გორისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
გორისი
Գորիս
Kapan Goris.jpg
კაპან-გორისის გზა
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მარზი სიუნიქის ოლქი
კოორდინატები 39°31′00″ ჩ. გ. 46°20′00″ ა. გ. / 39.51667° ჩ. გ. 46.33333° ა. გ. / 39.51667; 46.33333
დაარსდა 1870
ამჟამინდელი სტატუსი 1995
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1370
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 20 840 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (284)
საფოსტო ინდექსი 3201-3205
საავტომობილო კოდი 52
ოფიციალური საიტი http://www.goris.am
გორისი — სომხეთი
გორისი

გორისიქალაქი სომხეთში სიუნიქის პროვინციაში. მდებარეობს ერევანი-სტეპანაკერტის გზატკეცილზე მთიან ქვაბულში მდინარე გორისზე (ვოროტანის შენაკადი) და გარს აკრავს კლდოვანი სერები და მღვიმეები. ერევნიდან 240 კილომეტრი, კაპანიდან 70 კმ. ქალაქის მახლობლად სოფელ ხნძორესკში მდებარეობს უძველესი ადამიანების საცხოვრებელი მღვიმეები. მდინარე გორისის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ვულკანოგენური ქანებისაგან შემდგარი მღვიმეების ლაბირინთი ქვის პირამიდებით და უცნაური სვეტებით. ქალაქი გაყოფილია ორ დასახლებულ ტერიტორიად სამხრეთ (ძველი) და ჩრდილოეთ (ახალი) ნაწილებად. მათ შორის მდებარეობს ქალაქის სამრეწველო და კულტურული ნაწილი. სამხრეთით 8 კილომეტრზე აეროპორტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]