969). „Metaphor in William Blake: A Negative View“. The Journal of Aesthetics and Art Criticism. 28 (2): 187–199. doi:10.2307/428568. ISSN 0021-8529. JSTOR 428568.
- ↑ Ackroyd (1995), Blake, p. 44.
- 1 2 3 Wilson, Mona (1978) The Life of William Blake, 3rd, London: Granada Publishing Limited, გვ. 5. ISBN 0-586-08297-2.
- ↑ Blake, William, and Tatham, Frederick (1996). The Letters of William Blake: Together with a Life, p. 7.
- ↑ Churton, Tobias (16 April 2015). Jerusalem!: The Real Life of William Blake. Watkins Media. ISBN 9781780287881.
- ↑ E691. ბლეიკის ყველა პირდაპირი ციტირების წყაროა Erdman, David V (1982). The Complete Poetry and Prose of William Blake, 2nd, Knopf Doubleday Publishing. ISBN 0-385-15213-2. შემდგომ მოყვანილ ციტატებს ახლავს ფირფიტისა და სტრიქონის ნომერი (სადაც საჭიროა), რომელსაც მოჰყვება „E“ და გვერდის ნომერი ერდმანიდან. ციტატები მოცემულია პირდაპირი (და არა პოეტური) თარგმანით.
- ↑ Bindman, D. (2003), "Blake as a Painter" in The Cambridge Companion to William Blake, ed. Morris Eaves. Cambridge: Cambridge University Press, p. 86.
- ↑ Ackroyd (1995), Blake, pp. 69–76.
- ↑ Gilchrist, A. (1842), The Life of William Blake, London, p. 30.
- ↑ William Blake - Marriage to Catherine Boucher | Britannica en. ციტირების თარიღი: 28 October 2022
- ↑ St. Mary's Church Parish website. ციტატა: „St Mary's Modern Stained Glass“
- 1 2 3 Thorpe, Vanessa; Arts, Vanessa Thorpe; correspondent, media (7 September 2019). „How William Blake's wife brought colour to his works of genius“. The Observer (ინგლისური). ISSN 0029-7712. ციტირების თარიღი: 25 June 2024.
- ↑ Thorpe, Vanessa. (7 September 2019) How William Blake's wife brought colour to his works of genius. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 January 2024
- ↑ Reproduction of 1783 edition: Tate Publishing, London, ISBN 978-1-85437-768-5
- ↑ Ackroyd, Peter, Blake, Sinclair-Stevenson, 1995, p. 96
- ↑ Biographies of William Blake and Henry Fuseli, retrieved on 31 May 2007.
- ↑ Blake's Residencies. ციტირების თარიღი: 18 January 2013
- ↑ Blake Hercules Road.
- ↑ William Blake.
- ↑ „Putting Blake back on Lambeth's streets“. 9 June 2009. ციტირების თარიღი: 25 November 2014. ციტატა: „Putting Blake back on Lambeth's streets“
- 1 2 3 4 5 Davies, Peter (December 2018). „A Mosaic Marvel on Lambeth's Streets“. The London Magazine: 43–47.
- ↑ Viscomi, J. Blake and the Idea of the Book. Princeton, NJ: Princeton University Press, 1993; Phillips, M. William Blake: The Creation of the Songs, London: The British Library, 2000.
- ↑ Eaves, Morris. The Counter Arts Conspiracy: Art and Industry in the Age of Blake. Ithaca and London: Cornell University Press, 1992. pp. 68–9.
- ↑ Gikandi, Simon (2011) Slavery and the Culture of Taste. Princeton University Press, გვ. 48. ISBN 978-0691160979. .
- 1 2 Erdman, David V. (2013) Blake: Prophet Against Empire. Princeton University Press, გვ. 241. ISBN 978-0486143903.
- ↑ Raine, Kathleen (2002) Blake and Tradition. Routledge, გვ. 29. ISBN 978-0-415-29087-6.
- ↑ Sung, Mei-Ying. William Blake and the Art of Engraving. London: Pickering and Chatto, 2009.
- ↑ Bentley, G. E, Blake Records, p 341
- ↑ Gilchrist, Life of William Blake, 1863, p. 316
- ↑ Schuchard, MK, Why Mrs Blake Cried, Century, 2006, p. 3
- ↑ Ackroyd, Peter, Blake, Sinclair-Stevenson, 1995, p. 82
- ↑ Damon, Samuel Foster (1988). A Blake Dictionary
- ↑ Wright, Thomas. Life of William Blake. 2003, p. 131.
- ↑ The Gothic Life of William Blake: 1757–1827. ციტირების თარიღი: 18 November 2017
- ↑ Lucas, E.V. (1904). Highways and byways in Sussex. United States: Macmillan. ASIN B-0008-5GBS-C.
- ↑ Peterfreund, Stuart (Spring 1997). „The Din of the City in Blake's Prophetic Books“. ELH. The Johns Hopkins University Press. 64 (1): 99–130. doi:10.1353/elh.1997.0007. ISSN 0013-8304. JSTOR 30030248.
- ↑ Blunt, Anthony, The Art of William Blake, p 77
- ↑ Peter Ackroyd, "Genius spurned: Blake's doomed exhibition is back", The Times Saturday Review, 4 April 2009
- ↑ Lorenz Eitner, ed., Neoclassicism and Romanticism, 1750–1850: An Anthology of Sources and Documents (New York: Harper & Row/Icon Editions, 1989), p. 121.
- ↑ Bentley, G.E., The Stranger from Paradise, Yale University Press, 2001, pp. 366–367
- ↑ BLAKE, WILLIAM (1757–1827) & LINNELL, JOHN (1792–1882). English Heritage. ციტირების თარიღი: 5 August 2012
- ↑ Bindman, David. "Blake as a Painter" in The Cambridge Companion to William Blake, Morris Eaves (ed.), Cambridge, 2003, p. 106
- ↑ Blake Records, p. 341
- ↑ Ackroyd, Blake, 389
- ↑ Gilchrist, The Life of William Blake, London, 1863, 405
- ↑ Grigson, Samuel Palmer, p. 38
- ↑ Kennedy, Maev (22 February 2011). „Burial ground of Bunyan, Defoe and Blake earns protected status“. The Guardian. ციტირების თარიღი: 21 January 2015.
- ↑ Ackroyd, Blake, 390
- ↑ Blake Records, p. 410
- ↑ Ackroyd, Blake, p. 391
- ↑ Davis, p. 164
- ↑ Gerald Eades Bentley, Martin K. Nurmi. A Blake Bibliography: Annotated Lists of Works, Studies, and Blakeana. University of Minnesota Press, 1964. pp.41-42.
- ↑ Marsha Keith Schuchard, Why Mrs Blake Cried: Swedenborg, Blake and the Sexual Basis of Spiritual Vision, pp. 1–20
- ↑ Monument to William and Catherine Sophia Blake, Central Broadwalk (21 February 2011). ციტირების თარიღი: 11 August 2018
- 1 2 How amateur sleuths finally tracked down the burial place of William Blake. The Guardian (11 August 2018). ციტირების თარიღი: 11 August 2018
- ↑ Kennedy, Dominic (23 July 2018). „William Blake's final stop on the road to Jerusalem is recognised at last“. The Times. ციტირების თარიღი: 11 August 2018.
- ↑ (12 Aug 2018). Iron Maiden frontman joins hundreds at unveiling of William Blake gravestone. ITV.com
- ↑ Tate UK. William Blake's London. ციტირების თარიღი: 26 August 2006
- 1 2 „The Radical Sex and Spiritual Life of William Blake“. Flavorwire (ინგლისური). 29 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2019. ციტირების თარიღი: 7 December 2017.
- ↑ Erdman William Blake: Prophet Against Empire p. 228
- ↑ Marshall, Peter (1 January 1994). William Blake: Visionary Anarchist, Revised, Freedom Press. ISBN 0-900384-77-8.
- ↑ Europe a Prophecy, copy D, object 1 (Bentley 1, Erdman i, Keynes i) "Europe a Prophecy". William Blake Archive. ციტირების თარიღი: 25 September 2013
- ↑ The Unholy Bible, June Singer, p. 229.
