გოროვანი
სოფელი | |
---|---|
გოროვანი | |
ჩარდახი (მარცხნივ) და გოროვანი (მარჯვნივ) | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | წეროვანი |
კოორდინატები | 41°53′01″ ჩ. გ. 44°40′01″ ა. გ. / 41.88361° ჩ. გ. 44.66694° ა. გ. |
პირველი ხსენება | XII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 650 მ |
მოსახლეობა | 457[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გოროვანი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული წეროვანი). მდებარეობს სხალტბის სერის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 650 მ-ის სიმაღლზე, მცხეთიდან დაშორებულია 9 კმ-ით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში პირველად XII საუკუნიდან მოიხსენიება. საბუთებიდან ჩანს, რომ გოროვანი ყოფილა წმინდა ევაგრეს ნასყიდი სოფელი, რომლის შეწირულობა 1170 წელს მეფე გიორგი III-მ განუახლა შიომღვიმის მონასტერს. 1392 წელს სითარხნის გუჯრის მიხედვით, გოროვანი მცხეთის საკათოლიკოსო სოფელია. გოროვანი 1447 და 1559 წელს საკათოლიკოსო მამულების გუჯრებშიც არის მოხსენიებული. 1741 წელს წყალობის წიგნის მიხედვით, კათოლიკოსმა დომენტიმ გოროვანი გადასცა გედევანიძეს. ვახუშტი ბატონიშვილის სოფელთა სიაში გოროვანი სამუხრანოს კუთვნილებაა.
სოფლის განაპირას დგას აგურითა და ნატეხი ქვით ნაგები ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. აგებულია 1830 წელს. დასავლეთი კედლის კეხზე მოგვიანებით სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ინტერიერში, აფსიდის კონქში, XX საუკუნის საკმაოდ მდარე ხარისხის მოხატულობაა შემონახული.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 457 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 487[2] |
2014 | 457 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 124.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 233.
- საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 32
- საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტ.2, გვ. 116
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|