ზიგმუნტ კრასინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიგმუნტ კრასინსკი
Zygmunt Krasiński by Walkiewicz.PNG
დაბ. თარიღი 19 თებერვალი 1812(1812-02-19)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი პარიზი[1]
გარდ. თარიღი 23 თებერვალი 1859(1859-02-23)[1] [2] [3] (47 წელი)
გარდ. ადგილი პარიზი[1]
საქმიანობა პოეტი, მწერალი და დრამატურგი
მოქალაქეობა საფრანგეთი
რუსეთის იმპერია
მეუღლე Branicki (Korczak) family
შვილ(ებ)ი ვლადისლავ კრასინსკი

გრაფი ნაპოლეონ სტანისლავ ადამ ფელიქს ზიგმუნტ კრასინსკი (დ. 19 თებერვალი 1812 – გ. 23 თებერვალი 1859) ცნობილი როგორც ზიგმუნტ კრასინსკიპოლონელი პოეტი. პოლონური რომანტიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. დაიბადა პარიზში ვინსენტ კრასინსკის და მარია ურსულა რაძივილის ოჯახში. ვარშავის საჰერცოგოში ცხოვრებისას მამამ ზიგმუნტს იმ დროისათვის ყველაზე სახელოვანი მასწავლებლები აუყვანა განათლების მისაღებად. დედის ტუბერკულოზით დაღუპვის შემდგომ მისმა მასწავლებლებმა დიდი როლი ითამაშეს მის აღზრდაშიც. ზიგმუნტს გასაოცრად უყვარდა მამა, რომელიც მისთვის მისაბაძი პიროვნება იყო. იგი ბავშვობიდავე ოცნებობდა თავისუფალ პოლონეთზე. ზიგმუნტს ძლიერი ანტი-რუსული გრძნობები გააჩნდა, რომელიც მომავალში რუსების ნამდვილ სიძულვილშიც გადაეზარდა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გამოც რომ მამამისი საფრანგეთ-რუსეთის ომშიც მონაწილეობდა. ზიგმუნტმა ჟენევაში გაიცნო ადამ მიცკევიჩი. ქორწინებაში იმყოფებოდა ელიზა ბრანიცკაზე. გარდაიცვალა პარიზში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Zygmunt Krasiński. W: Alina Witkowska & Ryszard Przybylski: Romantyzm. Warszawa: PWN, 2003, s. 402. ISBN 83-01-13848-3.
  • Listy do Delfiny Potockiej. I. 1839-1843. Zygmunt Krasiński, przysposobił do druku Adam Żółtowski. Poznań 1930, wyd. Poznańskie Towarzystwo Przyjaciół Nauk.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]