შინაარსზე გადასვლა

სომხეთის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის რესპუბლიკის არმია
Հայաստանի Հանրապետության բանակ

აქტიური
ქვეყანა სომხეთი
შემადგენლობა 45 850 (მათ შორის 19 950 პროფესიონალი და 25 900 წვევამდელი)[1]
ტიპი არმია
მეთაურები
მოქმედი
მეთაური
არკადი ტერ-ტატევოსიანი

სომხეთის არმია (სომხ. Հայկական բանակ) — სომხეთის შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი, რომელიც შედგება სახმელეთო ძალებისაგან და პასუხისმგებელია ქვეყნის სახმელეთო ოპერაციებზე. შეიქმნა 1992 წლის 28 იანვარს სომხეთის შეიარაღებული ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად ქვეყნის მიერ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.[2] არმიის პირველი მეთაური იყო საბჭოთა კავშირის სახმელეთო ძალების ძირითადი შტაბის გენერალ-პოლკოვნიკის ყოფილი მოადგილე ნორატ ტერ-გრიგორიანცი.[3]

სომხეთის არმიის აღწერისას აღსანიშნავია, რომ მან განვითარების სამი საფეხური გაიარა.[4] მათგან პირველი დაიწყო 1988 წლის თებერვალში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისას, როდესაც ჩამოყალიბდა სომხური სამხედრო ფორმირებები აზერბაიჯანულ ერთეულებთან საბრძოლველად ყარაბაღში. არმიის განვითრების მეორე საფეხური დაიწყო 1992 წელს, საბჭოთა კავშირისაგან სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ტერ-გრიგორიანცი და სამოქალაქო ოფიციალური პირები სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ვაზგენ მანუკიანისა და ვაზგენ სარქისიანის ჩათვლით ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ „მცირე, კარგად დაბალანსებული, საბრძოლველად მზადმყოფი თავდაცვითი ძალა“.[5] მესამე ეტაპი დაიწყო ომის დამთავრების შემდეგ და დღემდე გრძელდება.

სომხური არმიის შტაბის ოფიცრების უმეტესობა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ძალების წევრი იყო. დაახლოებით 5 000 სომეხი საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში სამხედრო ძალებში მაღალი რანგის ოფიცრად მსახურობდა.[6] თითქმის მაშინვე, რაც სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომში აღმოჩნდა ჩართული. არმიის ფორმირებისას დაგეგმილი 30 000 კაციანი შემადგენლობა 1994 წლის დასაწყისისათვის 50 000-მდე გაიზარდა. ომის მსვლელობისას სომხური არმია აზერბაიჯანის ექსკლავის, ნახიჩევანის საწინააღმდეგოდ სრულ სამხედრო მზადყოფნაში იმყოფებოდა სიუნიქის პროვინციაში. 1992 წელს რეგიონიდან განხორციელებულმა საარტილერიო დაბომბვამ ორ მხარეს შორის შეტაკებები გამოიწვია სომხური არმიის ნახიჩევანის რამდენიმე სოფელში შეჭრის ჩათვლით. 1994 წლიდან არმია მთიანი ყარაბაღის თავდაცვით არმიასთან ერთად მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დაცვაში აქტიურ როლს ასრულებს.[7]

საერთაშორისო თანამშრომლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სომეხი ჯარისკაცები ერაყში

სომხურ არმიას დასავლეთთან რამდენიმე საერთაშორისო მისიაში უთანამშრომლია. 2004 წლის 12 თებერვალს სომხეთმა ოცეულის ზომის დანაყოფი გაგზავნა კოსოვოში, როგორც ბერძნული სამშვიდობო ბატალიონის ნაწილი. დანაყოფი, ცნობილი, როგორც სომხეთის სამშვიდობო ძალები, იმართება „REGAS FEREOS“-ს ბანაკიდან როგორც აღმოსავლეთის მრავალეროვანი სამუშაო ძალების ნაწილი და ევალება სამანქანო გამშვები პუნქტების შენარჩუნება, ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა, ასევე, იმსახუროს, როგორც სწრაფი რეაგირების ძალებმა და აკონტროლონ ბრბო და ამბოხი.[8] 2008 წელს კოსოვოს ძალების დანაყოფი გაფართოვდა. მას დაემატა მეორე ოცეული და კომპანიის თანამშრომლები, რის შედეგადაც სომხეთის კონტინგენტს 85-კაციანი პერსონალი შემატა.[9]

