ნავდარაანთკარი
სოფელი | |||
---|---|---|---|
ნავდარაანთკარი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | გალავანი | ||
კოორდინატები | 41°54′12″ ჩ. გ. 44°49′13″ ა. გ. / 41.90333° ჩ. გ. 44.82028° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 750 მ | ||
მოსახლეობა | 333[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (98,8 %) ოსები (0,9 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ნავდარაანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, გალავნის თემში.[1]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 333 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 351[2] |
2014 | 333 ![]() |
ხუროთმოძღვრების ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის სამხრეთით 1,5 კმ-ზე დგას დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, კამარა ჩამოქცეულია, შემორჩენილია აღმოსავლეთს მხარე — საკურთხეველი. მის ჩრდილოეთით 20 მეტრში დგას ნასახლარი, რომლის დასავლეთ მხარეს ბუხარი შეიმჩნევა. ეკლესიის დასავლეთით 50 მეტრში დგას კვადრატული გეგმის კოშკი, რომელსაც ოთხივე კუთხე გამაგრებული აქვს კონუსური ფორმის საბჯენებით. კოშკი შემორჩენილია 3 მეტრის სიმაღლეზე.
არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2017–2019 წლებში ნავდარაანთკარის სამხრეთით, საგურამოს ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ადგილ დიდველზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარი: სათავდაცვო კოშკი, ორი ეკლესია, სავარაუდო მარანი და სხვადასხვა დანიშნულების (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნაგებობები. ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით შესწავლილ იქნა ადრე რკინის ხანის და ელინისტური პერიოდის 6 ორმოსამარხის ნაშთი.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
- ↑ მცხეთაში, ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა. kvira.ge. 23/09/2019.
|