ავგუსტ შლეგელი
| ავგუსტ შლეგელი | |
|---|---|
| გერმ. August Wilhelm von Schlegel | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1767[1] [2] [3] [4] |
| დაბადების ადგილი | ჰანოვერი[5] [6] |
| გარდაცვალების თარიღი | 12 მაისი, 1845[7] [1] [2] [3] [4] [8] [6] (77 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბონი[5] [6] |
| დასაფლავებულია | ბონის ძველი სასაფლაო |
| საქმიანობა | ენათმეცნიერი, მთარგმნელი[9] , სანსკრიტის მკვლევარი, ფილოსოფოსი, პოეტი[10] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, რომანისტი, დრამატურგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინდოლოგი, მწერალი[11] , ხელოვნებათმცოდნე[12] , English–German translator და translator of William Shakespeare |
| ენა | გერმანული ენა და ფრანგული ენა |
| მოქალაქეობა | ჰანოვერის სამეფო[6] |
| ალმა-მატერი | გიოტინგენის უნივერსიტეტი |
| პერიოდი | 1900[9] |
| ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის |
| მეუღლე | კაროლინა შელინგი |
| ხელმოწერა |
|
ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი (გერმ. August Wilhelm Schlegel, დ. 8 სექტემბერი, 1767, ჰანოვერი — გ. 12 მაისი, 1845, ბონი) — გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, პოეტი, რომანტიკოსი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი. შედარებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფრიდრიხ შლეგელის ძმა.
სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1798 წლიდან — იენის უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური პროფესორი. გერმანიის რომანტიკოსთა იენის წრის წარმომადგენელია, რომანტიზმის იდეები პირველად სისტემურად გადმოსცა ბერლინში წაკითხული ლექციების კურსში ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ (1801-1804, გამოქვეყნდა 1884 წელს). ავგუსტ შლეგელის მიერ გერმანულად თარგმნილი შექსპირის ნაწარმოებები მთარგმნელობითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშადაა მიჩნეული.
შლეგელმა 1818 წელს დააზუსტა თავისი ძმის _ ფრიდრიხ შლეგელის შექმნილი ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია და გარკვევით გამოყო სამი ტიპი: 1. ყოველგვარ გრამატიკულ სტრუქტურას მოკლებული ენები (იგულისხმებოდა შემდეგდროინდელი ტერმინით — იზოლირებული ენები); 2. აფიქსებიანი ენები; 3. ფლექსიური ენები. მან დაადგინა აგრეთვე განსხვავება სინთეზურ და ანალიზურ ენებს შორის.
თხზულებანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sämtliche Werke, Bd. 1-15, Lpz., 1846.
- Kritische Schriften und Briefe, Bd. 1-6, Stuttg., 1962-1967.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 11.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 RKDartists
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 IMSLP — 2006.
- 1 2 Шлегель Август Вильгельм // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 3 4 WeChangEd
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Shakespeares sämtliche dramatische Werke, 1900 — 1900.
- ↑ archINFORM — 1994.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Dictionary of Art Historians
- დაბადებული 8 სექტემბერი
- დაბადებული 1767
- გარდაცვლილი 12 მაისი
- გარდაცვლილი 1845
- გერმანელი კრიტიკოსები
- გერმანელი პოეტები
- გერმანელი მთარგმნელები
- გერმანელი ენათმეცნიერები
- XVIII საუკუნის გერმანელი მწერლები
- XVIII საუკუნის გერმანელი მამაკაცი მწერლები
- XIX საუკუნის გერმანელი დრამატურგები
- XIX საუკუნის გერმანელი მამაკაცი მწერლები
- გერმანელი ლიტერატურის კრიტიკოსები
- გერმანელი მამაკაცი პოეტები
- გერმანელი მამაკაცი დრამატურგები
- გეტინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- მწერლები ანბანის მიხედვით