2004 წლის შემოდგომაზე სომხეთის მთავრობამ მოიწონა არმიიდან ინჟინრებისა და ექიმებისაგან შემდეგარი 46-კაციანი კონტინგენტის, როგორც ერაყში განთავსებული მულტინაციონალური ძალების ნაწილის ერაყში გაგზავნა პოლონური ხელმძღვანელობის ქვეშ. 2006 წლის 10 ნოემბერს უფროსი ლეიტენანტი გიორგი ნალბანდიანი ერაყში ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა, თუმცა გადარჩა მას შემდეგ, რაც ქირურგიული ჩარევისათვის გერმანიაში, ლანდშტულის ჰოსპიტალში (რამშტაინის საავიაციო ბაზის მახლობლად) გადაიყვანეს.[10] 2008 წლის 6 ოქტომბერს უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის გამო კონტინგენტის სამუშაო მისია დასრულდა.[11]

2009 წლის ივლისში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სერიან ოჰანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების დასახმარებლად წლის დასასრულისთვის ავღანეთში სამხედროებს გაგზავნიდა. მას არ აღუნიშნავს თუ რა ზომის ძალას გულისხმობდა, თუმცა განმარტა, რომ კონტინგენტი, სავარაუდოდ, შეიარაღების ექსპერტებისა და კომუნიკაციის ოფიცრებისაგან იქნებოდა დაკომპლექტებული. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ჯგუფში მედიცინის სპეციალისტები და თარჯიმნებიც იქნებოდნენ. ოჰანიანმა ისიც დასძინა, რომ სომეხმა ოფიცრებმა, რომლებიც ავღანეთის ომში საბჭოთა სამხედრო ძალებში მსახურობდნენ, გამოთქვეს სურვილი დაბრუნებულიყვნენ ავღანეთში, როგორც ახალი ძალების წევრები.[12] 2009 წლის ნოემბერში ნატომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 30 კაციანი სომხური კონტინგენტი ISAF-ის ძალებს 2010 წლის დასაწყისისათვის შეუერთდებოდა.[13] ეს რიცხვი დეკემბრის დასაწყისში 40-მდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კონტინგენტის განლაგებას. სომეხი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში 2010 წლის თებერვალში ჩავიდნენ, სადაც, გერმანული ხელმძღვანელობის ქვეშ, მათ ყუნდუზის რეგიონული აეროპორტის დაცვა დაევალათ.[14] ამჟამად ავღანეთში 126 სომეხი ჯარისკაცი იმყოფება.<[1]

სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში სომხეთს 1 500-ზე მეტი ოფიცერი ჰყავს გაგზავნილი საწვრთნელად საბერძნეთსა და რუსეთში.[4] 2004 წელს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, დააფუძნა ერთობლივი პარტნიორობა კანზასის ეროვნულ გვარდიასთან ცოდნის გაცვლისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საქმეებში თანამშრომლობისათვის.

სომეხი ჯარისკაცების წვრთნა ვაზგენ სარქისიანის სამხედრო ინსტიტუტში.
  • გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოჰანიანი — თავდაცვის მინისტრი
  • გენერალ-პოლკოვნიკი მიქაელ ჰარუთიუნიანი — უფროსი სამხედრო ინსპექტორი და პრეზიდენტის მრჩეველი
  • გენერალ-პოლკოვნიკი გურგენ დარიბალთაიანი — შტაბის უფროსის მთავარი მოადგილე და ამჟამინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის სპეციალური სამხედრო მრჩეველი
  • გენერალ-პოლკოვნიკი ჰარუთ ქასაბიანი — დედაქალაქის დაცვის სარდალი
  • გენერალ-ლეიტენანტი აღიკ მიურზაბეკიანი
  • გენერალ-ლეიტენანტი არტურ აღაბეკიანი
  • გენერალ-ლეიტენანტი იური ხაჩატუროვი
  • გენერალ-ლეიტენანტი გურგენ მელკონიანი
  • გენერალ-ლეიტენანტი როლანდ ქერეშიანი
სომხური არმიის საბრძოლო განკარგულება
  • პირველი კორპუსი (შტაბი გორისი):[15] ერთი დამოუკიდებელი სატანკო ბატალიონი, ერთი დამოუკიდებელი სადაზვერვო ბატალიონი, ორი საავტომობილო მსროლელთა პოლკი.[16]
  • მეორე კორპუსი (შტაბი ხაჩაღბიური): ერთი დამოუკიდებელი სატანკო ბატალიონი, ერთი დამოუკიდებელი სადაზვერვო ბატალიონი, ერთი დამოუკიდებელი მსროლელთა პოლკი, ორი დამოუკიდებელი საავტომობილო მსროლელთა პოლკი, ერთი დამოუკიდებელი საარტილერიო ბატალიონი.
  • მესამე კორპუსი (შტაბი ვანაძორი): ერთი დამოუკიდებელი მსროლელთა პოლკი, ერთი დამოუკიდებელი საარტილერიო ბატალიონი, ერთი დამოუკიდებელი სატანკო ბატალიონი, ერთი დამოუკიდებელი სადაზვერვო ბატალიონი, ერთი დამოუკიდებელი სარაკეტო არტილერიის ბატალიონი, ოთხი დამოუკიდებელი საავტომობილო მსროლელთა პოლკი, ერთი უზრუნველყოფის ბატალიონი, ერთი სასიგნალო ბატალიონი.
  • მეოთხე კორპუსი (შტაბი ეღეგნაძორი): ოთხი დამოუკიდებელი საავტომობილო მსროლელთა პოლკი, დამოუკიდებელი თვითმავალი საარტილერიო ბატალიონი, ერთი სასიგნალო ბატალიონი.
  • მეხუთე კორპუსი (შტაბი ნუბარაშენის რაიონი ერევანში): ორი გამაგრებული რაიონი, ერთი დამოუკიდებელი საავტომობილო მსროლელთა პოლკი, ერთი დამოუკიდებელი მსროლელთა პოლკი.
  • არმიის კლასის ჯარი:[16] ერთი ერთობლივი საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო კომანდა, ერთი საწვრთნელი საავტომობილო მსროლელი ბრიგადა, ერთი საგანგებო ძალების პოლკი, ერთი საარტილერიო ბრიგადა, ერთი თვითმავალი საარტილერიო პოლკი, ერთი ტანკსაწინააღმდეგო პოლკი, one engineer regiment with demining centre, ერთი მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო ბრიგადა, ორი მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო პოლიკი, ერთი რადიოტექნიკური (სარადარო) პოლკი.[17]

სომხური სამხედრო სპეციალური ძალები მოიცავს სტანდარტული არმიის სპეცდანიშნულების პოლკსა და 3+ სადაზვერვო ბატალიონს (გარდა მთიანი ყარაბაღის თავდაცვითი არმიის სპეციალური ძალებისა და ეროვნული თავდაცვითი ძალებისა, ორივე მთგანი მჭიდროდაა ინტეგრირებული სომხეთის შეიარაღებულ ძალებში). აღნიშნული ჯგუფების ოპერციათა ისტორია მთლიანად ცნობილი არაა. ოპერაციები, რომლებიც ცნობილია და სტანდარტულ მოვალეობებს სცილდება, როგორიცაა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება მოიცავს:

  • საზღვრისპირა თარეშის უცნობი რაოდენობას.[18]
  • სომეხი პილოტის ნაშთებისა და ვერტმფრენის ნაწილების გადარჩენის უზრუნველყოფას მთიანი ყარაბაღის ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ.[19]

ორივე რესპუბლიკის სპეციალურ ძალებს ეძლევათ სწრაფი თავდასხმის მანქანები გარკვეული ოპერაციებისა და სავარჯიშოების ჩასატარებლად.

იარაღი კალიბრი წარმომავლობა კომენტარი
ფისტოლეტები და ავტომატები
Makarov PM 9x18 მმ დროშა: სსრკ სსრკ საბრძოლო ფისტოლეტი
საიერიშო შაშხანები, საბრძოლო საბრძოლო შაშხანები და კარაბინები
AK-74 5,45×39 მმ დროშა: სსრკ სსრკ საბრძოლო შაშხანა
AK-74M 5,45×39 მმ დროშა: სსრკ სსრკ ძირითადად გამოიყენება სპეციალური ძალების მიერ
AKS-74U 5,45×39 მმ დროშა: სსრკ სსრკ გამოიყენება სპეციალური ძალების, პოლიციისა და სამანქანო ეკიპაჟის მიერ. უმეტესად გამოიყენება ურბანულ/ახლო კვარტალში საბრძოლველად და კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის.
AKM 7,62×39 მმ დროშა: სსრკ სსრკ გამოიყენება ყველა სახის ნაწილის მიერ, უმეტესად, ურბანულ/ახლო კვარტალში საბრძოლველად და კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის.
AK-105 5,45×39 მმ დროშა: რუსეთი რუსეთი ძირითადად გამოიყენება სასაზღვრო ძალებისა და სპეციალური ძალების მიერ
სნაიპერული შაშხანები
Dragunov SVD 7,62×54 მმ დროშა: სსრკ სსრკ ძირითადი საბრძოლო სნაიპერული შაშხანა
Sv-98 .338 Lapua Magnum დროშა: რუსეთი რუსეთი გამოიყენება სნაიპერებისა და სპეციალური ძალების მიერ
Accuracy International AWM[20] .338 Lapua Magnum დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო გამოიყენება სნაიპერებისა და სპეციალური ძალების მიერ (შესაძლოა შეძენილი იყოს რუსეთისაგან ან საბერძნეთისაგან).
Zastava M93 Black Arrow 12,7×108 მმ დროშა: სერბეთი სერბეთი ჯავშანსაწინააღმდეგო სნაიპერული შაშხანა. გამოიყენება სნაიპერებისა და სპეციალური ძალების მიერ.
ტყვიამფრქვევები
RPK-74 5,45×39 მმ დროშა: სსრკ სსრკ
PK machine gun 7,62×54 მმ დროშა: სსრკ სსრკ
DShK 12.7×108 მმ დროშა: სსრკ სსრკ
NSV machine gun 12.7×108 მმ დროშა: სსრკ სსრკ
Kord machine gun[21] 12.7×108 მმ დროშა: რუსეთი რუსეთი
ყუმბარმტყორცნები
AGS-17 30 x 29 ყუმბარა დროშა: სსრკ სსრკ
AGS-30 30 x 29 ყუმბარა დროშა: რუსეთი რუსეთი
ტანკსაწინააღმდეგო სისტემები
RPG-7 85 მმ დროშა: სსრკ სსრკ
SPG-9 73 მმ დროშა: სსრკ სსრკ
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები
9M113 Konkurs[22] 135 მმ დროშა: სსრკ სსრკ
9K114 Shturm[22] 130 მმ დროშა: სსრკ სსრკ
MILAN[23] 103 მმ თარგი:France-Germany-
პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები
Strela 2 72 მმ დროშა: სსრკ სსრკ
ნაღმმტყორცნები
Soltam K6[22] 120 მმ ისრაელის დროშა ისრაელი 19 მოხმარებაში

