ვარდისუბანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ვარდისუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქსოვრისი |
კოორდინატები | 41°56′59″ ჩ. გ. 44°32′11″ ა. გ. / 41.94972° ჩ. გ. 44.53639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 157[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 93,0 % ოსები 5,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვარდისუბანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მცხეთის მუნიციპალიტეტში (ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 580 მ-ზე, მცხეთიდან 22 კმ-ში, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ-ში.
ვარდისუბანი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. მისი მამულები ეკუთვნოდა ზევდგენიძეთა საგვარეულოს. XVI–XVIII საუკუნეებში შედიოდა სამუხრანბატონოში. XVIII საუკუნის სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი ვარდისუბანს მუხრანის თემის სოფლებში განიხილავს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 157 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 98[2] |
2014 | 157 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვასალია ჯ., ვარდისუბანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|