პოლ პოგბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ პოგბა
Zarya-MU (8).jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი პოლ ლაბილ პოგბა[1]
დაბადების
თარიღი
15 მარტი, 1993 (1993-03-15) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანი-სურ-მარნი, საფრანგეთი
სიმაღლე 1.86 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
1999–2006 როისი-ენ-ბრი
2006–2007 ტორსი
2007–2009 ლე ავრი
2009–2011 მანჩესტერ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2012 მანჩესტერ იუნაიტედი 3 (0)
2012–2016 იუვენტუსი 124 (28)
2016– მანჩესტერ იუნაიტედი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2008-2009 საფრანგეთი 16 წლ. 17 (1)
2010 საფრანგეთი 17 წლ. 10 (2)
2010-2011 საფრანგეთი 18 წლ. 6 (1)
2011-2012 საფრანგეთი 19 წლ. 12 (4)
2012-2013 საფრანგეთი 20 წლ. 9 (2)
2013- საფრანგეთი 38 (6)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 14 მაისი, 2016.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
10 ივლისი, 2016.

პოლ ლაბილ პოგბა (დ. 15 მარტი, 1993) — გვინეური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი. თამაში შეუძლია როგორც საყრდენი ნახევარმცველის, ასევე — შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე.[2]

პოგბა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. 2016 წელს „იუვენტუსმა“ სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა პოგბა, ყოფილ კლუბში - „მანჩესტერ იუნაიტედში“.

ფეხბურთის თამაში დაიწყო პარიზში, საფეხბურთო კლუბ „როისი-ენ-ბრიში“ და „ტორსიში“. შემდეგ გადავიდა პროფესიონალურ კლუბ „ლე ავრიში“ 2007 წელს. ორი წლის შემდეგ გადავიდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც დაჰყო სამი სეზონი. მანჩესტერული კლუბის ძირითად შემადგებლობაში მონაწილეობა მიიღო შვიდ მატჩში. 2012 წლის ივლისში დატოვა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და გადავიდა სერია A-ს კლუბ „იუვენტუსში“.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოგბას დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2012 წლის 31 იანვარს შედგა პრემიერ ლიგის მატჩში „სტოკ სიტისთან“, სადაც 72 წუთზე ხავიერ ერნანდესი შეცვალა. ევროპული დებიუტი 2012 წლის 15 მარტს ევროპის ლიგის გათამაშებაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში შედგა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 2-1 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 5-3 და გამოეთიშა ევროპის ლიგაში ასპარეზობას.

იუვენტუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 3 ივლისს სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ გაუხანგრძლივებდა პოგბას კონტრაქს და დატოვებდა კლუბს. ამავე წლის 27 ივლისს ტურინის იუვენტუსმა განაცხადა რომ პოლმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩაირიცხა ტურინულ კლუბში. ოფიციალურად, 3 აგვისტოს, კონტრაქტი 4 წლით გაფორმდა. პოგბას დებიუტი „იუვენტუსში“, 1 აგვისტოს, „ბენფიკას“ წინააღმდეგ შედგა, მან 78 წუთზე ანდრეა პირლო შეცვალა. პოლმა იუვენტუსის მაისურით პირველი გოლი ნაპოლის წინააღმდეგ 2012 წლის 20 ოქტომბერს გაიტანა. პოგბა ტურინელ გულშემატკივრებში ახალ ზედმეტსახელს ატარებს — „რვაფეხა“ - (იტალ. il polpo).

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 8 აგვისტოს, პოლ პოგბა ოფიციალურად დაბრუნდა თავის ყოფილ კლუბში და გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. იუვენტუსს არ ჰქონდა გეგმაში და არ სურდა პოლის გაყიდვა, რადგან ის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოისაზრებოდა კლუბში, რომელიც დიდი მიზნების მისაღწევად თავის როლს ითამაშებდა, მაგრამ პოგბას სურვილიდან გამომდინარე, იუვენტუსმა დათმო სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რა თანხასაც 5 მილიონი ევრო მიემატება მისი კარგი ასპარეზობის შემთხვევაში.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პოგბას დებიუტი 2013 წლის 22 მარტს შედგა, საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მისმა ნაკრებმა კი 3-1 იმარჯვა. პოგმამ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მუნდიალზე, სადაც გაიტანა ერთადერთი გოლი ნიგერიის ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩში. პოგბა დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 21 მაისი 2016
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროპა სხვა სულ
ჩემპიონატი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
მანჩესტერ იუნაიტედი 2011–12 პრემიერლიგა 3 0 0 0 3 0 1 0 0 0 7 0
სულ 3 0 0 0 3 0 1 0 0 0 7 0
იუვენტუსი 2012–13 სერია A 27 5 2 0 8 0 0 0 37 5
2013–14 36 7 0 0 14 1 1 1 51 9
2014–15 26 8 4 1 10 1 1 0 41 10
2015–16 35 8 5 1 8 1 1 0 49 10
სულ 124 28 11 2 40 3 3 1 178 34
მანჩესტერ იუნაიტედი 2016–17 პრემიერლიგა 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
სულ 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
სულ კარიერაში 127 28 11 2 3 0 41 3 3 1 185 34

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო

იუვენტუსი

სანაკრებო

საფრანგეთი 20

საფრანგეთი

ინდივიდუალური
  • ფიფას 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი: 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Premier League clubs submit squad lists (PDF). PremierLeague.com. Premier League (2 February 2012). წაკითხვის თარიღი: 2 February 2012.
  2. Paul Pogba“, transfermarkt. (ინგლისური)