სომხური არმიის სამხედრო შეიარაღება 2008-2014 წლების მდგომარეობით

სახელი წარმომავლობა ტიპი რაოდენობა ფოტო შენიშვნა
შეჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები
T-90 დროშა: რუსეთი რუსეთი ძირითადი საბრძოლო ტანკი 1 გაიმარჯვა სატანკო ბიატლონში
Т-80[24] დროშა: სსრკ სსრკ ძირითადი საბრძოლო ტანკი 20
T-72 დროშა: სსრკ სსრკ ძირითადი საბრძოლო ტანკი 200[25] ზოგიერთი T-72BA/3s გამოიყენება Kontakt-5 ERA-სთან ერთად. მიჩნეულია, რომ კიდევ მეტი T-72 ერთეული გამოიყენება მთიანი ყარაბაღის თავდაცვით არმიაში. სომხეთმა, ასევე, მიიღო 35 T-72s რუსეთისაგან[26]
T-55 დროშა: სსრკ სსრკ ძირითადი საბრძოლო ტანკი 8 3 Т-54 და 5 Т-55
БМП-2 დროშა: რუსეთი რუსეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა 50-100 50-100 ერთეული მოდერნიზდა/გარემონტდა რუსეთის მიერ 2012-2013 წლებში.[27] შესაძლოა უფრო მეტი არსებობდეს საცავში [28]
БМП-1 დროშა: სსრკ სსრკ ქვეითთა საბრძოლო მანქანა 80
BMP-1K დროშა: სსრკ სსრკ ქვეითთა საბრძოლო მანქანა 7 საბრძანებო ვარიანტი
BRM-1K დროშა: სსრკ სსრკ ქვეითთა საბრძოლო მანქანა 12 საბრძანებო ვარიანტი
БМД-1 დროშა: სსრკ სსრკ ქვეითთა საბრძოლო მანქანა 10
БРДМ-2 დროშა: სსრკ სსრკ Scout car 120 ტანკსაწინააღმდეგო ვარიანტის ჩათვლით
BTR-80 დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 160 შესაძლოა უფრო მეტი არსებობდეს საცავში[28][29]
БТР-70 დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 40+ განახლებული ახალი ძრავებითა და 30 მმ-იანი ცეცხლსასროლი იარაღით
БТР-60 დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 100+
БТР-152 დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი
МТ-ЛБ დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 145 შემდეგი ვარიანტების ჩათვლით:
  • Snar-10 Big Fred[22] — სარადარო სისტემა
  • 9P149 — ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მსროლელი
  • 9K35 Strela-10 — სამართავი SAM სისტემა
ГАЗ-2330[30] დროშა: რუსეთი რუსეთი ჯავშანტრანსპორტიორი N/A
BM-21 GRAD მობილური სარაკეტო არტილერია.
9K33 Osa მობილური ჰაერსაწინააღმდეგო ერთეულები აღლუმზე ერევანში.

ჯავშანი

  • ადგილობრივი წარმოების ჯავშანი გამოიყენება ყველა სამხედრო დანაყოფის მიერ.
  • პოლონურ-სომხური კომპანია Lubawa SA იწყებს სომხური სამხედრო შენაერთების მომარაგებას ჯავშანჩაფხუტებითა და სხეულის დამცავი ჯავშნით, მულტი-სპექტრულ კამუფლაჟთან ერთად ტექნიკისათვის.[31]

ჰაერსაწინააღმდეგო[1]

