სერდარ ბერდიმუჰამედოვი
სერდარ ბერდიმუჰამედოვი | |
---|---|
თურქმ. Serdar Gurbangulyýewiç Berdimuhamedow | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 22 სექტემბერი, 1981 (41 წლის) |
დაბადების ადგილი | აშხაბადი |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | თურქმენეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და Geneva Centre for Security Policy |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | გურბანგული ბერდიმუჰამედოვი |
დედა | ოგულგერეკ ბერდიმუჰამედოვა |
ჯილდოები | Q18402032?, მეგობრობის ორდენი, Q30894224? და Medal "100 years anniversary of the foundation of the Tatar Autonomous Soviet Socialist Republic" |
სერდარ ბერდიმუჰამედოვი (თურქმ. Serdar Berdimuhamedow; დ. 22 სექტემბერი 1981, აშხაბადი, თურქმენეთის სსრ, სსრკ) — თურქმენი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. თურქმენეთის მეორე პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ერთადერთი ვაჟი. თურქმენეთის პრეზიდენტი 2022 წლის 19 მარტიდან.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1981 წლის 22 სექტემბერს აშხაბადში, ექიმ-სტომატოლოგის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვისა და მისი მეუღლის, პედაგოგ ოგულგერეკ ბერდიმუჰამედოვას ოჯახში. 1990-იანი წლების ბოლოს დაასრულა აშხაბადის საშუალო სკოლა, ხოლო 2001 წელს საფარმურატ ნიაზოვის სახელობის თურქმენეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 2016-2020 წლებში თურქმენეთის მეხუთე და მეექვსე მოწვევის მეჯლისის წევრია. 2018-2019 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 2019 წელს ჯერ ახალის ველაიათის ჰაკიმის მოადგილე, ხოლო 2019-2020 წლებში ჰაკიმია. 2020-2021 წლებში თურქმენეთის მრექველობის მინისტრის თანამდებობას იკავებს. 2021 წლის 11 თებერვლიდან ერთდროულად იკავებს სამ თანამდებობას და ხდება თურქმენეთის უშიშროების სახელმწიფო საბჭოს წევრი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ვიცე-პრემიერი.
2022 წლის 11 თებერვალს თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ გადადგომას და „ახალგაზრდა ხელმძღვანელებისთვის“ გზის დათმობას გეგმავს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქმენეთში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბერდიმუჰამედოვი ძალაუფლების თავისი შვილისთვის გადაცემას გეგმავს.[2]
2022 წლის 12 მარტს თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.[3]
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერდარ ბერდიმუჰამედოვი დაოჯახებულია და ჰყავს 4 შვილი.[4] რუსეთის დიპლომატიური აკადემიის ინსტრუქტორები და ჯგუფელები მას აღწერენ, როგორც „მოკრძალებული, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი და მშვიდი“.[5]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Сын президента Туркмении стал депутатом парламента республики
- Густерин П. В. Сердар Бердымухамедов: Штрихи к портрету // ЦентрАзия
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „თურქმენეთში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა“. ghn.ge. 19 March 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი 2022.
- ↑ 12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
- ↑ „Turkmenistan strongman’s son wins presidential vote“. The Guardian. 15 March 2022. ციტირების თარიღი: 16 March 2022.
- ↑ Газета НТ опубликовала биографию кандидата в депутаты Меджлиса Сердара Бердымухамедова Russian. Хроника Туркменистана (14 March 2018).
- ↑ Восхождение Сердара Russian. Хроника Туркменистана (30 March 2018).