სეირან ოჰანიანი
სეირან ოჰანიანი | |
სომხეთის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აპრილი, 2008 – 2016 | |
პრეზიდენტი | სერჟ სარქისიანი |
წინამორბედი | მიქაელ არუთინიანი |
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
აგვისტო, 1999 – მაისი, 2007 | |
პრეზიდენტი | ლეონარდ პეტროსიანი |
წინამორბედი | სამუელ ბაბაიანი |
მემკვიდრე | მოვსეს აკობიანი |
დაბადებული | 1 ივლისი, 1962 შუშა, მთიანი ყარაბაღი, საბჭოთა კავშირი |
სეირან ოჰანიანი (სომხ. Սեյրան Օհանյան; დ. 1 ივლისი, 1962) — სომხეთის თავდაცვის მინისტრი 2008–2016 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეირან ოჰანიანი დაიბადა 1962 წლის 1 ივლისს, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი. 1979 წელს, მან დაამთავრა სოფელ მგრაშენის უმაღლესი სასწავლებელი სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში[1]. ოჰანიანი სწავლობდა ბაქოს უმაღლეს გაერთიანებულ სარდლობის კოლეჯში, რომელიც 1983 წელს დაამთავრა. მოგვიანებით, იგი მსახურობდა გერმანიის საბჭოთა ძალების ჯგუფში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლის მარტში, სეირან ოჰანიანი შეუერთდა მთიანი ყარაბაღის ახლად ჩამოყალიბებულ არმიას, სადაც მთავარ როლს თამაშობდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1992 წლის სექტემბერში, მარდაკერტის რაიონის მახლობლად, მან სერიოზული ჭრილობა მიიღო, რასაც შედეგად ფეხის ამპუტაცია მოჰყვა. მკურნალობის შემდეგ, ოჰანიანი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 1994-1998 წლებში, იგი მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მეთაურის მოადგილეა, ხოლო 1999-2007 წლებში მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი.
2007 წლის მაისში, სეირან ოჰანიანი დაინიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურად და სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 2008 წლის 14 აპრილს, სერჟ სარქისიანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ოჰანიანმა სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა[2][3].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეირან ოჰანიანი ქორწინებაშია, ჰყავს 3 ვაჟი და ქალიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ohanyan's Official Biography დაარქივებული 2011-05-31 საიტზე Wayback Machine.
- Биография Сейрана Оганяна на сайте Министерства обороны Армении
- Օհանյանի պաշտոնական Կենսագրություն დაარქივებული 2011-05-31 საიტზე Wayback Machine.
- Xocalı soyqırımını törədən şəxslərdən biri olan Seyran Ohanyan Ermənistan ordusunun komandanı təyin edilib[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Seyran Ohanyan დაარქივებული 2011-05-31 საიტზე Wayback Machine. . Ministry of Defence of Armenia. Accessed 10 January 2010.
- ↑ "New President Appoints Two Key Ministers" დაარქივებული 2008-04-16 საიტზე Wayback Machine. , ArmeniaNow.com, April 15, 2008.
- ↑ "Sarkisian Appoints Key Ministers in Emerging Cabinet. April 15, 2008.
|