არტილერია

რადარები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 International Institute for Strategic Studies (IISS). The Military Balance 2013. London: Routledge, 2013, pp. 215-16.
  2. "Military Balance in Europe 2011". დაარქივებული 2018-09-21 საიტზე Wayback Machine. , March 07, 2011.
  3. Petrosyan, David. "Formation and Development of Armenian Armed Forces დაარქივებული 2015-07-05 საიტზე Wayback Machine. ." Moscow Defence Brief. Centre for Analysis of Strategies and Technologies, Moscow, 6-2002, accessed November 2009. Ter-Grigoryants had previously served with the 40th Army (Soviet Union) in Afghanistan as chief of staff, supervising operations in May 1982.
  4. 4.0 4.1 Ministry of Defense of the Republic of Armenia. General History of the Armenian Army. Retrieved January 31, 2006.
  5. Curtis, Glenn E. and Ronald G. Suny. "Armenia," in Armenia, Azerbaijan, and Georgia Country Studies, ed. Glenn E. Curtis. Washington D.C.: Federal Research Division Library of Congress, 1995, p. 72.
  6. Mirsky, Georgiy I. On Ruins of Empire: Ethnicity and Nationalism in the Former Soviet Union. Westport, CT: Greenwood Press, 1997, p. 63. ISBN 0-313-30044-5.
  7. See Richard Giragosian, "Armenia and Karabakh: One Nation, Two States დაარქივებული 2010-12-09 საიტზე Wayback Machine. ." AGBU Magazine. № 1, Vol. 19, May 2009, pp. 12-13.
  8. Kosovo Force. KFOR Contingent: Armenia. KFOR. Last updated January 24, 2006. Accessed February 9, 2007.
  9. NATO’s relations with Armenia დაარქივებული 2010-02-13 საიტზე Wayback Machine. . NATO. Retrieved November 29, 2009.
  10. "Armenian peacekeeper to undergo two more surgeries დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. ." Public Radio of Armenia. November 20, 2006. Retrieved February 1, 2007.
  11. Glassey, Eric. "Armenians Complete Successful Mission დაარქივებული 2009-09-03 საიტზე Wayback Machine. ." Multinational Force in Iraq. October 7, 2008. Accessed September 6, 2009.
  12. "Armenia to send forces to Afghanistan this year დაარქივებული 2009-08-01 საიტზე Wayback Machine. ." Armenian Reporter. July 24, 2009. Retrieved September 6, 2009.
  13. "Armenia To Send Troops To Afghanistan." RFE/RL. November 09, 2009. Retrieved November 29, 2009.
  14. "Armenian Parliament Endorses Troop Deployment To Afghanistan." RFE/RL. December 8, 2009. Retrieved January 3, 2010.
  15. Jane's World Armies Armenia, October 2004.
  16. 16.0 16.1 IISS (2007). The Military Balance 2007. London: Routledge for the IISS, გვ. 155. ISBN 978-1-85743-437-8. 
  17. See Human Rights Watch/Helsinki Watch, Azerbaijan: Seven years of conflict in Nagorno-Karabakh, New York: Human Rights Watch, 1994, p. 69.
  18. Reconnaissance Scouts on Karabakh Frontline Tight-Lipped About Themselves, Their Actions. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  19. Bodies of Armenian pilots removed from helicopter crash site. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  20. AWM.
  21. The Armed Forces of Armenia Official Thread - Page 126. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 [1] Armyrecognition.com Armenia Land Forces military equipment and vehicles Armenian Army. August 2013.
  23. http://razm.info/14067
  24. Jane's World Armies Armenia, 2008.
  25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-07. ციტირების თარიღი: 2015-10-08.
  26. (რუსული) [2] დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. .
  27. (რუსული) Центр анализа мировой торговли оружием დაარქივებული 2013-12-05 საიტზე Wayback Machine. . p. 17.
  28. 28.0 28.1 (რუსული) [3].
  29. (რუსული) [4] დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. .
  30. (სომხური) "Մեր զորահանդեսից հետո Բաքուն հասկացավ, որ չի կարող լուծել Ղարաբաղի հարցը ռազմական ճանապարհով" [After Our Military Parade, Baku Understands that it Cannot Resolve the Karabakh Question through Military Means]. PanArmenian.net. October 14, 2011.
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-10-08.
  32. "Ohanian Signals Russian Missile Supplies." RFE/RL. January 28, 2014. Retrieved January 28, 2014.
  33. Danielyan, Emil. "Armenia Parades Military Might On Independence Day." RFE/RL. September 21, 2011. Retrieved April 1, 2013.
  34. An unspecified number are in service in the army, according to Armenian Defense Ministry officials, with plans to acquire more: "Armenian Military 'Interested' In Acquiring Russian Rocket Artillery." RFE/RL. June 9, 2011. Retrieved June 11, 2011.
  35. "New Chinese Rockets ‘Acquired By Armenia’." RFE/RL. August 19, 2013. Retrieved August 22, 2013.
  36. Jane's Armour and Artillery, 2003-2004