- ↑ William Blake, Murry, p. 168.
- ↑ Bentley 2003 pp. 198–199, 247, 310
- ↑ Bloom 1993 p. 32
- ↑ Damon pp. 124, 255, 399, 419, 428
- ↑ Bentley 2003 pp. 271–272, 301
- ↑ Damon, Samuel Foster (1988). A Blake Dictionary, Revised, Brown University Press, გვ. 358. ISBN 0-87451-436-3.
- ↑ Makdisi, Saree. William Blake and the Impossible History of the 1790s. 2003, pp. 226–7.
- ↑ Altizer, Thomas J. J. The New Apocalypse: The Radical Christian Vision of William Blake. 2000, p. 18.
- ↑ Blake, Gerald Eades Bentley (1975). William Blake: The Critical Heritage. London: Routledge & K. Paul, გვ. 30. ISBN 0-7100-8234-7.
- ↑ Galvin, Rachel (2004). „William Blake: Visions and Verses“. Humanities. National Endowment for the Humanities. 25 (3). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 2 March 2017.
- ↑ Prov 8:27 (NRSV trans.), "When he established the heavens, I was there, when he drew a circle on the face of the deep ..."
- ↑ Baker-Smith, Dominic. Between Dream and Nature: Essays on Utopia and Dystopia. 1987, p. 163.
- ↑ Kaiser, Christopher B. Creational Theology and the History of Physical Science. 1997, p. 328.
- ↑ Ackroyd, Peter (1995). Blake. London: Sinclair-Stevenson, გვ. 285. ISBN 1-85619-278-4.
- ↑ Essick, Robert N. (1980). William Blake, Printmaker. Princeton, NJ: Princeton University Press, გვ. 248. ISBN 9780691039541.
- ↑ Mellor, Middle (1974). Blake's Human Form Divine. Berkeley, CA: University of California Press, გვ. 119–120. ISBN 0-520-02065-0. „ბლეიკი ბაძავდა ფლაქსმენის მკაცრ, მარტივ, სუფთა კონტურულ გრავირების სტილს. ბლეიკის გრავიურები კამბერლენდის „ფიქრები კონტურზე“ აშკარად ადასტურებს ბლეიკის კომპეტენციას და უპირატესობას ამ წმინდა ხაზოვანი გრავირების სტილის მიმართ.“
- ↑ G.E. Bentley, The Stranger in Paradise, "Drunk on Intellectual Vision" pp500, Yale University Press, 2001
- ↑ Erdman, David ed. The Complete Poetry and Prose of William Blake, Yale Anchor Press
- ↑ Tom Hayes, "William Blake's AndrogYnous EGO-Ideal", ELH, 71(1), 141–165 (2004).
- ↑ H-Women – H-Net. ციტირების თარიღი: 18 November 2017
- ↑ William Blake (17 November 2017). ციტირების თარიღი: 18 November 2017
- ↑ Hamblen, Emily (1995). On the Minor Prophecies of William Blake. Kessinger Publishing, გვ. 10. Berger, Pierre (1915). William Blake: Poet and Mystic. E. P. Dutton & Company, გვ. 45.
- ↑ Swinburne p. 260
- ↑ Swinburne, p. 249.
- ↑ Sheila Rowbotham's Edward Carpenter: A Life of Liberty and Love, p. 135.
- ↑ Berger pp. 188–190
- ↑ William Blake: a study of his life and art work, by Irene Langridge, pp. 11, 131.
- ↑ Davis, p. 55.
- ↑ S. Foster Damon William Blake: His Philosophy and Symbols (1924), p. 105.
- ↑ Wright, p. 57.
- ↑ Berger, p. 142.
- ↑ Quoted by Ankarsjö on p. 68 of Bring Me My Arrows of Desire and again in his William Blake and Gender
- ↑ Ankarsjö, p. 64
- ↑ David Worrall, "Thel in Africa: William Blake and the Post-colonial, Post-Swedenborgian Female Subject", in The Reception of Blake in the Orient, eds. Steve Clark and Masashi Suzuki. London: Continuum, 2006, pp. 17–29.
- ↑ იხ. „იერუსალიმის“ მე-4 თავის შესავალი.
- ↑ Berger, pp. 112, 284
- ↑ Northrop Frye, Fearful Symmetry: A Study of William Blake, 1947, Princeton University Press
- ↑ Parker, Lisa Karee, "A World of Our Own: William Blake and Abolition." Thesis, Georgia State University, 2006.
- 1 2 3 Bentley, Gerald Eades and Bentley Jr., G. William Blake: The Critical Heritage. 1995, pp. 36–7.
- ↑ Ackroyd, Peter (1995). Blake. London: Sinclair-Stevenson. p. 21-2, ISBN 1-85619-278-4.
- 1 2 Langridge, Irene. William Blake: A Study of His Life and Art Work. 1904, pp. 48–9.
- ↑ Johnson, John (1823). Memoirs of the Life and Writings of William Haley, ESQ Vol II. London: S. and R. Bentley, Dorset-Street, გვ. 506. ISBN 9780576029568.
- ↑ John Ezard. (6 July 2004) Blake's vision on show. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 March 2008
- ↑ Cousin, John William (1933). A Short Biographical Dictionary of English literature. Plain Label Books, გვ. 81. ISBN 978-1-60303-696-2.
- ↑ Hazard Adams. Blake and Yeats: The Contrary Vision, Ithaca: Cornell University Press, 1955.
- ↑ Shirley Dent and Jason Whittaker. Radical Blake: Influence and Afterlife from 1827. Houndmills: Palgrave, 2002.
- ↑ Steve Clark, T. Connolly, Jason Whittaker, Blake 2.0: William Blake in Twentieth-Century Art, Music and Culture (Springer, 2012), p. 146
- ↑ Jung and William Blake. Retrieved 6 March 2015.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Letter to Nanavutty, 11 Nov 1948, quoted by Hiles, David. Jung, William Blake and our answer to Job 2001.. De Montfort University. ციტირების თარიღი: 13 December 2009
- ↑ Diana Hume George. Blake and Freud. Ithaca: Cornell University Press, 1980.
- ↑ Babcock, Jay (17 May 2000). „Richard Ashcroft - Mean Magazine feature“. Mean Magazine. ციტირების თარიღი: 30 May 2024.
- ↑ zoamorphosis.com, How much did Jim Morrison know about William Blake Retrieved 16 September 2011
- ↑ Neil Spencer, Into the Mystic, Visions of paradise to words of wisdom... an homage to the written work of William Blake. The Guardian, October 2000, Retrieved 16 September 2011
- ↑ Palmer, Robert (20 March 1985). „The Pop Life“. The New York Times. ციტირების თარიღი: 8 September 2024.
- ↑ Di Salvo, Jackie (Spring 1988). „William Bolcom, Songs of Innocence and Experience“. Blake/An Illustrated Quarterly. 21 (4): 152.
- ↑ Hoffman, Gary (January 2005). „BOLCOM: Songs of Innocence and of Experience“. Opera Today.
- ↑ Edward Larrissy. Blake and Modern Literature. Houndmills: Palgrave, 2006. p. 1.
- ↑ Ashmolean Museum. Ashmolean website. ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ NGV William Blake Exhibition. NGV website. ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ Morgan Library William Blake Exhibition. Morgan Library website (19 August 2013). ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ Tate William Blake Exhibition Themes. Tate website. ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ National Galleries Scotland William Blake Exhibition. NGS website. ციტირების თარიღი: 29 October 2014[მკვდარი ბმული]
- ↑ Tate William Blake Exhibition Themes. Tate website. ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ William Blake. ციტირების თარიღი: 2025-08-28
- ↑ Evil Renderings of a Distempered Mind – November 10, 2016 – SF Weekly (10 November 2016).
- ↑ The Bay Area Reporter Online – William Blake, artist in Paradise.
- ↑ William Blake – Exhibition at Tate Britain.
- ↑ William Blake's Universe en. ციტირების თარიღი: 8 June 2024
- ↑ Wilson, Mona. The Life of William Blake, 1948, London: Rupert Hart-Davis, p. 77.
| |||||||||||||||||||||||