სომხეთის ეროვნული კრება
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან სომხეთის პარლამენტი)
| სომხეთის ეროვნული კრება Հայաստանի Ազգային Ժողով | |
|---|---|
| ტიპი | |
| ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
| ხელმძღვანელები | |
| სპიკერი | ალენ სიმონიანი, საზოგადოებრივი კონტრაქტი |
| სტრუქტურა | |
| წევრები | 107 დეპუტატი |
|
| |
| პოლიტიკური ჯგუფები |
მთავრობა: ოპოზიცია (36):
|
| არჩევნები | |
| ბოლო არჩევნები | 20 ივნისი, 2021 |
| სხდომების ადგილი | |
|
| |
| საიტი | |
| www.parliament.am | |
სომხეთის ეროვნული კრება (სომხ. Հայաստանի Ազգային Ժողով) — სომხეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.
მოკლე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1918 წლის 28 მაისს სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ჩამოყალიბდა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება - სომხეთის საბჭო.
- 1990 წელს ჩამოყალიბდა სომხეთის უზენაესი საბჭო (260 დეპუტატი). ახალ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ორი პოლიტიკური ძალა სომხეთის საერთოეროვნული მოძრაობა და სკპ.
- 1990 წლის 4 აგვისტოს ეროვნული კრების ხელმძღვანელი ლევონ ტერ-პეტროსიანი გახდა.
- 1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
- 1991 წლის 16 ოქტომბერს ლევონ ტერ-პეტროსიანი პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო ეროვნული კრების ხელმძღვანელი ბაბკენ არარქციანი გახდა.
- 1995 წლის 5 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ კრებაში აირჩიეს 190 დეპუტატი, საიდანაც 150 იყო მაჟორიტარული, ხოლო 40 პროპორციული სიით არჩეული.
- 1999 წლის 30 მაისის არჩევნებში დეპუტატთა რაოდენობა 131-მდე შემცირდა. აქედან 75 მაჟორიტარი იყო, ხოლო 56 პროპორციული სიით არჩეული.
- 2003 წლის 25 მაისის არჩევნებში 56 მაჟორიტარი და 75 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.
- 2007 წლის 12 მაისის არჩევნებში 41 მაჟორიტარი და 90 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.
- 2012 წლის 6 მაისის არჩევნებში მონაწილეობდა 8 პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი. არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62,33 %.
- სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (2017)
- სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (2018)
- 2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში