ვაზგენ მანუკიანი
ვაზგენ მანუკიანი | |
სომხეთის პრემიერ მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 აგვისტო, 1990 წელი – 22 ნოემბერი, 1991 წელი | |
პრეზიდენტი | ლევონ ტერ-პეტროსიანი |
წინამორბედი | შეიქმნა თანამდებობა |
მემკვიდრე | გაგიკ არუთინიანი |
სომხეთის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ოქტომბერი 1991 – 21 აგვისტო 1993 | |
პრეზიდენტი | ლევონ ტერ-პეტროსიანი |
წინამორბედი | ვაზგენ სარქისიანი |
მემკვიდრე | სერჟ სარქისიანი |
დაბადებული | 1946 წლის 13 თებერვალს გიუმრი, სომხეთი |
მოქალაქეობა | სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
პოლიტიკური პარტია | ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი (სომხეთი) |
რელიგია | ქრისტიანობა |
ვაზგენ მანუკიანი (სომხ. Վազգեն Մանուկյան) — სომეხი პოლიტიკოსი. 1990 წლიდან იყო სომხეთის პრემიერ მინისტრი 1991 წლამდე, სანამ დაინიშნებოდა თავდაცვის მინისტრად მომავალი ორი წლის განმავლობაში.
მანუკიანი დაიბადა გიუმრში. არის მათემატიკისა და ფიზიკის დოქტორი. ვაზგენი დაქორწინებულია და ჰყავს 3 შვილი.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს მანუკიანი მოსკოვში დააკავეს იმ მიზეზით, რომ ის ყარაბახის კომიტეტის წევრი იყო. ამის გამო მან ექვსი თვე პატიმრობაში გაატარა.
სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამგზის იყო სომხეთის პარლამენტის წევრი. ამდენჯერვე უშედეგოდ სცადა პრეზიდენტობა 1996, 1998 და 2003 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში. საკუთარი, ეროვნულ-დემოკრატიული კავშირის სახელით.
მანუკიანის განცხადებით 1996 წელს არჩევნები გაყალბდა. რადგან პეტროსიანს არ სურდა მასთან მეორე ტურში პაექრობა.[1]
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ სცადა ბედი. მაგრამ კვლავ უშედეგოდ. მან ოფიციალური მონაცემებით ხმების 1.3% მოიპოვა.[2]
მანუკიანის შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნების წელი | მიღებულ ხმათა რაოდენობა | % | ადგილი |
---|---|---|---|
1996 | 516,129 | 41.0% | 2 |
1998 | 172,449 | 12.2% | 3 |
2003 | 12,904 | 0.91% | 5 |
2008 | 21,075 | 1.3% | 5 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "სომხეთი: თებერვლის არჩევნების შესახებ", Radio Free Europe/Radio Liberty, February 18, 2008.(ინგლისური)
- ↑ "RA CEC DECLARED SERGE SARGSIAN ARMENIA’S PRESIDENT" დაარქივებული 2021-10-29 საიტზე Wayback Machine. , defacto.am, 25 February 2008