შინაარსზე გადასვლა

ისტორიული ფერწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ბრიულოვი, პომპეის უკანასკნელი დღე

ისტორიული ფერწერა — მხატვრული მიმდინარეობა, სტილი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა მხატვარმა, არქიტექტორმა და თეორეტიკოსმა ანდრე ფელიბიენმა 1667 წელს.

ისტორიული ფერწერა ასახავს კლასიკურ ისტორიულ, რელიგიურ და მითოლოგიურ სცენებს. უმეტესწილად ამ კატეგორიის ნახატები იქმნებოდა ისტორიის ამა თუ იმ ფაქტის ვიზუალურად შენარჩუნებისთვის.

ისტორიულ ფერწერაში შედის აგრეთვე ღმერთების და ქალღმერთების ამსახველი ნახატები, რომლებზეც ღმერთები ადამიანის სახეს ატარებენ. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში იქმნებოდა ისტორიული ნახატები, სადაც შიშვლად იყვნენ გამოხატულნი სხვა და სხვა გმირები.

ამ დროს სხვა მხატვრები კლასიკურ სამოსში გამოწყობილებს ხატავდნენ ისტორიულ გმირებს. მაგალითად ბენჟამინ ვესტმა 1770 წელს დახატა „მთავარი მგლის სიკვდილი“. ეს ნახატი ჯორჯ III-მ შეუკვეთა მხატვარს, მაგრამ როდესაც ნამუშევარი ნახა დაიწუნა და უარი თქვა ფულის გადახდაზე, სწორედ ნახატზე ასახული კლასიკური სამოსის გამო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]